თეგი: ჯოზეფ ბორელი

ჯოზეფ ბორელი: ცივი ომის შემდეგ, ევროპა ყველაზე სახიფათო მომენტის წინაშე დგას

ევროპული უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტზე, ვაშინგტონში მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპა ცივი ომის შემდეგ, უსაფრთხოების ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. თუმცა ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან დიპლომატიური გადაწყვეტა უკრაინასთან დაკავშირებით ჯერ ისევ შესაძლებელია. „არავინ აგროვებს 140,000 მძიმედ შეიარაღებულ ჯარისკაცს ქვეყნის საზღვარზე”, თუ ეს არ წარმოადგენს „ძლიერ საფრთხეს“, - განაცხადა ბორელიმ. აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი, ოფიციალური ვიზიტით, რუსეთში იმყოფება.

ბორელი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვედრილ რუსებს: აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში, ბრილიანტები ანტვერპენში

„აღარავითარი შოპინგი მილანში, წვეულებები სენ-ტროპეში და ბრილიანტები ანტვერპენში, ეს პირველი ნაბიჯია, ჩვენ ერთად ვდგავართ“, – ამ სიტყვებით აღწერა Twitter-ზე განთავსებულ პოსტში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები, რომლებიც რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხებათ. შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. ასევე, 22 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

ბორელი: ევროკავშირი უკრაინისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით დგას

ევროკავშირი დგას უკრაინისა და მისი აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით“, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლემა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ მკაფიოდ აღინიშნა ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ის განსაკუთრებული ყურადღება, რაც ევროკავშირის და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გამახვილებულია პარტნიორ საქართველოზე, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიის ფონზე. მხარეებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან გაიცვალა ინფორმაცია ევროკავშირის მხრიდან რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევის საპასუხოდ გატარებული ზომების შესახებ. აღინიშნა, რომ საქართველო იზიარებს და მხარს უჭერს ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ პოლიტიკურ განცხადებებს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის მყისიერად დასრულების აუცილებლობას და ამისათვის ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენების აუცილებლობას. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე და იმ მძიმე შედეგებზე, რომელსაც საქართველო დღემდე განიცდის საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო. ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს მიმართ საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა  

ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს მიმართ საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა დააფიქსირა

საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ივ ლე დრიანი საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან დღეს გამართულ სატელეფონო საუბარს Twitter-ის პირად გვერდზე ეხმაურება. „ჩემს ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან საუბრისას ხაზი გავუსვი საქართველოსადმი საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერას და მზაობას, დავეხმაროთ საქართველოს. აღნიშნული ასევე დავუდასტურე ჩემს მოლდაველ კოლეგასაც“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საუბრისას, მინისტრებმა განიხილეს უკრაინის საკითხი. დავით ზალკალიანმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო,  ხაზი გაუსვა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევის საპასუხოდ საერთაშორისო თანამეგობრობის თანმიმდევრული და მტკიცე პასუხის მნიშვნელობას. განსაკუთრებული წუხილით აღინიშნა მშვიდობიან მოსახლეობას შორის არსებული მსხვერპლი. ჟან-ივ ლე დრიანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთისა და ევროკავშირის ძალისხმევას უკრაინაში ვითარების დე-ესკალაციისა და ძალადობის შესაჩერებლად. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, კიდევ ერთხელ, დაადასტურა უკრაინის და საქართველოს მიმართ ოფიციალური პარიზის სრული სოლიდარობა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა. ასევე, აღინიშნა, რომ საქართველო იზიარებს და უერთდება ევროკავშირისა და პარტნიორი სახელმწიფოების პოლიტიკურ განცხადებებს უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მხარეებმა ისაუბრეს რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ სამხედრო ინტერვენციაზე  და იმ მძიმე შედეგებზე, რომლებსაც საქართველო დღემდე განიცდის საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციის და ადგილზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების გარემოს გამო. მინისტრებმა გაიზიარეს პოზიცია, რომ აგრესია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და რომ მძიმე შედეგების შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია, რუსეთმა შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც იმ დროს, ასევე საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, მედიაციით შედგა. საუბრის დასასრულს, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა იმედი, რომ ქართულ-ფრანგული სტრატეგიული დიალოგი კვლავაც გაგრძელდება და წლის მეორე ნახევარში თბილისი დიმიტრი ამილახვარის სახელობის ფორმატს უმასპინძლებს. 26 თებერვალს, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ჯოზეფ ბორელსაც ესაუბრა.

ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად

ამ უმძიმეს დროს, როდესაც ვხედავთ რუსეთის მიერ უკრაინის საფუძველსმოკლებულ და გაუმართლებელ დაპყრობას და დეზინფორმაციის მასობრივ კამპანიებსა და ინფორმაციით მანიპულირებას, აუცილებელია ფაქტების გამიჯვნა ტყუილისგან, რომელიც იმის გასამართლებლად იყო მოგონილი, რაც გაუმართლებელი, ფაქტები კი იმაზე მეტყველებს, რომ უდიდესმა ბირთვულმა სახელმწიფომ, რუსეთმა, განახორციელა შეტევა და დაიპყრო მშვიდობიანი და დემოკრატიული მეზობელი ქვეყანა, რომელიც მას არც საფრთხეს უქმნიდა და არც ასეთი ქმედების პროვოცირება მოუხდენია. უფრო მეტიც, პრეზიდენტი პუტინი შურისძიებით ემუქრება ყველა იმ ქვეყანას, რომელიც უკრაინის მოსახლეობის დახმარებას დააპირებს. 21–ე საუკუნეში ძალის ასეთი გამოყენება და ძალმომრეობა უადგილოა. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისი შეფასებით, პრეზიდენტ პუტინის ქმედება არამარტო საერთაშორისო კანონმდებლობის უმძიმესი დარღვევაა, არამედ ადამიანთა თანაცხოვრების ძირითადი პრინციპების დარღვევაც არის. ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად, როდესაც ძალა აღმართს ხნავს. მისი სამიზნე არამარტო უკრაინაა, არამედ ევროპის უსაფრთხოება და კანონზე დაფუძნებული მთელი საერთაშორისო წესრიგი, რომელიც გაეროს სისტემასა და საერთაშორისო სამართალს ეფუძნება. „მისმა აგრესიამ არაერთი უდანაშაულო სიცოცხლე შეიწირა და გაანადგურა ადამიანების სურვილი, იცხოვრონ მშვიდობიანად. ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ობიექტებს, რაც ნათელი მაგალითია საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დარღვევისა, რამაც აიძულა ადამიანები ქვეყნიდან გაქცეულიყვნენ. ჩვენ თვალწინაა ჰუმანიტარული კატასტროფა. თვეების განმავლობაში უპრეცედენტო ძალისხმევა გამოვიჩინეთ, რომ დიპლომატიური გზები გამოგვეძებნა. მაგრამ პუტინი ატყუებდა ყველას, ვინც მას ხვდებოდა, თითქოსდა საკითხის მშვიდობიანი მოგვარებით იყო დაინტერესებული. სანაცვლოდ, მან სრულმასშტაბიანი დაპყრობა და სრულფასოვანი ომის გაჩაღება აირჩია. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყიტოს სამხედრო ოპერაცია და უპირობოდ გემოიყვანოს ჯარები უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. იგივე შეეხება ბელორუსსაც, რომელმაც დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს აგრესიაში მონაწილეობა და პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს. ევროკავშირი ერთიანია თავის გადაწყვეტილებაში, მტკიცე დახმარება აღმოუჩინოს უკრაინას და მის ხალხს. ეს სიკვდილ – სიცოცხლის საკითხია. მე ვამზადებ გადაუდებელი დახმარების პაკეტს უკრაინელი სამხედრო ძალების მხარდასაჭერად. ახლა საპასუხოდ საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის სრულმასშტაბიან იზოლაციას აირჩევს, რათა პრეზიდენტმა პუტინმა ამ აგრესიისთვის პასუხი აგოს“, - განაცხადა ბორელმა.

საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი

საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი. მან გამოსცადა უდანაშაულო მოქალაქეების ტანჯვა და იცის, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი თავისუფლებისთვის ბრძოლა. მან ძალიან კარგად იცის, თუ რას განიცდის უკრაინელი ხალხი. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. დღეს, ისე როგორც არასდროს, საზოგადოებებისა და კავშირების ერთად დგომის დროა, რომ ნდობაზე, სამართალსა და თავისუფლებაზე დამყარებული მომავალი ავაშენოთ. მოვიდა დრო, რომ მტიცედ დავდგეთ და ხმა ავიმაღლოთ. სიძლიერე არ ნიშნავს, რომ მართალი ხარ. არც არასდროს ნიშნავდა და არც მომავალში იქნება ასე. ამის შესახებ, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „თავისი დანაშაულების გასამართლებლად კრემლმა და მისმა მხარდამჭერებმა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წამოიწყეს დეზინფორმაციის უზარმაზარი კამპანია. ვნახეთ რუსული სახელმწიფო მედია და მასთან დაკავშირებული პლატფორმები, რომლებიც მოტყუებისა და მანიპულირების მიზნით სიცრუეს სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც კრემლის დეზინფორმაციული საქმიანობის სამიზნე საქართველოც არის და იცის, თუ როგორ აღმოაჩინოს ინფორმაციით მანიპულირების კრემლისეული მცდელობა. კრემლის პროპაგანდისტები დაპყრობას „სპეცოპერაციას“ უწოდებენ, მაგრამ ეს ცინიკური ევფემიზმი ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ ჩვენ უკრაინის სრულმასშტაბიანი დაპყრობის მოწმენი ვართ, მისი თავისუფლების, ლეგიტიმური მთავრობისა და დემოკრატიული სტრუქტურების დამხობის მიზნით. კიევის მთავრობის „ნეონაცისტებად“ და „რუსოფობებად“ შერაცხვა სისულელეა: უკრაინაში ნაციზმის ყველა გამოვლინება აკრძალულია. თანამედროვე უკრაინაში ექსტრემალური მემარჯვენე კანდიდატები მარგინალური მოვლენაა, ისინი მინიმალური მხარდაჭერით სარგებლობენ და პარლამენტში შესასვლელ ბარიერს ვერ ლახავენ. უკრაინის მთავრობას დონბასი არ მოუკვეთავს და იქ რუსული ენა და კულტურა არ აუკრძალავს. დონეცკი და ლუგანსკი რესპუბლიკები არ არის, ისინი უკრაინის რეგიონებია, რომლებსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი და შეიარაღებული სეპარატისტული დაჯგუფებები აკონტროლებენ. ჩვენ ეს ვიცით და რუსეთის ბევრმა მოქალაქემ ეს იცის. დაპყრობის დაწყების შემდეგ, მთელი რუსეთის ქალაქებში მშვიდობიანი მეზობელი ერის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტის მოთხოვნით გაბედული საპროტესტო გამოსვლები გაიმართა. გვესმის მათი ხმები და ვაფასებთ მათ გამბედაობას გამოსვლებისას. ასევე, ვხედავთ რუსეთში ბევრ გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს ვინც ამ უგუნურ დაპყრობას აპროტესტებს. ვაგრძელებ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი რეაგირება კრემლის ქმედებების წინააღმდეგ. 25 თებერვალს მხოლოდ რუსეთმა დაადო ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შესახებ, ხოლო ჩინეთმა, ინდოეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა თავი შეიკავეს. მსოფლიოს ქვეყნები გმობენ რუსეთის თავდასხმებს და გენერალურ ასამბლეაზე მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააერთიანოს ძალები და ხელი შეუწყოს რუსეთის სამხედრო აგრესიის დასრულებას გაეროს შესაბამისი რეზოლუციის მიღების საშუალებით. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ალბანეთს, როგორც რეზოლუციის თანაშემდგენელს“. „ევროკავშირმა და მისმა პარტნიორებმა უკვე დაუწესეს რუსეთს მასშტაბური სანქციები, რომლებიც მისი ლიდერების, ელიტების და კრემლის ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ არის მიმართული. ევროკავშირის განმარტებით. მათი მიზანი რუსი ხალხისთვის ზიანის მიყენება არ არის, მიზანი ამ უსამართლო ომის დაფინანსებისთვის კრემლის შესაძლებლობის შესუსტებაა. სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც აფინანსებს ომს, რითაც რუსეთის საბანკო სისტემას დავაზიანებთ და საერთაშორისო რეზერვებზე მის წვდომას შევზღუდავთ. ამ ქმედებების განხორციელებისას მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან - ესენია აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, იაპონია, სამხრეთ კორეა და ავსტრალია. ასევე ვხედავთ, რომ ბევრი ქვეყანა და ხალხი მთელი მსოფლიოდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საპროტესტო აქციებს აწყობს, მათ შორის აქ, საქართველოში. ერთად ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს იმ დროს, როდესაც რუსეთი თავისუფალ და სუვერენულ ქვეყანაზე შემზარავ თავდასხმას აწყობს“, - განაცხადა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელი: ვშიშობთ, რუსული გავლენები შესაძლოა, ამოქმედდეს მოლდოვასა და საქართველოში

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი შიშობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული კრიზისი შეიძლება გავრცელდეს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში. „ჩვენ გვაღელვებს ის, რაც შეიძლება მოხდეს რეგიონში. ჩვენ ვშიშობთ, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში და რუსეთის გავლენამ შეიძლება დაიწყოს ამოქმედება მეზობელ ქვეყნებში“, - განაცხადა ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე კრიზისის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვირტუალური შეხვედრის შემდეგ. პრემიერი: ევროკომისარ ვარჰეისთან უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება, ასევე, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივები განვიხილე ბორელი: ევროპაში ომის ხელახლა გაჩაღების პუტინისეულ არჩევანს ჩვენ მივიჩნევთ ,,ჯუნგლების კანონის“ დაბრუნებად საქართველოს მოსახლეობამ, სამწუხაროდ, ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს ომი და რას განიცდის უკრაინელი ხალხი ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს

ჯოზეფ ბორელი: უკრაინას აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ აგრესიის წინააღმდეგ

„დღეს არ ვიმსჯელებთ წევრობაზე, რადგან ჯერ უახლოეს საათებში რა უნდა გავაკეთოთ და როგორი პასუხი გავცეთ, ამაზე ვსაუბრობთ, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, რითაც უპასუხა კითხვას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნას შეეხებოდა, რომ უკრაინა დაჩქარებულ ვადებში უნდა მიიღონ ევროკავშირში. „უკრაინას აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ახლა ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ აგრესიის წინააღმდეგ და მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რომ ძლიერმა ქვეყანამ დაჩაგროს მეზობელი სამხედრო ძალის გამოყენებით. თუ ჩვენ ამის საშუალებას ვინმეს მივცემთ, მაშინ ეს იქნება ჯუნგლების კანონი. მე ვარ შენზე ძლიერი და მე შენ მოგკლავ, დავაწესებ ჩემს კანონს - ეს ჩვენთვის ევროპელებისთვის ეგზისტენციალური საფრთხეა. მე გავაკეთებ ყველაფერს ამის აღსაკვეთად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. 28 თებერვალს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ მხარი დაუჭირა უკრაინის მცდელობას, ევროკავშირს დაჩქარებული წესით შეუერთდეს. ჩეხეთის მთავრობის მეთაურის თქმით, აუცილებელია ცხადად განიმარტოს, რომ მიესალმებიან უკრაინის მიღებას დემოკრატიული ქვეყნების ევროპულ საზოგადოებაში. „მიუხედავად იმისა, რომ მე სტანდარტული პროცედურების მომხრე ვარ, ჩვენ ახლა არასტანდარტულ ვითარებაში ვიმყოფებით“, - განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინა უმოკლეს პერიოდში ევროკავშირში წევრობის განაცხადს სპეციალური დაჩქარებული წესით შეიტანს. 27 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ ევროკომისიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში უკრაინის წევრობის საკითხიც განიხილა. „სატელეფონო საუბარი მქონდა ურზულა ფონ დერ ლაიენთან. ვისაუბრეთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, მაკრო-ფინანსური დახმარებისა და უკრაინის ევროკავშირში წევრობის შესახებ“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ევროკავშირს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ახალი სპეცპროცედურის მიხედვით სთხოვს. ჩვენ მივმართავთ ევროკავშირს უკრაინის დაუყოვნებელ მიერთებასთან დაკავშირებით ახალი სპეციალური პროცედურით. ჩვენი მიზანი ევროპელებთან ერთად და რაც მთავარია, თანასწორად ყოფნაა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს დავიმსახურეთ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია. 28 თებერვალს, საღამოს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადს ხელი მოაწერა. 28 თებერვალი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინის წევრობა სურს

ბორელი: ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განმარტებით, ირანი და სხვა მხარეები მზად არიან, აღადგინონ 2015 წლის ბირთვული შეთანხმება, რომელიც მკაცრი სანქციების მოხსნის სანაცვლოდ შეზღუდავს თეირანის ბირთვულ პროგრამას.  ამის შესახებ Reuters წერს.  „ახლა ძალიან ახლოს ვართ შეთანხმებასთან და ვიმედოვნებთ, რომ ეს მიღწეული იქნება,“ - თქვა ბორელმა დოჰას ფორუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას.  ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ემირ აბდულაჰიანმა ოფიციალური ვიზიტით ლიბანში ყოფნისას განაცხადა, რომ ირანი აშშ-სთან „ბირთვული შეთანხმებისთვის“ მზადაა. ამის შსახებ თურქული მედია წერს.  2015 წელს დადებული შეთანხმება ირანს, გერმანიას, ჩინეთს, საფრანგეთს, რუსეთს, ბრიტანეთს და შეერთებულ შტატებს შორის ირანს სანქციებისგან ათავისუფლებდა, თუ ქვეყანა ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა. შეთანხმებიდან ამერიკა 2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით გავიდა. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მაშინ ირანი გააკრიტიკა და სანქციების ახალი პაკეტი შემოიღო. ტრამპის ადმინისტაციაში მიაჩნდათ, რომ შეთანხმება სუსტი იყო და ის არ იყო საკმარისი, რათა ირანს შეეზღუდა ბირთვული პროგრამები.

ევროკავშირმა 19 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 წევრი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ამის შესახებ სპეციალურ განცხდებაშია ნათქვამი, რომელსაც ევროკავშირი ავრცელებს.  19 რუსი დიპლომატის გაძევების მიზეზი დიპლომატიური სტატუსის საწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართულობაა. ევროკავშირის განცხადებით, გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის არაერთ ოკუპირებულ ქალაქში, მათ შორის, ბუჩაში ჩადენილი სისასტიკის შესახებ გავრცელებული ცნობების შემდეგ მიიღეს. „ევროკავშირი სრულად სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ და გააგრძელებს ყველა შესაძლო სახის მხარდამჭერას საერთაშორისო პარტნორებთან კოორდინირებით". – ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმის პასუხად, დანიამ - 15, გერმანიამ - 40, შვედეთმა - 3, იტალიამ - 30 რუსი დიპლომატი გააძევა. ლიტვამ კი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონე შეამცირა და ლიტვაში რუსეთის ელჩს ქვეყანა დაატოვებინა.   ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვას „ფეიკურ თავდასხმასა“ და ინსცენირებას უწოდებს.  ასევე წაიკითხეთ  იტალია ქვეყნიდან 30 რუს დიპლომატს აძევებს შვედეთი ქვეყნიდან 3 რუს დიპლომატს აძევებს

ჯოზეფ ბორელი: მკაცრად ვგმობ, დღეს დილით რუსეთის მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ განურჩეველ თავდასხმას

დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმას გმობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. ის განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს. „მკაცრად ვგმობ დღეს დილით რუსეთის მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ განურჩეველ თავდასხმას, რის შედეგადაც მოკლულია ათობით ადამიანი და კიდევ უფრო მეტი დაშავებულია. ეს არის მორიგი მცდელობა, გაქცევის გზები გადაუკეტონ მათ, ვინც გაურბის გაუმართლებელ ომს და ადამიანების ტანჯვა გამოიწვიონ“, – წერს ბორელი. გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრიი მელნიკმა გერმანიის მთავრობა უკრაინის გაუბედავ მხარდაჭერაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთზე გერმანიის სამარცხვინო ენერგეტიკული დამოკიდებულების მსხვერპლი გახდა. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსი მხეცები არ ამბობენ უარს თავიანთ მეთოდებზე, დაბომბეს კრამატორსკის რკინიგზის სადგური უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ოკუპანტებმა კრამატორკის რკინიგზის სადგურს ისკანდერის რაკეტით დაარტყეს ამასთან, გაეროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ენტონი ბლინკენი: აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო სისტემა მიაწოდეს ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: მომავალში უკრაინა, შესაძლოა, "დიდ ისრაელად" იქცეს, თუმცა საკუთარი სახით ცნობისთვის, ოკუპანტების მიერ გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევის ოლქში რუსი სამხედროების მოქმედებები გენოციდად შეაფასა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ საერთაშორისო სასამართლოსა და ორგანიზაციებს რუსი ჯარისკაცების მოქმედებების გამოძიებისკენ მოუწოდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს. გაზეთმა The New York Times-მა უკრაინული ქალაქის ბუჩას სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ ქალაქის ქუჩებში ათობით ცხედარია. ჟურნალისტებმა გააანალიზეს ფოტომასალა, რომელიც კომპანია Maxar Technologies-ის მიერ მარტის შუა რიცხვებშია გადაღებული, და დაასკვნეს, რომ ბუჩას მცხოვრებლები სამი კვირის წინ დახოცეს, მაშინ როცა ქალაქს რუსი სამხედროები აკონტროლებდნენ. ასევე წაიკითხეთ: სალომე ზურაბიშვილი: ძნელია, წარმოიდგინო მსოფლიო, სადაც ბუჩას ხოცვა-ჟლეტა არსებობს ევროკომისიის პრეზიდენტი: შეძრწუნებული ვარ ცნობებით ენით აღუწერელი საშინელებების შესახებ იმ ადგილებში, საიდანაც რუსეთი გადის რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას ასევე წაიკითხეთ: რუსეთს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერეს გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელი: რუსეთს უნდა შეუჩერდეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობის უფლება ზელენსკი გაეროს: ორი გზა გვაქვს – ან გარიცხოთ რუსეთი, როგორც ომის წამომწყები ან მეორე ვარიანტი თვითლიკვიდაციაა

ჯოზეფ ბორელი: მსოფლიოს მასშტაბით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს ვხვდებით, გავაერთიანოთ ძალები და მიზეზები ავხსნათ

ძალიან ვღელავთ ამ ომის შედეგების გამო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა. "ჩვენ ძალიან ვღელავთ ამ ომის შედეგების გამო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენ ვხვდებით ღრმა ეკონომიკურ კრიზისს, ფასების ზრდას და ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რათა ავუხსნათ მსოფლიოს, რომ ეს არის არა სანქციების გამო, არამედ ეს არის ომის გამო. რუსეთი ბლოკავს უკრაინული ხორბლის უკრაინიდან გასვლას და ბაზრებზე შესვლას. ჩვენ განვიხილავთ ამას და დარწმუნებული ვარ, გავაგრძელებთ ჩვენი ისედაც ძლიერი ერთიანობისა და ასოცირების ძალისხმევას“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯოზეფ ბორელი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე: ვმუშაობთ იმაზე ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას მოკლედ უპასუხა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით დაჩქარებულ რეჟიმში მუშაობს. ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს გადასცა როგორია თქვენი გზავნილი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადთან დაკავშირებით, მიმართეს ევროკომისარს ჟურნალისტებმა. ევროკავშირის კითხვარი უკრაინის შემდეგ მოლდოვამაც შეავსო „წინასწარ არ შემიძლია, გითხრათ, რა იქნება ევროკომისიის დასკვნა, მაგრამ მასზე იმაზე ბევრად სწრაფად ვმუშაობთ, ვიდრე ოდესმე“, – უპასუხა ჯოზეფ ბორელმა. შეგახსენებთ, უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილიც შეავსო.  უკრაინამ შევსებული კითხვარი, პირველი ნაწილი, რომელიც 8 აპრილს ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გადასცა, 17 აპრილს, დააბრუნა. 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.  

ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ NATO თურქეთთან უთანხმოების დაძლევას შეძლებს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მაქსიმალურ მხარდაჭერას გაუწევენ შვედეთისა და ფინეთის NATO-ს ბლოკში გაწევრიანების პროცესს, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ NATO შეძლებს თურქეთთან უთანხმოების დაძლევას შვედეთისა და ფინეთის ალიანსში მიღების კუთხით. თურქეთის პოზიციის მიუხედავად, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე კონსენსუსის იმედი აქვს „დარწმუნებული ვარ, რომ საბჭო უდიდეს მხარდაჭერას გაუწევს შვედეთისა და ფინეთის NATO-ს გაწევრიანებას. ვიცი, რომ თურქეთმა არაერთი წინააღმდეგობა წამოიწია. იმედი მაქვს NATO მათ გადალახავს. შვედეთსა და ფინეთს აქვს მტკიცე მხარდაჭერაა ჩემი მხრიდან და თავდაცვის საბჭოს მხრიდან“, - განაცხადა ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა. სკანდინავიის ქვეყნების NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის სპეკტიციზმის შემდეგ, შვედეთი ანკარაში დელეგაციას გაგზავნის ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ ბორელმა, ასევე აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, შეფასება მიეცემა ევროკომისიის და ევროპის თავდაცვის სააგენტოს მიერ ერთობლივი სამხედრო ინვესტიციების კოორდინაციის საკითხზე მომზადებულ ანალიზს. „გარდა ამისა, მინისტრები განიხილავენ ევროკავშირის ახალი სტრატეგიული კომპასის კონცეფციის განხორციელებას, ასევე უკრაინაში არსებულ ვითარებას, მათ შორის დამატებით სამხედრო დახმარებას 500 მილიონი ევროს ოდენობით“, - განაცხადა ბორელმა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის დასათანხმებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი NATO-ში გაწევრიანებაზე შვედეთისა და ფინეთის განაცხადს არ დაეთანხმება. თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა 13 მაისს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა.

ბორელი: ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს

ევროკავშირი არ დაუშვებს, უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას განაგრძობს. „ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა ბრძოლის ველზე სიტუაციას ცვლის. უნდა შევავსოთ რესურსები და მარაგი. ეს მხარდაჭერა ამჟამად უმნიშვნელოვანესია, რადგან ომმა გარდამტეხ მომენტს მიაღწია და ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ უკრაინას აღჭურვილობა ამოეწუროს და ჩვენ ამას არც დავუშვებთ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.  

ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს და ოლივერ ვარჰეის შეხვდება

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეის შეხვდება. შეხვედრების მთავარი თემა საქართველოს ევროპული მომავალი, კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინი, მნიშვნელობა და პერსპექტივა, ევროინტეგრაციის დღის წესრიგი იქნება. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.  ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა პრემიერ-მინისტრი: შარლ მიშელის სახით ბრიუსელში საქართველოს დიდ მეგობარს შევხვდი  

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილი ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე: ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე ძალიან კარგი საუბარი მქონდა სტოლტენბერგი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ: NATO სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში შეხვდა  მთავრობის მეთაური ჯოზეფ ბორელს ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. „ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან. მასთან რეგიონში მიმდინარე დრამატული გეოპოლიტიკური რყევების განხილვის შესაძლებლობა მქონდა. ჯოზეფ ბორელს ევროინტეგრაციის პროცესისადმი საქართველოს ერთგულება კვლავ დავუდასტურე. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე უწყვეტი მხარდაჭერისთვის ევროკავშირის მადლობელი ვარ", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში 16 მაისს გაემგზავრა.

ჯოზეფ ბორელი: ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და არ ვაღიარებთ

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს  ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა „ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეშფოთებას [ცხინვალის რეგიონში] დაგეგმილ რეფერენდუმთან დაკავშირებით. ამ რეფერენდუმს არაკანონიერად მივიჩნევთ და მას არ ვაღიარებთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს განაცხადზე და აღნიშნა, რომ ეს რეფორმების, მათ შორის სასამართლო რეფორმის დაჩქარებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის თავიდან აცილებისთვის კარგი მომენტია. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. 

ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება €500 მილიონით გაზარდა

ევროკავშირმა უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონით €2 მილიარდამდე გაზარდა.  თანხა ევროპული მშვიდობის ფონდის ხაზით გამოიყოფა. „ევროკავშირმა გამოყო სულ 2 მილიარდი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხარდასაჭერად. ეს მხარდაჭერა ევროპის ძალისხმევის მხოლოდ ერთი ნაწილია, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში. ჩვენ დახმარებას გავაგრძელებთ ბოლომდე“, - განაცახადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა. დახმარების წინა პაკეტები 2022 წლის 28 თებერვალს, 23 მაისს და 13 აპრილს შეთანხმდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ბორელი: მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთია პასუხისმგებელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ მსოფლიოში შექმნილ მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთია პასუხისმგებელი. „ევროკავშირის სანქციების მიზანშია რუსეთის უნარი, ომი გააგრძელოს. საერთაშორისო ვაჭრობაში მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთი უშუალოდ არის პასუხისმგებელი და ამ აგრესიის შეწყვეტის ნაცვლად, საერთაშორისო სანქციებზე პასუხისმგებლობის გადატანას აქტიურად ცდილობს. ეს არის დეზინფორმაცია. ევროკავშირი, ომის შედეგების გადაწყვეტის საქმეში მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად სრულ სოლიდარობას განაგრძობს. პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს ჯოზეფ ბორელი. მარცვლეულის მსოფლიო ომი უკვე დაიწყო, აფრიკაში ახალი კონფლიქტების გაჩაღების რისკი არსებობს - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მისივე თქმით, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და სწორედ ეს არის მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში.  ომამდე უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში. მისი პროდუქტი აუცილებელია რეგიონების სასურსათო უსაფრთხოებისთვის, როგორიცაა, ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯოზეფ ბორელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელს კორონავირუსი დაუდასტურდა და თვითიზოლაციაში იმყოფება. „COVID-19 დამიდასტურდა. მოქმედი წესებისა და პროცედურების მიხედვით, თვითიზოლაციაში ვარ“, - წერს ბორელი Twitter-ზე.  

ჯოზეფ ბორელი: უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს

უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ევროკავშირი მტკიცედ აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას ამ ომის მოსაგებად. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორებთან. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას და მათთან კავშირების განმტკიცებას,“- აღნიშნა ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე.  ასევე წაიკითხეთ: რობერტა მეცოლა: ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს, ეს ეხება ყველას, ვინც განაცხადი გააკეთა ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვისთვის არალეტალური სამხედრო დახმარების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა  

ჯოზეფ ბორელი: ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტით, მოლაპარაკებები აუცილებელია

ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტით, მოლაპარაკებებით და აუცილებელია, რომ უკრაინამ შეძლოს ამ ფაზასთან მიახლოება, – აღნიშნულის შესახებ საგარეო და უსაფრთოხების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ჩვენი სამხედრო დახმარება უნდა მიეწოდოს უკრაინულ ძალებს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ისინი ომს აწარმოებენ არა ბანკნოტებით, არამედ ქვემეხებით, რაც მათ საშუალებას აძლევს, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის აგრესიას. ამავდროულად, ყველა ომი მთავრდება ცეცხლის შეწყვეტით, მოლაპარაკებებით და აუცილებელია, რომ უკრაინამ შეძლოს ამ ფაზასთან მიახლოება ძლიერი პოზიციებით, რათა რუსეთმა ვეღარ მოახდინოს იმ ტერიტორიების ოკუპირება, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ აქვს მიტაცებული და ოკუპირებული“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს  

ბორელი: უკრაინული მარცვლეულის რუსული ბლოკადა ნამდვილი ომის დანაშაულია

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულის რუსული ბლოკადა ნამდვილი ომის დანაშაულია. ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ამ კრიზისს ევროპული სანქციები არ იწვევს. „წარმოიდგინეთ, რომ მილიონობით ტონა ხორბალი რჩება ბლოკირებული უკრაინაში, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში ხალხი შიმშილობს. ეს არის ნამდვილი ომის დანაშაული“, - თქვა ბორელმა. უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ესპანეთის პორტში 13 ივნისს შევიდა. ეს არის ახალი საზღვაო მარშრუტი, რომელიც რუსეთის მიერ შავ ზღვაზე უკრაინის პორტების ბლოკადისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად. ამასთან, ეს იყო უკრაინული მარცვლეულის პირველი ტვირთი, რომელმაც ბალტიის ზღვაში ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთამდე, საზღვაო გზით მიაღწია. რუსეთის ომმა უკრაინაში შეიძლება, 49 მილიონამდე ადამიანი შიმშილამდე მიიყვანოს.  ქვეყნები ცდილობენ, რუსეთის მიერ უკრაინის ბლოკადის გამო, ალტერნატიული გზები იპოვონ. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე Europetime-ის სტატიას გაეცანით.

ჯოზეფ ბორელი: საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა, საზოგადოება უნდა გამხნევდეს

საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა. ჩვენ ვიმუშავებთ საზოგადოებასთან, რომ გამოყენებული იყოს ეს შესაძლებლობა. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და გამხნევებული უნდა იყოს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ​ევროკავშირის საგარეო მინისტერიალზე განაცხადა.​ ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად "საქართველოსთვის ევროპული გზა შესანიშნავად გაიწერა. ჩვენ ვიმუშავებთ საზოგადოებასთან, რომ გამოყენებული იყოს ეს შესაძლებლობა. საზოგადოება შეცდომაში არ უნდა იყოს შეყვანილი და გამხნევებული უნდა იყოს. არის პოზიტიური მოსაზრება. საუბარია წევრობაზე ზოგიერთი პირობით. ეს არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. ნუ მივცემთ დაბალ შეფასებას, მოდით, ვიმუშაოთ. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა და იმუშავეთ ამაზე“, – განაცხადა ბორელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ჯოზეფ ბორელი: დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას

დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე წერს.​ პოლარიზაციის დასრულება, მართლმსაჯულების რეფორმა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით პროგრესი - ევროკომისია საქართველოს პირობების შესრულებას სთხოვს „საქართველოს მოქალაქეების მუდმივი მისწრაფებებისთვის, დაიმკვიდრონ კუთვნილი ადგილი ევროკავშირის ოჯახში, დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯის წინ გადადგმა გახდა შესაძლებელი. ყოველი ნაბიჯი ამის რეალობად ქცევას აახლოებს. დღევანდელი მოსაზრების მიღებით საქართველო ევროკავშირის გზას მტკიცედ ადგას“, – წერს ჯოზეფ ბორელი. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.  

ჯოზეფ ბორელი: ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ მუშაობა

ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, გააგრძელეთ მუშაობა, – ასე უპასუხა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რა არის მისი გზავნილი ქართველი ხალხისადმი. „ჩემი გზავნილია, რომ ქართველებისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მათ არ უნდა განიხილონ ეს ნეგატიურად. ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა, შესასრულებელი საქმეები, განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ“, – განაცხადა ბორელმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.

ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მალე განახლდება

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა თეირანში ვიზიტისას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან ორსაათიანი საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მალე განახლდება. ეს ინფორმაცია ამირ-აბდოლაჰიანმაც დაადასტურა. ლავროვი თეირანში ირანის პრეზიდენტს შეხვდა მედია: ირანის განცხადებით, ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება ჩიხშია „JCPOA-ს გარშემო მოლაპარაკებას განვაახლებთ უახლოეს დღეებში... მე ვგულისხმობ, მალე, დაუყოვნებლივ“- თქვა ბორელმა ირანის დედაქალაქში პრეს-კონფერენციის დროს. 2015 წლის ბირთვული შეთანხმება თეირანისთვის სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ითვალისწინებს. ირანთან მსოფლიოს ექვსი ქვეყნის შეთანხმებას ბირთვულ სფეროში გაუქმების საფრთხე 2018 წელს შეექმნა, როცა აშშ-მ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დროს, შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და ირანს ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ირანმა ამის შემდეგ ეტაპობრივად დაიწყო შეთანხმების პირობების დარღვევა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ირანთან ბირთვული შეთანხმების აღდგენას ემხრობა.  

ევროკავშირის გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია, გასულ კვირას ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია - ჯოზებ ბორელი

ევროკავშირის გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია და ეს სამართლიანია. გასულ კვირას ევროპის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საკუთარ ბლოგში წერს. „რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ დააჩქარა ისტორია მრავალი თვალსაზრისით. მან ასევე გაამძაფრა დებატები ევროპის წესრიგსა და მის საფუძველში არსებულ პრინციპებზე. მრავალი ქვეყნისთვის, უკრაინიდან დაწყებული, ეს არის სტრატეგიული მომენტი, რათა გააკეთონ განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ საკუთარი მისწრაფებების შესახებ და მიიღონ აღიარება თავიანთი ამბიციებისთვის. უკრაინის ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მათი მთავარი პრიორიტეტი იყო. თქვენ ხედავთ მსგავს მსჯელობას მოლდოვის მთავრობის მხრიდან. და ბოლოს, ამას ხედავთ საქართველოს მთავრობის მოთხოვნაში და ათიათასობით ქართველ დემონსტრანტში, რომლებიც ამ კვირაში ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში. ამავდროულად, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა სრულიად სამართლიანად მოითხოვეს, რომ მათი გაწევრიანების პროცესი შეფასდეს მათი დამსახურებით. თითქმის 20 წლის წინ, ევროკავშირმა თესალონიკში განაცხადა, რომ „დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია ამიტომ, მათი მხრიდან გარკვეული მოუთმენლობა, რბილად რომ ვთქვათ, გასაგებია“, - აღნიშნავს ბორელი მისივე ბლოგში. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი, დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ამასთან, ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

ბორელი: ევროკავშირი თავისუფლდება დამოკიდებულებისგან, რომელიც პუტინის წინააღმდეგ, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ამუხრუჭებდა

ევროკავშირი თანდათან თავისუფლდება დამოკიდებულებისგან, რაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის აგრესიის მიუხედავად, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას ამუხრუჭებდა. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის სტატიაშია ნათქვამი. „2022 წლის ბოლომდე ევროკავშირი 90%-ით შეამცირებს რუსული ნავთობის იმპორტს, ჩვენ ასევე სწრაფად ვამცირებთ გაზის იმპორტს. ვლადიმერ პუტინი ალბათ ფიქრობდა, რომ ევროპა, რუსეთის ფედერაციაზე ენერგო დამოკიდებულების გამო, სანქციების დაწესებას ვერ გაბედავდა. ეს ერთ-ერთია იმ მნიშვნელოვანი მცდარი გათვლებიდან, რაც დაუშვა რუსეთის რეჟიმმა ამ კონფლიქტის დროს“, - ნათქვამია სტატიაში. ბორელმა აღიარა, რომ რუსული ენერგიის წყაროების შეზღუდვა, სერიოზულ სირთულეებს უქმნის ევროკავშირის ბევრ ქვეყანას, ისევე როგორც ეკონომიკის რამდენიმე სექტორს.„მაგრამ ეს არის ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ჩვენი დემოკრატიისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად.  ჩვენ ვიღებთ აუცილებელ ზომებს ამ პრობლემების გადასაჭრელად სრული სოლიდარობის სულისკვეთებით”, - აღნიშნა ბორელმა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირმა სანქციების მომდევნო, მეშვიდე პაკეტზე დაიწყო მუშაობა. რომლის ფარგლებშიც, შესაძლოა რუსეთიდან ოქროს იმპორტზე ემბარგო დაწესდეს. შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა, შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და იაპონიამ უკვე განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციების ფარგლებში, რუსეთიდან ოქროს იმპორტს აკრძალავენ. ოქრო რუსეთის ექსპორტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს - 2021 წელს რუსეთმა ამ ნედლეულის იმპორტიდან, დაახლოებით $15,5 მილიარდი გამოიმუშავა.   

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი თავდაცვაზე მეტს უნდა ხარჯავდეს

"ევროკავშირი მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და ამავდროულად, იძენდეს იარაღს. ამავდროულად, თანხების უფრო ეფექტურად დასახარჯად, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა შეისყიდონ შეიარაღება" – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. მისივე თქმით, ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა განაცხადეს თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ საერთო ჯამში დაახლოებით 200 მილიარდი ევროთი, მისასალმებელია. "ევროკავშირი მეტს უნდა ხარჯავდეს თავდაცვაზე და ამავდროულად, იძენდეს იარაღს. ამავდროულად, თანხების უფრო ეფექტურად დასახარჯად, ევროკავშირის ქვეყნებმა ერთობლივად უნდა შეისყიდონ შეიარაღება. ევროკომისიასა და ევროპის თავდაცვის სააგენტოს შეუძლია, მხარი დაუჭიროს წევრ სახელმწიფოებს იარაღის ერთობლივ შეძენაში, კერძოდ, მარაგების შევსების კონტექსტში, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდების გამო იწურება", - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.  

ჯოზეფ ბორელი: იმედი მაქვს, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების მიღწევა ამ კვირაში იქნება შესაძლებელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ დიპლომატიური ძალისხმევა, რომელსაც თურქეთი ხელმძღვანელობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განახლების მიზნით, ამ კვირაში მოიტანს შედეგებს. მისი თქმით, ამ შეთანხმებაზეა დამოკიდებული ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე. „მარცვლეულის დერეფნების“ შესახებ ოთხმხრივ შეხვედრას თურქეთმა უმასპინძლა „იმედი მაქვს, რომ ამ კვირაში შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. თურქეთის პრეზიდენტმა მარცვლეულის ექსპორტის საკითხი ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ვლადიმერ პუტინთან განიხილა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვის საკითხს განიხილავენ. მინისტრები ასევე ისაუბრებენ უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდის გეგმებზე.  დილის სესიას ასევე შეუერთდება ქვეყნის უმაღლესი დიპლომატი დიმიტრო კულება. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

ჯოზეფ ბორელი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა სამხრეთ კავკასია იქცეს უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სივრცე მისი ყველა მცხოვრებისთვის

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი მიესალმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც 16 ივლისს, თბილისში გაიმართა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რათა სამხრეთ კავკასია იქცეს უსაფრთხო, სტაბილური და აყვავებული სივრცე მისი ყველა მცხოვრებისთვის. ამასთან დაკავშირებით, მივესალმები აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას, რომელიც გასულ შაბათს, თბილისში გაიმართა. მადლობას ვუხდი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს იმ ინფორმაციისთვის, რომელიც მან ამ შეხვედრის შესახებ მოგვაწოდა. ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ამ ძალისხმევას და უთანხმოების გადალახვასა და გადაწყვეტილებების მოძიებაზე აქტიურად მუშაობს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  19 ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ტრადიცილ ბრიფინგზეც განაცხადეს, რომ აშშ მიესალმა სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების შეხვედრას და აღნიშნეს, რომ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა მშვიდობის მისაღწევად. „ჩვენ აქტიურ როლს ვასრულებთ. ჩვენ მუდმივად ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, ჩავერთოთ ორმხრივ დონეზე და თანამოაზრე პატრიოტებთან ერთად, მათ შორის ჩვენი როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის როლის ფარგლებში, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს გრძელვადიანი ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში. ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს ბოლო კვირებში სახელმწიფო მდივან ბლინკენს ჰქონდა ურთიერთობის შესაძლებლობა კოლეგა საგარეო საქმეთა მინისტრებთან. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დონფრიდს, ასევე სხვებს ჰქონდათ აზერბაიჯანელ და სომეხ კოლეგებთან მაღალი დონის ურთიერთობის შესაძლებლობა. ჩვენ მივესალმეთ წარმომადგენლებს შორის შეხვედრას. ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ დიალოგი არის საუკეთესო საშუალება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობიანი, დემოკრატიული მომავლის და კეთილდღეობის მისაღწევად და გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას ყველა შესაძლებელი გზით“, - განაცხადა პრესსპიკერმა ნედ პრაისმა. უფრო ადრე, თავად სახელმწიფო მდივნის Twitter-ზე განთავსდა ენტონი ბლინკენის შეფასება, რომელიც აღნიშნავდაა, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს. ენტონი ბლინკენი: აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თბილისში შეხვედრისას პოზიტიური ნაბიჯი გადადგეს თბილისმა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას 16 ივლისს უმასპინძლა.

ჯოზეფ ბორელი: პუტინს მალე მოუწევს არჩევანის გაკეთება იარაღსა და ხალხისთვის კარაქის მიწოდებას შორის

"ვლადიმერ პუტინს მალე მოუწევს არჩევანის გაკეთება იარაღსა და ხალხისთვის კარაქის მიწოდებას შორის", - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „ვლადიმერ პუტინს მალე მოუწევს არჩევანის გაკეთება იარაღსა და ხალხისთვის კარაქის მიწოდებას შორის. შეხედეთ რუსულ ტანკებს, რომლებსაც ჭურვები მოხვდა და თქვენ დაინახავთ, თუ რამდენი ელექტრონული კომპონენტია ამ ტანკში, რომელთა უმრავლესობა დასავლეთშია წარმოებული და მათ ამ კომპონენტებთან წვდომა აღარ ექნებათ“, – განაცხადა ბორელმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა რუსული გაზის შესყიდვის წილი ორჯერ შეამცირა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში ევროკავშირის შესყიდვებში, რუსული გაზის წილი განახევრდა. ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. ევროპის გაზსაცავები შიდა მოთხოვნის მეოთხედს აკმაყოფილებენ. ევროკავშირი გაზის ახალ ექსპორტიორებს ეძებს „ომის დაწყებამდე ეს წილი 40% შეადგენდა, ახლა კი 20%-ია“, - თქვა ბორელმა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია „მოითხოვო გაზის შესყიდვების სრული შეწყვეტა ღამით“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს „ასწაულების მოხდენა არ შეუძლია“. „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა რუსეთიდან მიწოდებაზე უარის თქმის ფონზე, ევროკავშირის ქვეყნები ივლისის ბოლოს შეთანხმდნენ, რომ მომავალი ზამთრის სეზონისთვის გაზის მოხმარება ბოლო ხუთი წლის საშუალოდან 15%-ით შეამცირონ. ომის დაწყების შემდეგ ევროპაში ენერგიის მიწოდება მკვეთრად შემცირდა და ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით ავსტრიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ, შვედეთმა, უნგრეთმა და გერმანიამ ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით დგას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავისადმი მიძღვნილ განცხადებაში ამბობს, რომ ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას „14 წელი გავიდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან. ევროკავშირი გმობს რუსეთის განგრძობად უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“.  ევროკავშირი დგას საქართველოს, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მხარს უჭერს კონფლიქტების მოგვარებას“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა. რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასეულობით ადამიანი დაიღუპა, განხორციელდა ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასა და მილიტარიზაციას, რეგულარულად ატარებს უკანონო სამხედრო წვრთნებს ქვეყნის ტერიტორიაზე, ინტენსიურად ამაგრებს საოკუპაციო ხაზს მავთულხლართებით და სხვადასხვა ხელოვნურ ბარიერით, აგრძელებს ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო დაკავებისა და გატაცების პრაქტიკას, ზღუდავს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. დაჭრილი და დაშავებული სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1 045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება. საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ურყევია.

ჯოზეფ ბორელი: საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირის მიერ ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა.   ჯოზეფ ბორელმა ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2021 წელს საქართველომ უკან დაიხია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. ევროკავშირის ანგარიში: შეშფოთებას კვლავ იწვევს კანონის უზენაესობისა და მმართველობის საკვანძო სფეროები „საქართველომ რეფორმების გზით სვლა რთულ ვითარებაში გააგრძელა, COVID-19 პანდემიის შემდეგ მისი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენის, დაძაბული პოლიტიკური გარემოს და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის ფონზე. თუმცა, ვნახეთ უკუსვლა ძირითად სფეროებში, როგორიცაა კანონის უზენაესობა, მმართველობა და ადამიანის უფლებები. როდესაც საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადადის, მის ხელთ არსებული ევროპული პერსპექტივით, ქვეყანამ უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობიანი და კეთილსინდისიერი მიდგომა, რომელიც მის მიერ გაცხადებულ მიზნებსა და მოქალაქეთა მისწრაფებებს შეესაბამება“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა ასოცირების შეთანხმების განხორციელებაზე ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, 2016 წლის პირველ ივლისს ძალაში სრულად შევიდა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი წარადგინა. 17 ივნისს ევროკომისიამ წარმოადგინა თავისი მოსაზრება, რომელშიც ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე რეკომენდაცია გაუწია. კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ უნდა მიენიჭოს, რაც კომისიის მოსაზრებაში მითითებული მთელი რიგი პრიორიტეტები შესრულდება. 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ ამ რეკომენდაციას მხარი დაუჭირა. ღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა კანდიდატის სტატუსის მინიჭებისა მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები დაკმაყოფილდება. ევროკომისია საქართველოს მიერ პრიორიტეტების შესრულების შესახებ ანგარიშს წარადგენს 2023 წლიდან და მას შემდეგ გაფართოების პაკეტის ფარგლებში. გარდა ამისა, 2022 წლის ბოლომდე კომისია წარადგენს თავის შეფასებას საქართველოს შესაძლებლობაზე, აიღოს და ეფექტიანად განახორციელოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებები. გაეცანით Europetime-ის სტატიას ევროკავშირი ახლა უფრო სიღრმისეულად დააკვირდება, რამდენად ეფექტიანად შეასრულებს საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციას

ჯოზეფ ბორელი: რუსეთის ყველა მოქალაქისთვის, ევროკავშირის ვიზების გაცემის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა, ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ

„ყველა რუსისთვის ვიზის გაცემის აკრძალვა არ არის საუკეთესო იდეა. ჩვენ უფრო შერჩევითი უნდა ვიყოთ“, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.  მისი თქმით, ევროკავშირმა არ უნდა გაუღოს კარი რუს ოლიგარქებს, თუმცა არსებობენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება სურთ, რადგან იმ ვითარებაში ცხოვრება აღარ შეუძლიათ. ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეჩერების საკითხს აგვისტოს ბოლოს განიხილავენ. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა 9 აგვისტოს განაცხადა. რიგ ქვეყნებს ეს ზომა უკვე შემოღებული აქვთ.   

ევროკავშირი უკრაინის ძალებისთვის წვრთნების ჩატარებას გეგმავს

ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის „დიდი მისია“ დააანონსა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა გამოაცხადა ევროკავშირის გეგმების შესახებ, რომლებიც უკრაინული ძალებისთვის საწვრთნელი ოპერაციების ჩატარებას გულისხმობს. მისი თქმით, ომი, რომელიც გრძელდება და, როგორც ჩანს, გაგრძელდება, მოითხოვს ძალისხმევას არამხოლოდ მასალების მომარაგების თვალსაზრისით. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგელის თქმით, ეს საკითხი ქვეყნებს შორის მომავალ კვირას, ორდღიან შეკრებაზე განიხილება.  ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ამჟამად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ამზადებს უკრაინელ სამხედროებს, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის ეგიდით უკრაინული ძალებისთვის სასწავლო ოპერაციის ორგანიზების დეტალებსა და პრინციპებზე იმსჯელებენ. დისკუსია 29 აგვისტოს, პრაღაში შედგება. „ეს დიდი მისია იქნებოდა”, - ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა ესპანეთში ვიზიტისას და იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება დამტკიცდება. როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნას შვედეთი, ფინეთი, დანია, ნორვეგია და ნიდერლანდები შეუერთდნენ.

ჯოზეფ ბორელი: როგორც ჩანს, ომი გაგრძელდება, ეს მოითხოვს ძალისხმევას არამხოლოდ მასალების მომარაგების თვალსაზრისით

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ევროკავშირის „დიდი მისია“ დააანონსა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ომი, რომელიც გრძელდება და, როგორც ჩანს, გაგრძელდება, მოითხოვს ძალისხმევას არამხოლოდ მასალების მომარაგების თვალსაზრისით.   ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგელის თქმით, ეს საკითხი ქვეყნებს შორის მომავალ კვირას, ორდღიან შეკრებაზე განიხილება.  ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ამჟამად, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ამზადებს უკრაინელ სამხედროებს, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ევროკავშირის ეგიდით უკრაინული ძალებისთვის სასწავლო ოპერაციის ორგანიზების დეტალებსა და პრინციპებზე იმსჯელებენ. დისკუსია 29 აგვისტოს, პრაღაში შედგება. „ეს დიდი მისია იქნებოდა”, - ხაზგასმით აღნიშნა ბორელმა ესპანეთში ვიზიტისას და იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება დამტკიცდება. როგორც ცნობილია, დიდ ბრიტანეთში უკრაინელი სამხედროების წვრთნას შვედეთი, ფინეთი, დანია, ნორვეგია და ნიდერლანდები შეუერთდნენ.

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვა ევროკავშირში მხარდაჭერას ვერ მიიღებს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრული აკრძალვა ევროკავშირში მხარდაჭერას ვერ მიიღებს.    „ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების სრული აკრძალვა არ არის კარგი იდეა. არ მგონია, რომ რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობასთან ურთიერთობის გაწყვეტა რამეს გვიშველის და არა მგონია, რომ ამ იდეას [ევროკავშირში] ერთსულოვანი მხარდაჭერა ჰქონდეს“, - განაცხადა ბორელმა.  ამასთან, ბორელი მართებულად მიიჩნევს ვიზების გაცემის უფრო შერჩევითი მიდგომის დანერგვას. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია „გადახედოს მიდგომას  რუსეთის ზოგიერთი მოქალაქისთვის ვიზების მიცემის თაობაზე. კერძოდ, არ მისცენ ვიზები რუს ოლიგარქებს“. ამასთან, ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა შესაძლოა, მხარი დაუჭირონ რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების შეჩერებას, რის შესახებაც სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times წერს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელსაც უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს, 30-31 აგვისტოს, პრაღაში გაიმართება. ცნობისათვის, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ჩეხეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, მხარი დაუჭირა რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზის აკრძალვას. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ქვეყნებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოს დასაწყისში, Washington Post-ს განუცხადა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების დაკეტვაა, რადგან რუსები სხვებს ართმევენ მიწას”.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები მზად არიან, უკრაინული ძალებისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შექმნას გზა გაუხსნან

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები მზად არიან, უკრაინული ძალებისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შექმნას გზა გაუხსნან. ამის შესახებ დღეს ბლოკის უმაღლესმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირი უკრაინის ძალებისთვის წვრთნების ჩატარებას გეგმავს „ადგილზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. უკრაინას სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას. ზოგადი, საერთო პოლიტიკური შეთანხმება (საწვრთნელი მისიის შესახებ) არის ის, რაც, ვფიქრობ, დღეს უნდა მივიღოთ. იმედი მაქვს, ამ მისიისთვის გვექნება მწვანე შუქი. ევროკავშირი რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას აჩერებს - FT პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა იწყება, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ ევროკავშირის შესაძლო ვიზების შეჩერებას რუსი ტურისტებისთვის.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაზარდა

„ევროკავშირი გაერთიანებულია უკრაინის მხარდასაჭერად და წევრი ქვეყნები მზად არიან, გააგრძელონ კიევის მხარდაჭერა იმდენ ხანს და რამდენიც საჭიროა“, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ, პრაღაში განაცხადა. ევროკავშირი უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელი მისიის შექმნაზე შეთანხმდა ბორელის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდა და გაიზარდა კიდეც. კერძოდ, დახმარება მოიცავს არამხოლოდ სამხედრო ტექნიკას, არამედ უკრაინელი სამხედროების წვრთნას. ევროკავშირის სასწავლო მისიის დაწყების შესახებ კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა. ბორელმა აღნიშნა, რომ ბევრი ინიციატივა გაჩნდა, ამიტომ აუცილებელია მათი თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა. „ყველა მინისტრი შეთანხმდა, რომ აუცილებელი იყო ახალი მისიის კონცეფციის განსაზღვრა და უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებზე მოხდა შეთანხმება“, - აღნიშნა ბორელმა.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება.  ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროპულ გზაზე მხარს დაუჭერს.  „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს წინ დროული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველო წინსვლის ამბიციურ რეფორმებში. ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროპულ გზაზე“, - აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.  

ბორელი: პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ესმოდეს, რომ  პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს, რომელიც ხელს უშლის პროცესებს და საფრთხეს უქმნის მიზნების შესრულებას.  მისივე თქმით, დეპოლარიზაცია ინკლუზიური პროცესია. ბორელმა მოუწოდა ყველა პარტიას, ჩაერთონ ამ პროცესში, რადგან მისი შეფასებით, ეს არის ისტორიული მომენტი და შესაძლებლობა. „პოლარიზაცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. მაგრამ როგორც ცხოვრებაში, ყველაფერი ურთიერთდაკავშირებულია, ზედმეტი პოლარიზაცია იწვევს დესტაბილიზაციას და საფრთხეს უქმნის პროგრესს. ჩვენ გვჭირდება გარკვეული პოლარიზაცია, რათა ვაჩვენოთ განსხვავებული მიდგომა და ეს ნორმალურია, ეს დემოკრატიაა, მაგრამ ამ პოლარიზაციამ არ უნდა მიაღწიოს ზღვარს, რომელიც ხელს უშლის პროცესებს და საფრთხეს უქმნის მიზნების შესრულებას. მე არ ვაპირებ საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების შეფასებას, მაგრამ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას ესმოდეთ, რომ ეს არის კოლექტიური ძალისხმევა და ეს არის ისტორიული მომენტი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობებს“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შუამავლობისთვის მზადაა

ევროკავშირი მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე სრულად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.  ტოივო კლაარი ვითარების გამწვავების გამო, აზერბაიჯანსა და საომხეთში ჩავა „ევროკავშირს გადაწყვეტილი აქვს განაგრძოს პატიოსანი შუამავლის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რათა დაეხმაროს საერთო მიზნის მიღწევაში, რაც ყველა ხალხის საკეთილდღეოდ, უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის შექმნას ემსახურება“, - თქვა მან. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ტოივო კლაარი, დაუყოვნებლივ გაემგზავრება ორ ქვეყანაში, რათა მხარი დაუჭიროს აუცილებელ დეესკალაციას და ბრიუსელში ბაქოსა და ერევანს შორის დიალოგის პროცესში შემდეგი ნაბიჯები განიხილოს. მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლზ მიშელთან სატელეფონო საუბარი გამართა. 13 სექტემბრის ღამეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური საომარი მოქმედებები დაიწყო. აზერბაიჯანიმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ დაშქესანის, კალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით განხორციელებული ფართომასშტაბიანი პროვოკაციების შესახებ განაცხადა.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ არტილერიის და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებით, ინტენსიური სროლა დაიწყო დასახლებული პუნქტების, გორისის, სოტქისა და ჯერმუკის მიმართულებით და სომხეთის შეიარაღებული ძალების პოზიციები დაცხრილა, რასაც მათი მხრიდან მოჰყვა თანაზომიერი რეაქცია. 13 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უსაფრთხოების საბჭოს კრება გამართა და  დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და ასევე, გაეროს მიმართა.  

ჯოზეფ ბორელი: უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ეფექტურია, დახმარება უნდა გავზარდოთ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტში გამოსვლისას ბლოკის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ  კიევისთვის იარაღის მიწოდება გაზარდონ. „რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ [ეს დახმარება] ეფექტურია“, - აღნიშნა ბორელმა.  ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული არმია სერიოზულად დასუსტდა, პოტენციალის აღსადგენად, ალბათ, წლები დასჭირდება მისი თქმით „ერთ დღეს ან კვირასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს“, რადგან მკაცრი უკრაინული ზამთრის დადგომასთან ერთად, საომარი მოქმედებების წარმოება ქვეყნის აღმოსავლეთში ბევრად უფრო გართულდება. ISW: უკრაინამ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნებით, ომის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანა უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა ერთ დღეში ოკუპანტებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს „როდესაც [ვლადიმერ] პუტინმა დაიწყო ეს ომი, ვის შეეძლო ეწინასწარმეტყველა, რომ რუსული არმია იძულებული გახდებოდა თავდაცვაზე გადასულიყო? რეალურად ეს უკან დახევაა. ვინ წარმოიდგენდა ასეთ რამეს?“ - განაცხადა ბორელმა.   

ჯოზეფ ბორელი იზიუმში მასობრივ სამარხებზე: რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

უმკაცრესად ვგმობთ  ქალაქ იზიუმში მომხდარ სისასტიკეს. რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციების სრული უგულებელყოფით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, - ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გაერო იზიუმში, მასობრივი სამარხის მტკიცებულებების გადასამოწმებლად მისიას აგზავნის მისივე თქმით, ქალაქ იზიუმში რუსულმა ძალებმაა არაადამიანური ქმედებები ჩაიდინეს. „ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ ამ სისასტიკეს. რუსული ძალების ეს არაადამიანური ქმედებები, რომლებიც ხორციელდება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ჟენევის კონვენციების სრული უგულებელყოფით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. რუსეთი, მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველა, ვინც მონაწილეობს უკრაინაში საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაში, პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას ამ კუთხით“, – ნათქვამია ბორელის განცხადებაში. ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი ყველგან სიკვდილს ტოვებს და ამისთვის პასუხი უნდა აგოს  შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებისგან გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმთან, ტყეში 440-მდე მოკლული ადამიანის სამარხია აღმოჩენილი.  

ჯოზეფ ბორელი: უკრაინაში კონფლიქტმა, შესაძლოა, გლობალური ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა შესაძლოა, გლობალური ფინანსური კრიზისის პროვოცირება გამოიწვიოს. ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ნიუ-იორკში, გაეროს 77-ე ასამბლეის ფარგლებში არაოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე განაცხადა. ბორელის განცხადებით, კონფლიქტი უკრაინაში, ქვეყნის ფარგლებს სცილდება.  „უკრაინელები იბრძვიან. უკრაინის ქალაქებზე სარეკეტო იერიშები ხორციელდება. დანარჩენი მსოფლიო შეწუხებულია ენერგორესურსებზე და პროდუქციაზე ფასების ზრდის გამო. იზრდება დაუცველობის განცდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის „შესანიშნავი ქარიშხალი“, რადგან ომის შედეგად გამოწვეული მაღალი ენერგეტიკისა და სურსათის ფასები იწვევს მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისის პროვოცირებას,” - განაცხადა ბორელმა.  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს პრობლემები ევროკავშირის სანქციების გამო წარმოიშვა. ბორელმა აღნიშნა, რომ ეს საკითხები შედის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების დღის წესრიგში.  

ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს - ბორელი

ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. The New York Times: პუტინმა გენერლების თხოვნა, უკრაინის ქალაქ ხერსონიდან უკან დახევის შესახებ, არ დააკმაყოფილა „რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსები კუთხეში მოიმწყვდიეს და პუტინის რეაქცია, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარის შესახებ, არის ძალიან ცუდი. ევროკავშირმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინის მუქარა სერიოზულად უნდა მიიღოს“, – განაცხადა ბორელმა. ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინთან მოლაპარაკების მაგიდაზე აღარავინ დაჯდება აშშ უკრაინაში, საბრძოლო მასალის ახალ პარტიას აგზავნის 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.  რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ევროკავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საწვრთნელ მისიას იწყებს

კრემლის რეჟიმის მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად, ევროკავშირი ოფიციალურად აპირებს უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის დაწყებას. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საკუთარ ბლოგში დაწერა. „17 ოქტომბერს, მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, იმედი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, ოფიციალურად დავიწყოთ ჩვენი სასწავლო მისია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის“, - წერს ბორელი. ევროკავშირი უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელი მისიის შექმნაზე შეთანხმდა რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი მისივე თქმით, რუსეთის ბირთვული საფრთხის მიუხედავად, ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. „ჩვენ განვაცხადეთ, რომ არასოდეს მივიღებთ ანექსიას და არ შეგვაშინებს რუსეთის საფრთხეები და ესკალაციები. პირიქით, ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერის სტრატეგიას - სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური თვალსაზრისით.რუსეთზე მეტი სანქციებით ზეწოლითა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის მხარდაჭერით, რათა გაუმკლავდეს ომის შედეგებს“, - აღნიშნავს ბორელი. ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები მზად არიან, უკრაინული ძალებისთვის ევროკავშირის საწვრთნელი მისიის შექმნას გზა გაუხსნან ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი 6 ოქტომბერს დაამტკიცა.

ბორელი: ევროკავშირი, არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ უკრაინისთვის, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკანონოდ ჩამორთმევას

ევროკავშირი კატეგორიულად გმობს და არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის (ZNPP) უკანონო დაკავების შესახებ და ობიექტის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, IAEA-ს წარმომადგენელობითი მისიის გაძლიერებას მოითხოვს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.  IAEA-ს გენერალური დირექტორი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის კიევში გაემგზავრა „ევროკავშირი არასოდეს აღიარებს და მკაცრად დაგმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიასა და ხერსონის რეგიონების უკანონო ანექსიას. შესაბამისად, დადგენილება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჩამორთმევის შესახებ არის უკანონო და ბათილი სამართლებრივი თვალსაზრისით“, - ნათქვამია დოკუმენტში. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთმა სრულად უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები და აღჭურვილობა ZNPP-ის ტერიტორიიდან და ობიექტი მისი კანონიერი მფლობელის, უკრაინის კონტროლის ქვეშ უნდა გადავიდეს.  „ბირთვული უსაფრთხოების ზონა და უსაფრთხო დამცავი ზონა უნდა შეიქმნას დაუყოვნებლად, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გარეშე. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს IAEA-ს გენერალური დირექტორის ძალისხმევას ამ კუთხით“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის პოზიცია უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ურყევია. ამასთან ბორელის განცახდებით, რუსეთმა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ყველა ჯარი და სამხედრო ტექნიკა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა გაიყვანოს. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპორიჟჟიას ატომური ელექტროსადგურის მოსკოვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ „განკარგულებას“ მოაწერა ხელი.   

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი დგას მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით, რომლის ძალა და წინააღმდეგობა დასაფასებელია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირისგან მეტ დახმარებას უნდა ელოდოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შემდეგ Twitter-ზე დაწერა. „ვგმობ რუსეთის განურჩეველ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ევროკავშირი დგას მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით, რომლის ძალა და წინააღმდეგობა დასაფასებელია. ევროკავშირისგან მეტი მხარდაჭერა იქნება“, - წერს ბორელი. მანამდე ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ღრმად შოკირებულია რუსეთის თავდასხმებით კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. „ასეთი ქმედებების ადგილი 21-ე საუკუნეში არ არის. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. გზაშია ევროკავშირის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა“, - წერს ჯოზეფ ბორელი. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ელჩებს: მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში

„მე მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში, - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის ელჩებს შენიშვნა მისცა.  მისივე თქმით, დიპლომატიური მისიები ხშირად ძალიან ნელა რეაგირებენ ადგილზე მიმდინარე მოვლენებზე. „მე მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში. მე მინდა ინფორმაცია თქვენგან და არა ჟურნალისტებისგან“, – განაცხადა ბორელმა. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯოზეფ ბორელი: რუსული არმია განადგურდება, თუ მოსკოვი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს უკრაინაში

„ეს ალბათ არ არის ბლეფი, როცა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ საფრთხეებზე საუბრობს, მაგრამ არც დასავლეთის მხრიდან არის ბლეფი, როცა ამბობს, რომ რუსი სამხედროები განადგურდებიან, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „არსებობს ბირთვული საფრთხე და პუტინი ამბობს, რომ ის არ ბლეფობს, მას ბლეფის საშუალება არ აქვს. ცხადი უნდა იყოს, რომ ხალხი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, ევროკავშირი და წევრ ქვეყნები, შეერთებული შტატები და NATO არ ბლეფობენ. ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს პასუხს და არა ბირთვულ პასუხს, არამედ სამხედრო თვალსაზრისით ისეთ მძლავრ პასუხს, რომ რუსული არმია განადგურდება“, - აცხადებს ბორელი.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთშია

ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთში იმყოფება. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით, მისია საქმიანობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მონიტორინგის მისია იქნება დროებითი და ორი თვე გაგრძელდება. მისია 40 სპეციალისტისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ამ მისიის მასპინძლობის საკითხი 7 ოქტომბერს აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცახდებაში აისახა.    

უკრაინა გადაწყვეტს, რა გააკეთოს. ჩვენი მოვალეობა მათი მხარდაჭერაა - ბორელი

უკრაინის გადასაწყვეტია, როდის დაიწყებს მოლაპარაკებებს რუსეთთან, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „უკრაინა გადაწყვეტს რა გააკეთოს. ჩვენი მოვალეობა მათი მხარდაჭერაა", - განაცხადა დიპლომატმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯოზეფ ბორელი: რუსეთი დამარცხდა ხერსონში, მაგრამ უკრაინის განადგურების რესურსი მაინც აქვს

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ხერსონიდან უკან დახევა, დიდი მარცხი იყო რუსული არმიისთვის, მაგრამ მოსკოვს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რესურსი, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად.  ამის შესახებ მან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ხერსონიდან გასვლა იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის არმიამ დიდი მარცხი განიცადა. ჯარი უბრძოლველად ალბათ იმისთვის გაიყვანა, რომ თავიდან აეცილებინათ ის, რაც უნდა მომხდარიყო. ამიტომ უკან დაიხიეს", - თქვა ბორელმა. „მოსკოვს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების უნარი აქვს და ამ რესურსს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს“, - აღნიშნა ბორელმა. დიპლომატის თქმით, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, განადგურების თავიდან ასაცილებლად ყოველთვის არ არის საკმარისი.  „თუ ჩვენ არ გვსურს დიდი თანხების დახარჯვა რეკონსტრუქციაზე, ჩვენ უნდა ავიცილოთ ნგრევა. მომავალი გამარჯვების პარამეტრებს თავად უკრაინელები განსაზღვრავენ“, - აღნიშნა ბორელმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა სატრანსპორტო დერეფნები ცენტრალურ აზიაში, რუსეთის გვერდის ავლით უნდა ააშენოს

ევროკავშირმა უნდა გააღრმავოს კავშირები ცენტრალურ აზიასთან, რომელიც თავისი ურთიერთობების დივერსიფიკაციის მცდელობისას, რუსეთის გვერდის ავლით, რეგიონში სატრანსპორტო დერეფნების მშენებლობისთვის, ევროკავშირს სასურველ პარტნიორად ხედავს.  ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.   „რადგან ჩვენი ცენტრალური აზიელი პარტნიორები ცდილობენ თავიანთი ურთიერთობების დივერსიფიკაციას, მათ სურთ ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობა და, რა თქმა უნდა, ჩვენ ერთად ბევრად მეტის გაკეთება შეგვიძლია კომუნიკაციების, ენერგეტიკისა და უსაფრთხოების სფეროებში", - განაცხადა ბორელმა.  მისივე თქმით, საუკუნეების განმავლობაში ცენტრალური აზია თამაშობდა მთავარ როლს, აკავშირებდა შორეულ აღმოსავლეთს ევროპასთან, რადგან „ტვირთები და იდეები „აბრეშუმის გზის“ გასწვრივ წინ და უკან მოგზაურობდნენ“.  „მაგრამ ურთიერთობები უნდა განვითარდეს და მუდმივად განახლდეს ახალი გარემოებების ფონზე. ახლა ცენტრალური აზია გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური თვალსაზრისით მოვლენების ცენტრშია. აშკარაა, რომ რეგიონი ცდილობს ურთიერთობების დივერსიფიკაციას და ევროკავშირი განიხილება, როგორც სასურველი პარტნიორი“, - აცხადებს ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი. მისივე თქმოთ, ცენტრალურ აზიაში ახალი დინამიკაა, თუმცა რუსეთის ფედერაციისა და ჩინეთის როლი რეგიონში, კვლავ მნიშვნელოვანია. „ევროკავშირმა უნდა გააღრმავოს კავშირები რეგიონთან და გამოიყენოს უზარმაზარი პოტენციალი ენერგეტიკული მარაგების, კრიტიკული ნედლეულისა და რუსეთისგან დამოუკიდებელი ახალი სატრანსპორტო დერეფნების კუთხით ე.წ. შუა დერეფნის ან ტრანსკასპიის დერეფნისკენ“, - განაცხადა დიპლომატმა. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (შუა დერეფანი), ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და ამ მარშრუტით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.   

უნდა გადაიხედოს, როგორ ვიმუშაოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან - ბორელი

უნდა გადაიხედოს, როგორ ვიმუშაოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი სახელმწიფოების მინისტერიალისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა. „ჩვენ უნდა გადავხედოთ, როგორ ვიმუშაოთ აღმოსავლეთ პარტნიორებთან, რადგანაც სამი ქვეყანა გახდა კანდიდატი. ერთი არის ძალიან შორს ევროკავშირისგან, ვგულისხმობ ბელარუსს. ზოგადად, ეს ძალიან სხვადასხვანაირი ქვეყნებია. რეგიონული მიდგომა უნდა იყოს გათვალისწინებული, თუმცა ეს უფრო მეტად რთული ხდება. ეს გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების პირველი მინისტერიალი მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. ამიტომ ცხადია, ამ საკითხზე ბევრს ვისაუბრებთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. სხდომას უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.    

ჯოზეფ ბორელის თქმით, ბრიუსელი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატს არ გაუგრძელებს

ბრიუსელი არ გააგრძელებს სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატს, რომელიც მომავალ კვირას სრულდება. რატომ გზავნის ევროკავშირი სადამკვირვებლო ექსპერტებს სომხეთში ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან მისივე თქმით, ასეთი გადაწყვეტილება ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს.  ბორელის თქმით, მისიის მუშაობა „ეფექტური“ იყო, თუმცა არ დაასახელა მიზეზი, თუ რატომ არ გაუგრძელდა მისას ვადა, მხოლოდ აღნიშნა, რომ „როგორც სომხეთთან, ასევე აზერბაიჯანთან შეთანხმების თანახმად, მისიამ საქმიანობა 19 დეკემბერს უნდა დაასრულოს.   „თუმცა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიალოგში შუამავლის რეპუტაციის შესანარჩუნებლად, სომხეთში გაიგზავნება ჯგუფი, რათა დაგეგმონ სამოქალაქო მისიის შესაძლო გაგზავნა მომავალ წელს, თუ ასეთი შეთანხმება იქნება მიღწეული“, - თქვა ბორელმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე 17 ოქრტომბერს შეთანხმდნენ.   

ბორელი: საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, სომხეთში დროებით დამხმარე ჯგუფს გაგზავნის

ევროკავშირი იწყებს სამხრეთ კავკასიაში ჩართულობის ახალ ფაზას გარდამავალ გუნდთან ერთად, რომელიც მოამზადებს ნიადაგს ევროკავშირის შესაძლო გრძელვადიანი მისიისთვის სომხეთში, საბოლოო მიზანი კი, რეგიონში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობაა, ამის შესახებ ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. როგორც ცნობილია, სომხეთში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ჯგუფი (EUMCAP), რომელიც ოქტომბერში შეიქმნა, დღეს ასრულებს თავის მანდატს. „40 ევროპელი ექსპერტის განლაგება ეფექტიანი აღმოჩნდა, რაც დაეხმარა ნდობის ჩამოყალიბებას არასტაბილურ ვითარებაში. დღეს ჩვენ ვიწყებთ ევროკავშირის ჩართულობის ახალ ფაზას სამხრეთ კავკასიაში გარდამავალ გუნდთან ერთად, რომელიც მოამზადებს ნიადაგს სომხეთში ევროკავშირის შესაძლო გრძელვადიანი მისიისთვის, რომლის საბოლოო მიზანია რეგიონში მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ბრიუსელი სომხეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატს არ გაუგრძელებს ამ ფონზე, საბჭომ სომხეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციის შედეგად გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის არსებული სადამკვირვებლო მისია საქართველოში, დროებით დამხმარე ჯგუფს გაგზავნის სომხეთში, რათა გაზარდოს ევროკავშირის ინფორმირებულობა უსაფრთხოების ვითარების შესახებ და ხელი შეუწყოს  შესაძლო სამოქალაქო მისიის დაგეგმვასა და მომზადებას ქვეყანაში“, - ნათქვამია ბორელის განცხადებაში.

ბორელი: რუსეთის დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაუსჯელი არ დარჩება. „გუშინ უკრაინის ქალაქებზე კიდევ ერთი რუსული სარაკეტო თავდასხმა მოდა. რუსეთის არაადამიანური აგრესიის პირდაპირი სამიზნეა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები. ამ დანაშაულების დაუსჯელობა არ დარჩება“, - დაწერა მან Twitter-ზე. მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი რუსეთის ენერგორესურსებზე 2023 წელს სრულად იტყვის უარს. შესაძლოა, გამონაკლისი უნგრეთი აღმოჩნდეს

ამ წლის ბოლომდე ევროკავშირის ყველა ქვეყანა რუსეთის ენერგორესურსების მოხმარებაზე უარს იტყვის გარდა უნგრეთისა, რომელიც შესაძლოა, „პოლიტიკური მიზეზების გამო“ გამონაკლისი აღმოჩნდეს. გერმანია რუსულ ნავთობზე, გაზსა და ნახშირზე დამოკიდებული აღარ არის - ოლაფ შოლცი ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი ინარჩუნებს ტექნოლოგიურ დამოკიდებულებას ჩინეთზე და ეს უფრო მეტია, ვიდრე ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციაზე. ოქტომბრის დასაწყისში ბორელმა თქვა, რომ ევროპის ეკონომიკა რესტრუქტურიზაციის პროცესშია, რადგან ევროპული კეთილდღეობა აშენდა იაფფასიან რუსულ ენერგორესურსებზე. Bloomberg-ის ცნობით, სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ევროკავშირი რუსეთში გაზის 40%-ს ყიდულობდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 8%-ზე ნაკლებია. 18 იანვარს უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრმა პიტერ სიიარტომ სთხოვა ევროკავშირს, რომ მის ქვეყანას რუსეთის ფედერაციიდან გაზისა და ნავთობის მიწოდება შეენერჩუნებინა. მისი თქმით, უნგრეთს ენერგორესურსების მისაღებად ალტერნატიული წყარო არ აქვს. აგვისტოს ბოლოს უნგრეთმა „გაზპრომთან“ გააფორმა ხელშეკრულება პირველი სექტემბრიდან დღეში დამატებით 5,8 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებაზე. ოქტომბერში მხარეები შეთანხმდნენ „თურქეთის ნაკადის“ მეშვეობით მიწოდების გაზრდაზე.  

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოზეფ ბორელმა

„რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოს მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში გადადგმული წარმატებული ნაბიჯები, ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიში“, - საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის შეხვედრის ძირითადი განსახილველი საკითხები, რომელიც მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. „შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების პროცესი, რომელთა დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი კი, დასკვნისათვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში. როგორც პრემიერმა აღნიშნა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ქვეყნისთვის შემდეგი ეტაპია კანდიდატის სტატუსის მიღება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ევროკომისიის ანგარიში დადებითად აფასებს საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას იმ მიმართულებებით, რომლებიც უზრუნველყოფს ქვეყნის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ თავსებადობას ევროკავშირთან, რითაც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი საქართველოს მთავრობის ერთგულება“, - აღნიშნულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჯოზეფ ბორელი: ვაგრძელებთ ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ზე ეხმაურება. ჯოზეფ ბორელი აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას. რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოზეფ ბორელმა „მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან. საუბარი შეეხო საქართველოს რეფორმების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამოცანების განხორციელებისა და ევროკავშირის გზაზე წინსვლის მიღწევის საჭიროებას. ვაგრძელებთ ურთიერთობების განმტკიცებას და ერთად დგომას საქართველოს მედეგობისა და ევროპული უსაფრთხოების დაცვის განსამტკიცებლად”, - აღნიშნავს ჯოზეფ ბორელი.  

ბორელის თქმით, უკრაინას სჭირდება ნაკლები ტაში და უფრო მეტი იარაღი

ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა ბლოკის წევრებს მოუწოდა, გააძლიერონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება და განაცხადეს, რომ „ბევრი ტაში" არ არის სასარგებლო მოქმედებების გარეშე“. მიუნხენის უსაფრთხოების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბორელმა, რომელიც ახლახან ეწვია კიევს და დაესწრო ევროკავშირის ისტორიულ სამიტს, ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას სჭირდება ნაკლები ტაში და უფრო მეტი იარაღი. „(პრეზიდენტი ვოლოდიმირი) ზელენსკი და უკრაინელები უამრავ ტაშს იღებენ, მაგრამ არა საკმარის საბრძოლო მასალებს”, - განაცხადა ბორელმა. „ეს პარადოქსია. მათ ნაკლები ტაში და მეტი იარაღი სჭირდებათ“, - აღნიშნავს ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი.  

„ხალხის ძალის" მიერ წარდგენილი კანოპონპროექტი შემაშფოთებელია - ბორელი

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტში, მოძრაობა „ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს „უცხოურ გავლენის აგენტებზე“ და ინიციატივას შემაშფოთებელი უწოდა. ბორელმა საქართველოს შეახსენა, რომ სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და მედიის თავისუფლება 12 შესასრულებელი რეკომენდაციის ნაწილია. „სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, მისი შენარჩუნება და მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა დემოკრატიის საფუძველია. ეს, ასევე საკვანძო საკითხია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში და წარმოადგენს 12 კრიტერიუმის ნაწილს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, როგორც პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ სამოქალაქო საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს, ასევე დაიცვან მედიისა და გამოხატვის თავისუფლება. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობა და სტანდარტები აღიარებს, რომ რესურსებზე წვდომა, მათ შორის, დაფინანსება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების განუყოფელი კომპონენტია და ამის ნაწილია საქართველოც. შიდა და საერთაშორისო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა არ უნდა შეიზღუდოს, არამედ ხელი უნდა შეეწყოს, რადგან ეს აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და არსებითი მუშაობისთვის", - წერია ბორელის წერილობით პასუხში, რომელიც რადიო თავისუფლებამ გაავრცელა. ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალა“ პარლამენტში კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ აინიცირებს. კანონპროექტი პარლამენტში 20 თებერვალს დაარეგისტრირეს. შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: გარკვეული ჯგუფები ამ საკითხზე ტაბუს დადებას ითხოვენ, რაც ანტიდემოკრატიულია მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 15 თებერვალს კომენტარი გააკეთა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ. „მე, როგორც იურისტი, გეტყვით, რომ გადავხედე ამ კანონპროექტს. იქ არსებითად საუბარია გამჭვირვალობაზე: თუ გარკვეული ორგანიზაციები იღებენ დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან, ამ შემთხვევაში, ეს დაფინანსება უნდა იყოს გამჭვირვალე. მე ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ გამჭვირვალობაში, პირიქით. ხალხისთვის გამჭვირვალე თუ გახდება ფინანსები, ეს სასჯელია? პარტიები დასჯილები არიან, როდესაც დეკლარირებას ახდენენ საკუთარი სახსრების? ჩვენ ყოველწლიურად წარვადგენთ დეკლარაციას აუდიტის სამსახურში და თითოეული თეთრი, რაც იხარჯება პარტიის მიერ, არის ცნობილი საზოგადოებისთვის, ეს სასჯელი ხომ არ არის. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს რატომ ხდება ეს? იმიტომ, რომ პარტიებს აქვთ სერიოზული გავლენა პოლიტიკაში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ დგას მათ შორის ფინანსური კუთხით, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის უკან”, – განაცხადა კობახიძემ. გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მედია, რომელსაც ზემოხსენებული კანონპროექტი ასევე ეხება, ისედაც გამჭვირვალეა (კომუნიკაციების კომისიის გავლით), კობახიძემ უპასუხა, რომ ეს არა მხოლოდ ტელევიზიებს, არამედ ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებსაც შეეხება. “ჰკითხეთ ნებისმიერ მოქალაქეს და ვერავინ გეტყვით, ვინ აფინანსებს ამა თუ იმ მედიასაშუალებას რეალურად. აქ მარტო ტელემაუწყებლებზე არაა საუბარი, აქ ლაპარაკია ვებგამოცემებზე და ბეჭდურ მედიაზე, ყველაფერზე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რა დაფინანსებით მოქმედებენ ესა თუ ის ორგანიზაციები, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი2-ის“ ეთერში. ხსენებულ ინიციტივას ვაშინგტონის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.  

ჯოზეფ ბორელი: მზად ვართ, ვუპასუხოთ ჩვენი პარტნიორების სურვილს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ინტეგრირება მოვახდინოთ

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის ერთი წელი: ერთობლივად ვმოქმედებთ, რომ საერთაშორისო სამართალმა გაიმარჯვოს. ამ სათაურით ევროკავშირი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელისოპედს აქვეყნებს, რომელსაც Europetime უცვლელად გთავაზობთ.             2022 წლის 24 თებერვალი მუდამ გვემახსოვრება, როგორც უკრაინაში რუსეთის სასტიკი, არაპროვოცირებული და უკანონო შეჭრის თარიღი. ეს იყო წმინდა აგრესიისა და გაეროს წესდების აშკარა დარღვევის მაგალითი და დღესაც ასეთად რჩება. ეს ომი არც „მხოლოდ ევროპული საკითხია“ და არც „დასავლეთსა და დანარჩენებს შორის დაპირისპირებაა.“ ის შეეხება სამყაროს, რომელშიც ყველას გვინდა ცხოვრება: ისეთ მსოფლიოში, სადაც ბირთვული იარაღის მქონე, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი–სახელმწიფოს მიერ ძალის უკანონო გამოყენება "ნორმალურად" შეიძლება ჩაითვალოს, არავინაა უსაფრთხოდ. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სამართალი ყველგან უნდა აღსრულდეს, რომ ყველა იყოს დაცული ძალის გამოყენებაზე დაფუძნებული პოლიტიკის, შანტაჟისა და სამხედრო თავდასხმისგან. ერთი წლის თავზე არსებობს რისკი, რომ ხალხი შეეჩვევა ომის დანაშაულებისა და სისასტიკის იმ ხატებს, რომლებსაც ხედავს, რადგან მათი რაოდენობა ძალიან დიდია; და რომ სიტყვები, რომლებსაც ვიყენებთ, მნიშვნელობას კარგავენ, რადგან ხშირად გვიწევს მათი გამეორება; რომ ვიღლებით და სუსტდება ჩვენი სიმტკიცე, რადგან დრო გადის, ამოცანა კი რთულია. თუმცა, ჩვენ ასე ვერ მოვიქცევით, რადგან რუსეთი ყოველდღე არღვევს გაეროს წესდებას და თავისი იმპერიალისტური პოლიტიკით მთელი მსოფლიოსთვის სახიფათო პრეცედენტს ქმნის. რუსეთი ყოველდღე კლავს უკრაინის უდანაშაულო მოქალაქეებს - ქალებს, კაცებს და ბავშვებს, რაკეტებს უშენს ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. რუსეთი ყოველდღე ავრცელებს სიცრუეს და ყალბ ამბებს. ევროკავშირისა და ჩვენი პარტნიორებისთვის არ არსებობს სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, რომ შევინარჩუნოთ „სამმაგი სტრატეგიის“ კურსი, რაც მოიცავს: უკრაინის მხარდაჭერას, რუსეთზე ზეწოლას, რომ მან უკანონო აგრესია შეწყვიტოს და დანარჩენი მსოფლიოსთვის დახმარების გაწევას ომის შედეგებთან გასამკლავებლად. ეს ის არის, რასაც უკვე ერთი წელია წარმატებით ვახორციელებთ. შემოვიღეთ უპრეცედენტო სანქციები; შევამცირეთ დამოკიდებულება რუსეთის წიაღისეულ საწვავზე; მთავარ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით 50%-ით შევამცირეთ რუსეთის შემოსავლები ენერგეტიკის სფეროდან, რომელსაც კრემლი თავისი აგრესიის დასაფინანსებლად იყენებს. ერთობლივი მუშაობით შევამსუბუქეთ გლობალური ტალღოვანი ეფექტი საკვებისა და ენერგიის ფასების კლებასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ ჩვენი „სოლიდარობის გზებისა“ (Solidarity Lanes) და „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის“ (Black Sea Grain Initiative) წყალობით. გვინდა, რომ უკრაინამ შეძლოს თავისი თავის დაცვა -ალბათ ამაში ეჭვი არავის ეპარება – მაგრამ მას ამისთვის თავდაცვის საშუალებები სჭირდება. ასე რომ, თავისი არსებობის ისტორიაში პირველად, ევროკავშირმა იარაღი მიაწოდა ქვეყანას, რომელსაც თავს დაესხნენ. ევროკავშირი დღეს უკრაინელი სამხედროების წვრთნების მთავარი უზრუნველმყოფელია, რომ მათ თავიანთი ქვეყნის დაცვა შეძლონ. ჩვენ უკრაინას მნიშვნელოვან მაკროფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებასაც ვაწვდით უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის მოთხოვნას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დადებითად ვუპასუხოთ. დაბოლოს, რუსეთის მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ. უკრაინამ თავისი გასაოცარი მედეგობა ნაწილობრივ ამ მხარდაჭერის წყალობით აჩვენა. გლობალური სანქციებისა და გაეროს გენერალური ასამბლეის წევრ–სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ საერთაშორისო დაგმობის გამო, რუსეთი უფრო მეტად იზოლირებული გახდა. ჩვენი კოლექტიური მიზანი არის და იქნება დემოკრატიული უკრაინა, რომელიც გაიმარჯვებს, განდევნის დამპყრობელს, სრულად აღადგენს თავის სუვერენიტეტს და საერთაშორისო კანონიერებას. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უკრაინაში მშვიდობა გვინდა, გაეროს წესდებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისი, ყოვლისმომცველი და მყარი მშვიდობა. უკრაინის მხარდაჭერა და მშვიდობისთვის მუშაობა ერთმანეთის თანმხლებია. რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმი და მისი უფრო ფართო, მადესტაბილიზირებელი ქმედებები წარმოადგენს გლობალურ საფრთხეს, რომელიც დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე მოქმედებს. ვნახეთ შედეგები რუსეთის პროპაგანდისტული მანქანისა, რომელიც ცდილობს წარსულის მემკვიდრეობის გაღვივებას; ასევე ვხედავთ ინფორმაციით მანიპულირებისა და საგარეო ჩარევაზე მიმართულ უზარმაზარი მასშტაბის მცდელობებს. სწორედ ამიტომ, ამ საფრთხის დასაძლევად ევროკავშირი პარტნიორებთან, განსაკუთრებით მომავალ წევრ–ქვეყნებთან მუშაობს. ამის მთავარი ნაწილი მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკური პლურალიზმის მხარდაჭერაა. ამასთანავე, ჩვენ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების მხარდაჭერასაც ვაძლიერებთ. უფრო ზოგადად, რუსეთის თავდასხმამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ქვეყნებს და ხალხს თავისი მომავლის განსაზღვრაში თავისუფლება სჭირდება. ევროკავშირმა ნათლად აჩვენა, რომ მზად ვართ, ვუპასუხოთ ჩვენი პარტნიორების სურვილს და დასავლეთ ბალკანეთის, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ჩვენს კავშირში ინტეგრირება მოვახდინოთ; ამ მიზნის განსახორციელებლად თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ეს ნიშნავს ერთობლივ მუშაობას უფრო მედეგი და ინკლუზიური საზოგადოებებისა და ეკონომიკების შესაქმნელად, ჩვენი დემოკრატიების გასავითარებლად და სოციალური თანასწორობის განსამტკიცებლად. ისტორია და სამართლიანობა უკრაინის მხარესაა. მაგრამ ისტორიის დასაჩქარებლად და სამართლიანობის მისაღწევად, ჩვენი „სამმაგი სტრატეგია“ უნდა გავაძლიეროთ. ვიცით, რომ ეს კოლექტიური ამოცანაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი იმედოვნებს, რომ ყველა პარტნიორი ერთობლივი პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის სულისკვეთებით იმოქმედებს იმისთვის, რომ აგრესია დამარცხდეს და საერთაშორისო სამართალმა გაიმარჯვოს.

ბორელი: ეს მოვლენების ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის „ძალიან ცუდი განვითარება“ ქვეყნისთვის და შეიძლება, სერიოზულად იმოქმედოს მის კავშირებზე ევროკავშირთან. „ეს მოვლენების ძალიან ცუდი განვითარებაა საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის“, - ნათქვამია ბორელის წერილობით განცხადებაში.  „კანონი თავისი ამჟამინდელი ფორმით შეიცავს საფრთხეს, რომ ის დამაზიანებელ გავლენას იქონიებს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიაორგანიზაციებზე, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს ბევრ მოქალაქეზე, რომლებიც ამ ორგანიზაციების მუშაობის შედეგად იღებენ სარგებელს. ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ მიზანს, გაწევრიანდეს ევროპის კავშირში, რასაც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა უჭერს მხარს. მისმა საბოლოოდ მიღებამ შესაძლოა, სერიოზული გავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერთობებზე“, - წერია ბორელის განცხადებაში.  

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი საქართველოს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნების“ განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტები ვენეციის კომისიიდან უკვე გამოითხოვეს ვენეციის კომისია ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვაზე მოთხოვნის მიღებას ადასტურებს „ქართველები გამოვიდნენ ქუჩებში დემოკრატიისა და ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გამოსახატავად. ეს მშვიდობიანი პროტესტი ძლიერი და ამაღელვებელი სანახავი იყო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ განცხადება კარგი ნიშანია, ახლა კონკრეტული სამართლებრივი ნაბიჯებია საჭირო“, - წერს ბორელი „ტვიტერზე“. მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების ამოსავალი წერტილი ის იყო, რომ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რისკის ქვეშ არ დამდგარიყო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს  

ჯოზეფ ბორელი პუტინის დაკავების ორდერის გაცემაზე: ეს მხოლოდ დასაწყისია

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერია გაცემა, საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ბორელის თქმით, დაკავების ორდერის გაცემა „მხოლოდ დასაწყისია“. „ეს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი. ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა  

ბორელი აცხადებს, რომ დარჩიაშვილს აუცილებელ რეფორმებზე ესაუბრა

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ ამბობს, რომ მოლაპარაკებისას ხაზი გაუსვა აუცილებელ რეფორმებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის იმპლემენტაციის მნიშვნელობას „ილია დარჩიაშვილს ღიად გავუზიარე აუცილებელი რეფორმები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის იმპლემენტაციის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოების როლის მნიშვნელობას. განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების ვითარება და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მედეგობის გაძლიერებაში“, - წერს ბორელი. საქართველოს საგარეო უწყების მიერ 22 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები.  „ილია დარჩიაშვილმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებული წარმატებული რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, აისახა ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თაობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ", - ნათქვამი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ილია დარჩიაშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელთან. სამინბისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი,საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები. „ილია დარჩიაშვილმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებული წარმატებული რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, აისახა ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თაობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ", - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს. "რუსეთთან თანამშრომლობაში ჩინეთი „წითელ ხაზებს“ არ კვეთს, ხოლო მათ „უსაზღვრო მეგობრობას” საზღვრები გააჩნია. ევროკავშირი უნდა მიესალმებოდეს პეკინის მიერ აგრესორი ქვეყნისთვის იარაღის გადაცემაზე უარს და მოსკოვისგან პეკინის დისტანცირების ნებისმიერ მცდელობებს. ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს”, - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

ბორელის შეფასებით, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბორელის შეფასებით, გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობა საპირველაპრილო ხუმრობას შეეფერება. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია, ის მუდმივად არღვევს გაეროს სამართლებრივი ჩარჩოს არსს“, - წერს ბორელი Twitter-ზე. ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი დაუპირისპირდება რუსეთის მიერ უშიშროების საბჭოში თავმჯდომარეობის ბოროტად გამოყენების ნებისმიერ ფაქტს.  

რუსეთი შავ ზღვაში უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ 50-მდე გემს ბლოკავს - ბორელი

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული 50-მდე გემი რუსეთმა კვლავ დაბლოკა შავ ზღვაში. ამრიგად, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Twitter-ზე დაწერა, მისივე შეფასებით, ომის შედეგები ყველაზე მოქმედებს.  უკრაინა რუსეთს „მარცვლეულის შეთანხმების“ დარღვევაში ადანაშაულებს თავის მხრივ, აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა დაადანაშაულა რუსეთი უკრაინის ეკონომიკის ჩახშობისა და საკვების ნაკადის შენელების მცდელობაში. „ახლა 50-ზე მეტი გემი ბოსფორში ელოდება უკრაინის პორტებში შესვლის ნებართვას და მარცვლეულის ჩატვირთვას გაჭირვებულთა გამოსაკვებად. რუსეთი ცდილობს, დაახრჩოს უკრაინის ეკონომიკა და შეანელოს საკვების ნაკადი იმის ნაცვლად, რომ შეასრულოს შეთანხმების პირობები,“ - წერს ელჩი Twitter-ზე. 17 აპრილს რუსეთმა მეორედ დაბლოკა მარცვლეულის დერეფნის გავლით, თურქეთის ტერიტორიულ წყლებში გემების შემოწმება. 2023 წლის 18 მარტს უკრაინა, გაერო და თურქეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის 120 დღით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.  

ევროკავშირის მისიის ფარგლებში, წვრთნები 16 000-ზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა გაიარა

16 000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ უკვე დაასრულა ტრენინგი ევროკავშირის მისიის ფარგლებში, განაცხადა ბლოკის მთავარმა დიპლომატმა ჯოზეფ ბორელმა 21 აპრილს. ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია უკრაინაში (EUMAM Ukraine) გასული წლის 17 ოქტომბერს დაიწყო. მისი მიზანია 30 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცის მომზადება ევროკავშირის ტერიტორიაზე, 24 წევრი სახელმწიფოს მონაწილეობით. ბორელის თქმით, ევროკავშირმა უკრაინას 600 მილიონ ევროზე მეტი საბრძოლო მასალა და რაკეტები მიაწოდა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივ შესყიდვაზე მუშაობა გრძელდება, რაც გულისხმობს კავშირის სამეტაპიან გეგმას კიევისთვის მილიონი საარტილერიო ტყვიის შესყიდვის შესახებ. „ევროკავშირი აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას უკრაინის გამარჯვების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ბორელმა. გერმანიაში 21 აპრილს, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-11 შეხვედრა იმართება.  

ბოგდან აურესკუ: მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიძლება, წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი

„მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიძლება, წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი“, - ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბოგდან აურესკუმ განაცხადა. აურესკუმ ამ თემაზე ევროკავშირის საგარეო საბჭოს სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. „მივესალმები, რომ ჩვენი კოლეგა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დღეს ჩვენთან არის. მე მხარი დავუჭირე მის მოწვევას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე, რადგან მნიშვნელოვანია, განვიხილოთ, როგორ შეიძლება, წავახალისოთ საქართველო, გააგრძელოს რეფორმების პროცესი, განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის სფეროში“, - აღნიშნა ბოგდან აურესკუმ.  

ბორელი: მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით

„მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით“, განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე ლუქსემბურგში. ბორელის თქმით, ის შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს და განიხილეს საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ევროინტეგრაციის კუთხით და ამავდროულად დემოკრატიის გაძლიერების საჭიროება. „ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და განვიხილეთ ისტორიული შესაძლებლობა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით, რაც ასევე საჭიროებს დემოკრატიის გაძლიერებას. ჩვენ ვადასტურებთ, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, თუმცა საჭიროა მეტი რეფორმა, რადგან წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება და ჩვენ მოვუწოდეთ მინისტრ დარჩიაშვილს, რომ გაგზავნოს პოზიტიური სიგნალი წევრი ქვეყნების მიმართ პრიორიტეტული საკითხების შესრულების კუთხით“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს კითხვები ჰქონდათ 12 პუნქტთან დაკავშირებით, რომელთაც მაქსიმალურად ამომწურავად გაეცა პასუხი. „დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღე იყო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეული იყო საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე, რომელსაც ესწრებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ბორელი. ჩვენ მოგვეცა ამ შეხვედრაზე შესაძლებლობა, გვესაუბრა საქართველოს ურყევ გზაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენს ვალდებულებებს, ჩვენს ძალისხმევაზე, იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ გაატარა. რა თქმა უნდა, აქცენტი გავაკეთეთ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი საკითხია დღეს ჩვენი, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. თითოეულ საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჰქონდათ ინტერვენციები, მათ ჰქონდათ კითხვები, რომელზეც შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად ამომწურავად გაგვეცა პასუხი. ჩვენ მთავარი გზავნილი მივიღეთ პარტნიორებისგან, რომ თითქმის ყველა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევროპულ მომავალს, ჩვენს საერთო თანაცხოვრებას ევროპულ ოჯახში და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დავუახლოოთ ევროკავშირს“, - განაცხადა მინისტრმა.  

ევროკავშირის საბჭო ილია დარჩიაშვილთან დისკუსიაზე: კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, მნიშვნელოვანი ელემენტებია გაწევრიანების მსურველი თითოეული ქვეყნისთვის

ევროკავშირის საგარეო საბჭოს შედეგების შემაჯამებელ პრესრელიზში საქართველოზეც არის საუბარი. კერძოდ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს, რომლის დროსაც ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ პერსპექტივასა და მისი დემოკრატიის გაძლიერების აუცილებლობაზე. ევროკავშირის საბჭოს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილთან გამართული დისკუსიისას დადასტურდა, რომ საქართველომ ძირითად რეფორმებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. „დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბევრ ძირითად რეფორმებში და ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები მნიშვნელოვანი ელემენტებია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი თითოეული ქვეყნისთვის”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა გაუზარდოს - ბორელი

ევროკავშირმა უკრაინას სამხედრო დახმარება უნდა გაუზარდოს, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, მინისტერიალის დასრულების შემდეგ. უკრაინა: ჩვენმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების 43 შეტევა მოიგერიეს "უკვე ვმუშაობთ შეთანხმების პირველი ნაწილზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის უკრაინაში საბრძოლო მასალის გაგზავნის ხარჯების ანაზღაურებას ეხება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელიც ევროკავშირის ერთობლივი შესყიდვის ერთი მილიარდი ევროთი დაფინანსებას ითვალისწინებს, ამაზე მინისტრებმა შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის", - აცხადებს ბორელი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს კრემლზე სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციისთვის - ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი მოუწოდებს რუსეთს, არ მოახდინოს უკრაინის წინააღმდეგ ომის ესკალაცია კრემლის ტერიტორიაზე ინციდენტის შემდეგ. კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა - კრემლი „მოვუწოდებთ რუსეთს, არ გამოიყენოს ეს სავარაუდო თავდასხმა ომის ესკალაციის გასაგრძელებლად. ეს არის ის, რაც გვაწუხებს. ჩვენ გვაღელვებს, რომ ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტი ადამიანის, ჯარისკაცი გაწვევის, უკრაინაზე მეტი თავდასხმის გასამართლებლად“, - აღნიშნა ბორელმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სმენია მოსკოვის ცნობებზე უკრაინის მიერ დრონებით კრემლზე სავარაუდო თავდასხმის შესახებ, მაგრამ „მათი რამენაირად დადასტურება” არ შეუძლია. „უბრალოდ არ ვიცით… ნებისმიერ რამეს, რაც კრემლიდან მოდის, დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი. ვნახავთ, რა ფაქტებია. და ძალიან რთულია ამაზე კომენტარის გაკეთება ან სპეკულირება, როდესაც ფაქტები არ იცი”, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. რას ამბობს ზელენსკი მოსკოვის მტკიცებაზე, რომ კიევმა კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა რა პოზიცია აქვს აშშ-ს უკრაინის რუსეთზე თავდასხმის მცდელობასთან დაკავშირებით, ბლინკენმა ამ შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ დაიცავს თავს.  

ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ინდუსტრიული წარმოება - ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ფლორენციაში გამართულ კონფერენციაზე – „კავშირის მდგომარეობა 2023“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპელებს უფრო ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეთ. "ევროკავშირმა უნდა გაზარდოს თავდაცვითი შესაძლებლობები და ინდუსტრიული წარმოება. ჩინეთს აქვს ფუნდამენტური როლი სამშვიდობო თამაშში, არის გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი და აქვს უზარმაზარი გავლენა რუსეთზე. ჩინეთი სულ უფრო მტკიცე და მნიშვნელოვანი ძალა ხდება და აზრი არ აქვს პეკინის ზრდის შეჩერების მცდელობას, თუმცა ევროკავშირი უნდა დააკვირდეს, როგორ იმოქმედებს პეკინი საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე", - განაცხადა ბორელმა.  

ბორელი ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს მოსკოვის მხარდაჭერა უკრაინის წინააღმდეგ ომში

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანს ტელეფონით ესაუბრა. ბორელმა მუწოდა ირანს, „შეწყვიტოს რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდაჭერა და ევროკავშირის მოქალაქეების ინსტრუმენტალიზაცია“. ბორელის Twitter პოსტის თანახმად, „ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდოლაჰიანთან საუბრისას, მან მკაცრად დაგმო შვედეთ-ირანის მოქალაქის, ჰაბიბ ჩააბის სიკვდილით დასჯა. შვედეთმა ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქის, ჰაბიბ ჩააბის სიკვდილით დასჯის გამო პროტესტის გამოხატვის ნიშნად ირანის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. 6 მაისს ცნობილი გახდა, რომ ირანში ტერორიზმის ბრალდებით ირანისა და შვედეთის ორმაგი მოქალაქე სიკვდილით დასაჯეს. მას ბრალი 2018 წლის სამხედრო აღლუმის დროს მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობისთვის წაუყენეს. ჰაბიბ ჩააბი ირანის უსაფრთხოების ძალებმა თურქეთში დააკავეს და შემდეგ თეირანში გადაიყვანეს.  

ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად მრავალწლიან გეგმას ამზადებს - უკრაინული მედია

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ეს უნდა გავაკეთოთ გრძელვადიან პერსპექტივაში. უკრაინა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ჩვენ მას მხარს დავუჭერთ არამხოლოდ ომში ყოველდღიურ ბრძოლაში, არამედ, გრძელვადიან პერსპექტივაში", - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „და რუსეთმა უნდა გაიგოს - პუტინმა უნდა გაიგოს - ჩვენ არ დავეცემით. ნუ ელოდებით, რომ დავიღლებით. ჩვენ არ დავიღლებით", - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა. მისივე თქმით, მინისტრები განიხილავენ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო გეგმის მხარდაჭერას და უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხარს უჭერს საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის იდეას, რომელსაც ასევე მიესალმებიან სხვა დემოკრატიული ქვეყნებიც.  

F-16-ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე, უკრაინელი მფრინავების წვრთნები უკვე დაწყებულია - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები უკრაინას მალე გადაეცემა. ამის შესახებ ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, როდესაც ჟურნალისტებს სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინათ კოალიციის შექმნის საკითხზე. ბორელის თქმით, კარგია, რომ G7-მა საბოლოოდ გადაწყვიტა, მოამზადოს ნიადაგი უკრაინისთვის საჭირო საბრძოლო თვითმფრინავების მისაწოდებლად. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ.  

საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს - ბორელი

საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა, ააგონ პოლიტიკური სტაბილურობა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა. ჩვენ არ ვართ, ევროკავშირის და არც NATO-ს წევრი ქვეყანა და არ გვაქვს უსაფრთხოების ქოლგა - ღარიბაშვილი „ვფიქრობ, ამდენი ლიდერის აქ ყოფნა, უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ძლიერ სიგნალს გაუგზავნის ჩვენი, მრავალი სახელმწიფოს ერთიანობის შესახებ, და არამხოლოდ ევროკავშირის. საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა, ააგონ პოლიტიკური სტაბილურობა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროპის მხრიდან ნათელია. ახლა საქართველოზეა, გააგრძელოს მუშაობა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ევროკავშირის ქვეყნებმა 24 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადება დაასრულეს - მედია

ევროკავშირის ქვეყნებმა  24 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადება დაასრულეს. Nexta-ს ცნობით, ამის შესახებ საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს.  მისივე თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები კიდევ უფრო მეტი ჯარისკაცის მომზადებას გააგრძელებენ. საწვრთნელი მისია ევროკავშირმა მას შემდეგ შექმნა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.    

ბორელის თქმით, „ვაგნერის ამბოხება“ მოსკოვის სამხედრო ძალაში ბზარებს აჩენს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ შეწყვეტილი ამბოხი აჩენს ბზარებს მოსკოვის სამხედრო ძალაში, რაც, ბორელის შეფასებით, გამოწვეულია უკრაინასთან ომით. ბორელი ლუქსემბურგში, ბლოკის მინისტრებთან შეხვედრაზე ჩავიდა. „პოლიტიკური სისტემა აჩვენებს სისუსტეებს და სამხედრო ძალა იშლება. არ არის კარგი იმის დანახვა, რომ ისეთი ბირთვული ძალა, როგორიც რუსეთია, შეიძლება, გადავიდეს პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში“, – განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ეს არის მომენტი, როცა ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა „ისე, როგორც არასდროს“. დღეს საბჭო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდას დაამტკიცებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა თავის მხრივ განაცხადა, რომ პუტინი ანადგურებს საკუთარ ქვეყანას უკრაინაში თავისი „სასტიკი აგრესიული ომით". „ჩვენ ვხედავთ მასობრივ ბზარებს რუსულ პროპაგანდაში“, - აღნიშნა ბერბოკმა.  

ბორელი: მონსტრი, რომელიც პუტინმა შექმნა, ახლა მას კბენს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე განაცხადა, რომ არ არის კარგი იმის დანახვა, რომ ისეთი ბირთვული სახელმწიფო, როგორიც რუსეთია, შეიძლება გადავიდეს პოლიტიკური არასტაბილურობის ფაზაში. მისი შეფასებით, რუსეთში მიმდინარე მოვლენები ბზარს აჩენს მის სამხედრო ხელისუფლებაში და გავლენას ახდენს მის პოლიტიკურ სისტემაზე. ბორელის თქმით, „ვაგნერის ამბოხება“ მოსკოვის სამხედრო ძალაში ბზარებს აჩენს “პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომი და მონსტრი, რომელიც პუტინმა “ვაგნერის” სახით შექმნა, ახლა მას კბენს. მონსტრი მოქმედებს მისი შემქმნელის წინააღმდეგ. პოლიტიკური სისტემა აჩვენებს არამდგრადობას და სამხედრო ძალა იშლება და ეს არის უკრაინის ომის მთავარი შედეგი“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.  „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია  „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.

ჩინეთმა ჯოზეფ ბორელს პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა

ჩინეთმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელს პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა. ბორელის სპიკერის, ნაბილა მასსრალის თანახმად, ჩინურ მხარეს მათთვის ვიზიტის გაუქმების მიზეზი არ განუმარტავს. „სამწუხაროდ, ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა შეგვატყობინეს, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილი ვიზიტი არ შედგება და ახლა ალტერნატიული გამოსავალი უნდა მოვძებნოთ. ვიზიტის გაუქმების კონკრეტული მიზეზი ჩვენთვის უცნობია. სამწუხაროა მსგავსი გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც ევროკავშირის ჩინეთთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობს,“ - განაცხადა ბორელის სპიკერმა. ბორელი პეკინში მომდევნო კვირას უნდა ჩასულიყო და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრა გაემართა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.   

პეკინი ბორელის ვიზიტის გაუქმების შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირთან კომუნიკაციას ინარჩუნებს

ჩინეთის საგარეო უწყება ჯოზეფ ბორელის ვიზიტის გაუქმებაზე კომენტარს აკეთებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ მიესალმებიან ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის ვიზიტს ორივე მხარისთვის მოსახერხებელ დროს. „ჩინეთი დიდად აფასებს ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობებს და ინარჩუნებს კონტაქტებს ევროპულ მხარესთან ყველა დონეზე და ყველა სფეროში. ჩვენ მივესალმებით უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის ვიზიტს ჩინეთში ორივე მხარისთვის ხელსაყრელ დროს. ჩვენ მზად ვართ, შევინარჩუნოთ კომუნიკაცია ევროკავშირთან ამასთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ვან ვენბინმა. გუშინ, 4 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ჩინეთმა ჯოზეფ ბორელს პეკინში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაუუქმა.  

ბორელი: კლიმატის ცვლილება რეალობაა და საფრთხეს ქმნის გლობალურად

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყრებით. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, კლიმატის ცვლილება გლობალური საფრთხეა. „ამ ზაფხულში, სტიქიური უბედურებები იწვევს მთელ მსოფლიოში დამანგრეველ შედეგებს, საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და ანადგურებს სახლებსა და საარსებო წყაროებს. ხმელთაშუა ზღვის მასშტაბით, ტყის ხანძრები მძვინვარებს. სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყრებით. კლიმატის ცვლილება უდავოდ რეალობაა და საფრთხეს ქმნის გლობალურად,“ - წერს ბორელი Twitter-ზე. ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს მათ, ვინც დაზარალდა - იქნებიან ისინი ხანძრებით დაზარალებულები საბერძნეთში თუ ფილიპინებში ტაიფუნის მსხვერპლნი.  

ბორელი: ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დღეს 15 წელი შესრულდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომიდან. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. „ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალების განგრძობად ყოფნას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, რაც არღვევს საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ნაკისრ ვალდებულებებს. ადგილობრივი მოსახლეობა ისევ ჰუმანიტარული გამოწვევების წინაშეა და გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევები, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უკანონო დაკავებების შედეგად. კვლავ არსებობს დაბრკოლებები იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ლტოლვილებისთვის წარმოშობის ადგილზე დაბრუნებასთან დაკავშირებით. ევროკავშირი კონფლიქტების მოგვარების მცდელობებში სრულად იყო ჩართული, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარის რანგში და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევის საშუალებით. მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, კონსტრუქციულად ჩაერთონ განხილვებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. ასევე ხაზგასმით აღვნიშნავთ ლტოლვილთა და დევნილთა უფლების მნიშვნელობას მდგრადი გადაწყვეტის არჩევასთან დაკავშირებით, რომელიც ნებაყოფლობით, უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებას მოიცავს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადგილზე უწყვეტად მუშაობამ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებლის მონაწილეობით ასევე ხელი შეუწყო უსაფრთხოების სიტუაციის სტაბილიზაციას. 2024 წლის დეკემბრამდე კვლავ განახლებული მანდატით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიაა, რომელიც აფხაზეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“ „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების“ ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალურ ცხოვრებას უწყობს ხელს. ევროკავშირი კვლავ ადასტურებს საქართველოში სტაბილიზაციისა და კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევაში ჩართულობის ერთგულებას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.“ 15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა - საერთაშორისო საზოგადოება 2008 წლის აგვისტოზე  

ბორელი: პუტინი აპირებს, მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი, არმია პირადი და პოლიტიკური გადარჩენისთვის, ამიტომ არის ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი წარმატებას ვერ მიაღწევს და მსოფლიოში მას ისეთი წონა არ აქვს, როგორც ჩინეთს. ამის შესახებ ბორელმა ესპანურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ბორელის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დაწყებით „თითქმის ყველაფერში შეცდა“, კერძოდ კი, ევროკავშირის ქვეყნების კონტროლის უნარში ენერგოდამოკიდებულების გამო. „პუტინი აპირებს, პირადი და პოლიტიკური გადარჩენის მიზნით მსხვერპლად გაიღოს თავისი ხალხი, არმია. სწორედ ამიტომ არის ასე რთული სამშვიდობო მოლაპარაკება,“ - აღნიშნა ბორელმა. მან უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკება დადებითად შეაფასა და ამ მოლაპარაკებებში ჩინეთის მონაწილეობა აღნიშნა. „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არასდროს იტყვის, რომ რუსეთის მხარდაჭერას ამცირებს ან ხელს შეუწყობს მის დამარცხებას, პეკინი სულაც არ არის კმაყოფილი არსებული ვითარებით, ყოველ შემთხვევაში, ბირთვული იარაღის შეხსენებით,“ - განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ პეკინისა და მოსკოვის შედარება შეუძლებელია. „უპირველეს ყოვლისა, ჩინეთი არ არის რუსეთი. ჩინეთი არის ნამდვილი გეოპოლიტიკური აქტორი, ხოლო რუსეთი არის ეკონომიკური ჯუჯა, ისევე როგორც „ბენზინგასამართი სადგური, რომლის მფლობელს აქვს ატომური ბომბი,“ – განაცხადა ბორელმა.  

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მუშაობს - ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მუშაობს. როგორც ევროკავშირის ვებგვერდზე განთავსებულ მის ბლოგში წერია, ზოგი ამბობს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არ მუშაობს, რაც ბორელის შეფასებით, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. „უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 რაუნდი დააწესა. ზოგი ამბობს, რომ სანქციები არ მუშაობს. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ერთი წლის განმავლობაში მათ უკვე შეძლეს მოსკოვის შესაძლებლობების შეზღუდვა, საკვანძო ბაზრებიდან ქვეყნის გამოდევნა და რუსეთის ინდუსტრიული და ტექნოლოგიური შესაძლებლობების მნიშვნელოვანი დეგრადაცია. ომის შესაჩერებლად, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს კურსი," - წერს ბორელი ბლოგში სათაურით -„დიახ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მუშაობს."  ბორელის განცხადებით, ევროკავშირმა სამოგზაურო აკრძალვა დაუწესა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და 250-მდე ორგანიზაციას. „ჩვენი შემზღუდველი ზომები, ტექნიკურად სწორი ტერმინი რომ გამოვიყენოთ, უპრეცედენტოა თავისი მასშტაბით, ორიენტირებულია რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებზე, რომლებიც გადამწყვეტია მოსკოვის ომის ძალისხმევისთვის. გარდა ამისა, ევროკავშირმა ასევე დაუწესა სამოგზაურო აკრძალვა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და თითქმის 250 ორგანიზაციას. ეს ზომები ახდენს მძიმე, ხელშესახებ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე, მიუხედავად ნავთობისა და გაზისგან მიღებული უზარმაზარი შემოსავლებისა, რომელსაც რუსეთი ბუფერად იყენებდა შეჭრის პირველ წელს. სანქციების ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდება, რადგან ზომები გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე და მის სამრეწველო და ტექნოლოგიურ ბაზაზე." ჯოზეფ ბორელის ბლოგში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2.1%-ით შემცირდა. წარმოება, რომელიც შეჭრამდე სტაბილურად იზრდებოდა, 2022 წლის ბოლოსთვის 6%-ით შემცირდა. ავტომობილების წარმოება წინა წელთან შედარებით 48%-ით შემცირდა, კომპიუტერული, ელექტრონული და ოპტიკური წარმოება 8%-ით, საცალო ვაჭრობა 10%-ით, ხოლო საბითუმო ვაჭრობა - 17%-ით. „2021 წელთან შედარებით, 2022 წელს რუსეთიდან ევროკავშირში მთლიანი იმპორტის 58% შეწყდა - ეს არის უპრეცედენტო შემცირება. რუსეთიდან არაენერგეტიკული საქონლის იმპორტი 60%-მდე შემცირდა, ყველაზე თვალსაჩინო ვარდნაა რკინისა და ფოლადის, ძვირფასი ლითონებისა და ხის მასალის იმპორტზე. არაენერგეტიკული საქონლის იმპორტის შემცირება 2023 წლის პირველ კვარტალში 75%-ზე მეტია, ხოლო ენერგეტიკული საქონლის კიდევ უფრო დიდია და 80%-ს შეადგენს. რაც შეეხება ექსპორტს, ევროკავშირიდან რუსეთში საქონლის მთლიანი ექსპორტი ომამდე პერიოდის წლიურ მაჩვენებელზე 52%-ით დაბალი იყო. ამასთან, ევროკავშირიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, რომლებიც აუცილებელია იმ აღჭურვილობისა და იარაღის წარმოებისთვის, რომელსაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს, 2022 წელს 2019-2021 წლებთან შედარებით 78%-ით შემცირდა.“ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე

რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2,1%-ით შემცირდა - ბორელი

აგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსეთის ეკონომიკა 2022 წელს 2,1 პროცენტით შემცირდა. მისი შეფასებით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მუშაობს.  ჯოზეფ ბორელის ბლოგში აღნიშნულია, რომ წარმოება, რომელიც შეჭრამდე სტაბილურად იზრდებოდა, 2022 წლის ბოლოსთვის 6%-ით შემცირდა. ავტომობილების წარმოება წინა წელთან შედარებით 48%-ით შემცირდა, კომპიუტერული, ელექტრონული და ოპტიკური წარმოება 8%-ით, საცალო ვაჭრობა 10%-ით, ხოლო საბითუმო ვაჭრობა - 17%-ით. „2021 წელთან შედარებით, 2022 წელს რუსეთიდან ევროკავშირში მთლიანი იმპორტის 58% შეწყდა - ეს არის უპრეცედენტო შემცირება. რუსეთიდან არაენერგეტიკული საქონლის იმპორტი 60%-მდე შემცირდა, ყველაზე თვალსაჩინო ვარდნაა რკინისა და ფოლადის, ძვირფასი ლითონებისა და ხის მასალის იმპორტზე. არაენერგეტიკული საქონლის იმპორტის შემცირება 2023 წლის პირველ კვარტალში 75%-ზე მეტია, ხოლო ენერგეტიკული საქონლის კიდევ უფრო დიდია და 80%-ს შეადგენს. რაც შეეხება ექსპორტს, ევროკავშირიდან რუსეთში საქონლის მთლიანი ექსპორტი ომამდე პერიოდის წლიურ მაჩვენებელზე 52%-ით დაბალი იყო. ამასთან, ევროკავშირიდან რუსეთში ორმაგი დანიშნულების საქონლის ექსპორტი, რომლებიც აუცილებელია იმ აღჭურვილობისა და იარაღის წარმოებისთვის, რომელსაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს, 2022 წელს 2019-2021 წლებთან შედარებით 78%-ით შემცირდა.“ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე გარდა ამისა, ევროკავშირმა ასევე დაუწესა სამოგზაურო აკრძალვა და აქტივები გაუყინა 1 500-ზე მეტ ფიზიკურ პირსა და თითქმის 250 ორგანიზაციას. „ეს ზომები ახდენს მძიმე, ხელშესახებ გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე, მიუხედავად ნავთობისა და გაზისგან მიღებული უზარმაზარი შემოსავლებისა, რომელსაც რუსეთი ბუფერად იყენებდა შეჭრის პირველ წელს. სანქციების ეფექტი დროთა განმავლობაში გაძლიერდება, რადგან ზომები გრძელვადიან ზემოქმედებას ახდენს რუსეთის ბიუჯეტზე და მის სამრეწველო და ტექნოლოგიურ ბაზაზე."  

ევროკავშირი უკრაინას ყოველწლიურად, შეიარაღებისა და წვრთნისთვის €5 მილიარდს გამოუყოფს

ევროკავშირი უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების ახალ ფონდს შექმნის, საიდანაც 2024 წლიდან 2027 წლამდე კიევს ყოველწლიურად, 5 მილიარდი ევრო შეიარაღებისა და სასწავლო პროგრამებისთვის მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხები ესპანეთში, ტოლედოში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილეს. ამ დროისთვის უკრაინამ მიიღო 5,6 მილიარდი ევრო სამხედრო დახმარება ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა არსებული მექანიზმის საშაულებით მიიღო. ის ევროკავშირის ქვეყნების ხარჯებს ანაზღაურებს. ევროკავშირის კანონმდებლობა საბიუჯეტო სახსრების მესამე ქვეყნების სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებას კრძალავს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის წინადადებით, გაფართოვდება უკრაინელი ჯარისკაცებისა და ოფიცრების წვრთნა და წლის ბოლომდე 40 000 სამხედრო მომზადდება. ჯოზეფ ბორელის თქმით, მანამდე დასახული მიზანი, რომელიც 2023 წელს უკრაინის შეიარაღებული ძალების 30 ათასი სამხედრო მოსამსახურის მომზადებას ითვალისწინებს, ნოემბრის ბოლოს მიიღწევა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

ბორელი ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის დათქმის იდეით გამოდის: გაფართოებამ შეიძლება, ათი ახალი წევრის მიღება გამოიწვიოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი საგარე პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უკრაინისა და სხვა კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თარიღის განსაზღვრის იდეით გამოდის. ამის შესახებ მან ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, ესპანეთის ქალაქ ტოლედოში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბორელის თქმით, ხსენებული გადაწყვეტილება სტიმულს მისცემს ევროკავშირს და კანდიდატ ქვეყნებს, რომ უფრო აქტიურად მოემზადონ გაწევრიანებისთვის. „უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე დასავლეთ ბალკანეთი და სწრაფად. ვფიქრობ, უკრაინის ომს გვერდითი ეფექტი მოჰყვა - გაფართოების პროცესის დაჩქარება - რაც აშკარად დამსახურებაზე დამყარებული პროცესია: კანდიდატი სახელმწიფო გახდება წევრი, როცა ყველა პირობა შესრულდება. ამავდროულად, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა პოლიტიკური მიზნის, ჰორიზონტის დასახვა, რათა პროცესს პოლიტიკური მომენტი მიეცეს. ჩვენ ასევე უნდა მოვემზადოთ გაფართოებისთვის, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს ათი ახალი წევრის მიღება," - განაცხადა ბორელმა, თუმცა არ დააკონკრეტა ქვეყნები, რომლებსაც ამ ათ სახელმწიფოში მოიაზრებდა. ასეთი ფორმით ბორელი ერთგვარად მხარს უჭერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას, რომლის თანახმადაც 2030 წელს ევროკავშირი და კანდიდატი ქვეყნები მზად უნდა იყვნენ გაფართოებისთვის. შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 28 აგვისტოს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. „გასული წლის ივნისში უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. იგივე სტატუსი ელის საქართველოს, როდესაც ისინი დაასრულებენ აუცილებელ ნაბიჯებს. ამდენად, გაფართოება არ არის ოცნება, წინსვლის დროა. კიდევ ბევრია გასაკეთებელია,“ - განაცხადა შარლ მიშელმა. მისი განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. 29 აგვისტოს, ამასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს ევროკომისიის პრესსპიკერის მოადგილეს. დანა სპინანტმა განმარტა, რომ ევროკავშირის გაფართოება ევროკომისიისთვის პოლიტიკური პრიორიტეტია. „ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია” და კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანების საშუალება უნდა მიეცეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი ევროკავშირის გაწევრიანების კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ,“ - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი ეხმარება კანდიდატ ქვეყნებს რეფორმების გატარებაში. ევროკომისიას Europetime-მა კითხვით მიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზავნილია ეს მაგალითად, საქართველოს მსგავსი ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია.  „რაც შეეხება საქართველოს, ევროკომისია მზადაა, რეკომენდაცია გაუწიოს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მას შემდეგ, რაც შესრულდება კომისიის დასკვნაში განსაზღვრული პრიორიტეტები საქართველოს წევრობის განაცხადთან დაკავშირებით. შემდეგი გაფართოების პაკეტის ნაწილია ის, რომ ევროკომისია წარადგენს პროგრესის შესახებ ანგარიშს, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოქვეყნდება,“ - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის პრესსპიკერმა. ცნობისთვის, გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი, ევროპული პერსპექტივა მიანიჭა. კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია განესაზღრა. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. 2023 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ" მეორე მოსმენით მიიღო. საკითხის განხილვას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ხსენებულ ვერსიაზე. საპასუხოდ, „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი შეფასებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა: „ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.“ ამის შემდეგ, ევროკავშირის წარმომადგენლობამ ვენეციის კომისიის დასკვნის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა. ამასთან, ევროკომისიის ზეპირი მოხსენება მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. სავარაუდოდ, 2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. ამ დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს უკვე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ.

საქართველოს ჯოზეფ ბორელი ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს, რამდენიმე დღეში, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი ეწვევა. ღარიბაშვილის თქმით, ქართული მხარე მას ევრორეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. „ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით ამ 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში. დღეს, ერთ საათში ჩვენ გვენება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისო კომისია, სადაც ასევე განვიხილავთ, კიდევ ერთხელ მოვისმენთ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს ევროინტეგრაციის პროცესი. ასე რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს და ოპოზიციას ბოლო 10 წლის განმავლობაში, ევროინტეგრაციისთვის არაფერი გაუკეთებია. „ბოლოს მინდა შევახსენო - არც საქართველოს პრეზიდენტს, არც ჩვენს კრიტიკოსებს - ოპოზიციას არაფერი არ გაუკეთებია ბოლო 10 წელიწადში ევროინტეგრაციის გზაზე. ყველაფერი არის ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ დამსახურება - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივა. მე მჯერა, რომ ჩვენს ევროპელ მეგობრებს ექნებათ საკმარისზე მეტი არგუმენტაცია, იმისთვის, რომ ქვეყანას მიანიჭონ დამსახურებული სტატუსი,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.  

ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დეტალები გაავრცელა. კერძოდ, ამჟამინდელი უფლებამოსილებით პირველი ოფიციალური ვიზიტი, ბორელს საშუალებას მისცემს, განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ჯოზეფ ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. „უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში „ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ (საოკუპაციო ხაზი, რედ.),“ - წერია საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

12 რეკომენდაცია, ჩინეთთან და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობები - ბორელის გზავნილები ვიზიტის წინ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოში პირველ ვიზიტამდე გამოცემა civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოდის რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირის ვალდებულება მხარი დაუჭიროს საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მისი ინტერვიუს კრიტიკული ნაწილი შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თემას, ასევე ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განცხადებას. „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ ერთგულებენ ევროკავშირის ღირებულებებს, ეს მუდმივად ასე იყო წლების განმავლობაში“. - ამბობს ბორელი. შეკითხვის პასუხად, როგორი იქნება ევროკომისიის შეფასება, მაშინ როცა საქართველოს ხელისუფლება აცხადებს რომ 12-ვე რეკომენდაცია თითქმის შესრულებულია. ბორელი ამბობს, რომ შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს ყოვლისმომცველ ანგარიშს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი 10-ვე ქვეყნის შესახებ, მათ შორისა საქართველოც. ეს არის კომისიის მიერ შესრულებული ობიექტური შეფასება, რომელიც ნათელ სურათს აჩვენებს საქართველოსთან დაკავშირებით რეფორმების მიმართ და რეკომენდაციებს გააკეთებს მომავალი წლისთვის. „ანგარიში ინფორმირებული გადაწყვეტილების საფუძველს წარმოადგენს, რომელსაც ევროკავშირის 27 ლიდერი დეკემბერში მიიღებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. საქართველოს მომავლისთვის ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე ცოტა დრო რჩება, ამიტომ ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გამოიყენოს ეს შესაძლებლობა. შედეგი მთლიანად საქართველოს დამსახურებაზეა დამოკიდებული“, -ამბობს ბორელი. მასთან ის იმეორებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სიტყვებს, რომ ევროკავირში გაწევრიანება აღარაა ოცნება, მაგრამ 12 პრიორიტეტის მიწოდება მხოლოდ პროცესის დასაწყისია. „გაფართოება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დამყარებული პროცესი. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა გახდება წევრი მაშინ, როცა ის დააკმაყოფილებს აუცილებელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიტერიუმებს.“ ბორელი პასუხობს 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თემაზე დასმულ შეკითხავაც და ამბობს, რომ იმედი აქვს იხილავს იმგავარ დემოკრატიურ არჩევნებს, როგორიც ევროკავშირში ტარდება ხოლმე. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეს, რომლის მთავრობის თანხმობის გარეშე დაწყების არგუმენტით. მმართველი გუნდი იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, ბორელი პასუხობს რომ, აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ერთგულებას ევროპული ღირებულებებისადმი და მის ევროპულ ხედვას საქართველოს მიმართ. „ერთიანობა ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. საქართველოს მიერ გაწეული სამუშაო შეიძლება იყოს მდგრადი მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ რეფორმების დღის წესრიგის უკან ყველა პოლიტიკური ძალა დგას,“ - აცხადებს ბორელი. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საუბრობს საქართველოსა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის თანხვედრის მნიშველობაზეც რაც იკლებს. საქართველოს თანხვედრის მაჩვენებელი გასულ წელს 44%-ზე ნაკლები იყო, მიმდინარე 43%-ია ამბობს ბორელი. „ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენი საგარეო პოლიტიკა იმართება კონსენსუსით. დაბალი თანხვედრის მაჩვენებლით, 43%-ით საქართველო აჩვენებს, რომ მას პოტენციურად შეუძლია ძირი გამოუთხაროს ასეთ კონსენსუსს. ეს არ არის ის რასაც წევრი სახელწიფოები მსუბუქად ეკიდებიან.“ ბორელი საუბრობს რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღგენაზეც და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოლიტიკას და საერთაშორისო მცდელობებს მოაქციოს რუსეთი იზოლაციაში უკრაინაში მისი შეჭრისა და სისასტიკისთვის. „ჩვენ ძალიან ვწუხვართ მთავრობის გადაწყვეტილების გამო დაუშვას რუსეთთან ფრენების განახლება და სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა“, - ამბობს ბორელი. რაც შეეხება ცოტა ხნით წინ საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების განცხადებას ორ ქვეყანას შორის სტატეგიული პარტნიორობის შესახებ, ბორელის თქმით, ევროკავშირში ითვალისწინებენ საქართველოს ახლადჩამოყალიბებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან. „საგარეო პარტნიორებთან ღრმა ურთიერთობების დამყარება ქვეყნის პრეროგატივაა. ჩვენ ველით, რომ, როგორც ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყანა საქართველო უზრუნველყოფს მისი სტრატეგიული თანამშრომლობის ყველა ასპექტის შესაბამისობას ევროკავშირის წესებთან და პოლიტიკასთან და მის ვალდებულებებთან ევროკავშირის გზაზე. მოსალოდნელია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველ ქვეყნები ეტაპობრივად შეათანხმებენ თავის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ევროკავშირთან,“- ამბობს ბორელი. ბორელის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა რეგიონის ყველა ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან. ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა ქართული ვერსიის წყარო  

ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. ბორელს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ევროკავშირში საქართველოს ელჩი ვახტანგ მახარობლიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ. დღესვე, 19:30 საათზე ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ბრიფინგს გამართავს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ჯოზეფ ბორელის ვიზიტის დეტალები გაავრცელა. კერძოდ, ამჟამინდელი უფლებამოსილებით პირველი ოფიციალური ვიზიტი, ბორელს საშუალებას მისცემს, განიხილოს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესი, ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე. ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ასევე, ჯოზეფ ბორელი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ინფორმაციის თანახმად, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ჯოზეფ ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფ, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. „უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში „ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ (საოკუპაციო ხაზი, რედ.),“ - წერია საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.  

ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ჯოზეფ ბორელის პატივსაცემად ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი თბილისს 7 სექტემბერს ეწვია.ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ბორელი საქართველოს დღეს ეწვია.  

ჯოზეფ ბორელი თბილისში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ჯოზეფ ბორელის ვიზიტს პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება. მან ასევე ჯოზეფ ბორელის განცხადება შეაფასა, რომ „კანდიდატის სტატუსს დამსახურება სჭირდება და ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი“ და აღნიშნა, რომ ქვეყნის რეფორმირების პროცესი გაგრძელდება. ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ბორელს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა. „ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის. კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო და ვთქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ისე, დროის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ მას პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება, რადგან ჩვენ ძალიან დეტალურად ვესაუბრებით ბატონ ბორელს იმ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის გაწია და იმისთვის, რომ ჩვენი - ყველას მთავარი მზიანი ასრულდეს და საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. ვფიქრობ, რომ მისთვის ძალიან დატვირთული დღე იქნება, მაგრამ ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ მან ხელისუფლების ყველა შტოდან მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს ემსახურება,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა. ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.  

ბორელი: ევროკავშირი მზადაა, საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში დაეხმაროს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ერთიანობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს, საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რომ საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს - ბორელი „დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ჩვენ სრულად ვართ ერთგული საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისადმი,“ – დაწერა ჯოზეფ ბორელმა Twitter გვერდზე. ჯოზეფ ბორელი თბილისში შეხვედრებს მართავს. ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ახლა ის პრემიერთან მართავს მოლაპარაკებას. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.  

ბორელი: ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ აცხადებს, რომ პოლარიზაცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მას ზომიერება სჭირდება. ბორელი შეხვდა როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.  „პოლარიზაცია პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, მაგრამ მას ზომიერება სჭირდება. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა ითანამშრომლოს რეფორმების დღის წესრიგის წინსვლისთვის. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი უნდა იყოს ეროვნული ძალისხმევა,“ - წერს ბორელი. თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე. „საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის მხრიდან წარმოდგენილი იყო ყველა პოლიტიკური ჯგუფი. საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო, ერთი მხრივ, იმაზე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეკომენდაციების შესრულება, მეორე მხრივ, ჩვენგან საუბარი იყო, რომ მნიშვნელოვანია, ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე, იყოს სამართლიანიმ,“– განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. როგორც პაპუაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე აღინისნა, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე, იყოს სამართლიანი. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საკითხი დაისვა, მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც. „მათ შორის ოპოზიციის მხრიდანაც იყო საკითხი დასმული კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თავის მხრივ, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ევროკავშირისთვის მიუღებელია ისეთი დამოკიდებულება – ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა, ხალხისა და ხელისუფლებისა, რომელიც გვესმის საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან, ასევე ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და ევროპელი პოლიტიკოსისგან. ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა ერთიანი ორგანიზმია და თუკი გადაწყვეტილება მიღება ქვეყნის მიმართ, ეს მიიღება ერთიანი ორგანიზმი,  ხალხის, ხელისუფლების მიმართ. არც ოპოზიციის, არც ჩვენი მხრიდან ისეთი არაფერი თქმულა, რაც გარეთ არ გაჟღერებულა. ეს არის, როგორ ლობირებს რადიკალური ოპოზიციის ნაწილი კანდიდატის სტატუსს. ჩვენთან არის პოლიტიკური მართლმსაჯულება,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ბორელი: ევროკავშირი მზადაა, საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში დაეხმაროს ბორელმა განაცხადა, რომ დღევანდელი დღე დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ჯოზეფ ბორელი თბილისში შეხვედრებს მართავს. ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ახლა ის პრემიერთან მართავს მოლაპარაკებას. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია.  

ერთიანობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს, საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რომ საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა, რომ 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის მძიმე მუშაობა ბრიუსელში ხალხის გასაბედნიერებლად კი არა, არამედ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო.  საბოლოო ჯამში, ეს ასევე საჭიროა ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. „ბევრი ევროპულ დროშას ვხედავ ამ ქალაქის ქუჩებში და თქვენ იცით, რომ ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას. მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს. ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, ყველა მოქმედი პირი ერთად უნდა მუშაობდეს, კონსტრუქციულად, ერთიანად. ერთიანობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს,” - განაცხადა ბორელმა. მისივე თქმით, საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს. „ჩემი ვიზიტის განმავლობაში შევხვდები პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პარლამენტს, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ განვიხილავთ აქამდე მიღწეულ პროგრესს და სამუშაოს, რომელიც ჯერ კიდევ გასაკეთებელია, რაზეც თავიდან ვისაუბრე. საქართველომ მცირე დარჩენილი დრო უნდა გამოიყენოს, რათა საჭირო რეფორმებზე მუშაობა დაიწყოს,” - განაცხადა ბორელმა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ასევე, ვიზიტის ფარგლებში საქართველოში განიხილავს პუტინის აგრესიული ომის შედეგებს უკრაინაში. „ასევე, გეოპოლიტიკური კუთხით, ჩემს თანამოსაუბრეებთან უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიული ომის უარყოფით შედეგებს განვიხილავ და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ევროპის ნათელ მხარდაჭერას გავიმეორებ”, - აღნიშნა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზეც. „საქართველოსადმი ევროკავშირის ერთგულება ასევე ჩვენს ფინანსურ დახმარებაში გამოიხატება. ორმხრივი დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი ვართ, თითქმის 340 მილიონი ევროთი 2021-2024 წლების პერიოდში. ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით ინვესტიციების სახით ჩადებულია დაახლოებით 1.3 მილიარდი ევრო,” - განაცხადა ბორელმა. ჯოზეფ ბორელი საქართველოს დღეს, 7 სექტემბერს ეწვია. ის შეხვედრებს ხვალიდან დაიწყებს.

ბორელმა თბილისში შეხვედრები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო

მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია. 7 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ეწვია. მან დღეს დაიწყო ოფიციალური შეხვედრები და ხაზი სწორედ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობას გაუსვა. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია „დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ჩვენ სრულად ვართ ერთგული საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისადმი,“ – დაწერა ჯოზეფ ბორელმა Twitter გვერდზე. რა მოცულობის ფინანსური დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ახლა ის პრემიერთან მართავს მოლაპარაკებას. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია. მან განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის კიდევ ბევრია სამუშაო. „საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არის გადამწყვეტი დრო თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს ევროკავშირში საქართველოს წინსვლასთან დაკავშირებით და პირველად ისტორიაში, საქართველოზე ანგარიშს, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნის შესახებ წარადგენს. და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე. კარი ღიაა და გვინდა, ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ. მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ასევე სერიოზული ვალდებულებაა. კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს უფლება შეიძლება, ავტომატურად ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო,” - განაცხადა ბორელმა.  

ჯოზეფ ბორელი: შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში რუსული პროოაგანდა ინტენსიურია. „სიგიჟე იქნება, ვინმემ ევროკავშირში იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ, რუსული პროპაგანდა ინტენსიურია და მათ ამ მიმართულებით თავი აქვთ გამოჩენილი,“ - განაცხადა ბორელმა შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ. „თქვენ ბრძანეთ „მეორე ფრონტის“ გახსნის თაობაზე. აღნიშნულზე პასუხი მარტივია: „ხმაური“. ეს არის ხმაური, პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება. ეს პრობლემას ქმნის. ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი, რომ გზავნილები შეილახოს, უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა ძალიან ინტენსიურია ქვეყანაში და ასეთი მიმართულებით თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს, როდესაც შეთანხმების მიღწევას ვცდილობთ. შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან მათი პოზიციები ჩვენი პოზიციების თანმხვედრი იყოს. როდესაც კანდიდატები წევრ სახელმწიფოდ გადაიზრდებიან, მათაც იმავეს კეთება შეძლონ, თავსებადი იყოს პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერთან აღნიშნულზე საუბარი, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვახსენეთ ეს თავაზიანად. ეს საკითხი, მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იყოს ხაზგასმით განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან თავსებადობაში უნდა მოვიდეს, ყველა ქვეყნის მოთხოვნაც არის ეს,“ - აღნიშნა ბორელმა ბორელის თქმით, ევროკავშირში აქცენტი კეთდება საქართველოში დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ, რათა რუსეთი იყოს იზოლირებული. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა. მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იყოს რუსეთი. ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას და იყოს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის, ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში, იყოს თავისუფალი ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში“, – განაცხადა ბორელმა.

ბორელი: რუსეთს გაუხარდება, თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა - მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ძალისხმევა რეფორმების მიმართულებით, დაფასდება

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილთან  შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რეფორმების მიმართულებით საქართველოსა და ქართველი ხალხის ძალისხმევა ყველა ანგარიშში ობიექტურად აისახება. „რუსეთს გაუხარდება ყველაფერი ცუდი, თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა. ყველა ქვეყანა განსხვავებულია, ყველა ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სხვა სიტუაცია გააჩნია. მინდა დაგარწმუნოთ და ქართველები დავარწმუნო, რომ ძალისხმევა ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რეფორმების მიმართულებით იქნება დაფასებული. ასევე, ევროპული ინსტიტუტები და ყველა ის ანალიტიკური ანგარიში, რომელიც არის წარმოებული, ყველა მათგანში აღნიშნული იქნება ეს და ობიექტური გზით გაკეთებული,“ - განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ნამდვილად მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს და სურდა. ეს გზავნილი პირადად ჩამოეტანა. ჯოზეფ ბორელი: შეშლილობა იქნება ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ ბორელმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მომხრეა, საქართველო ინტეგრირდეს ევროკავშირში, ნატო-ში. იმ ფაქტის წინაშე თუ დავდგებით, რომ უარს მივიღებთ, როგორ ფიქრობთ, ხომ არ გააჩენს მოსახლეობაში სკეპტიციზმს?“ ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ქართველ ხალხს არ უნდა ჰქონდეს ეს განწყობა, მათ არავინ მიატოვებს. „არასოდეს თქვათ, რომ ევროკავშირი მიატოვებს საქართველოს. გამოცდაზე პროფესორმა მიმტყუნაო ხომ არ იტყვის, თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საგანი. ჩვენი შეფასება ობიექტურია. ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ მიგატოვებთ. მთელი ძალისხმევა ჩადეთ ამ ვალდებულებების შესრულებაში. ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. ევროკავშირი საქართველოს არ ტოვებს, არ მიატოვებს. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, სადაც 1,3 მილიარდი ევროა მობილიზებული და ეს მოხმარდება საქართველოში კონკურენტუნარიანობის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საქართველოსთან გეგმები გვაქვს. ყველაფერი გვესმის, ის ინტერესები, რაც საქართველოსთან ასოცირდება ჩვენს მხედველობაში და ჩვენს თვალში, ამიტომ საქართველო არის ჩვენს ინტერესთან მიმართებაში. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი. ამიტომაა, რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი და ამისთვის არის დროც, გააკეთეთ. ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  

რაზე გამახვილდა ყურადღება ბორელისა და ღარიბაშვილის შეხვედრაზე

პრემიერ-მინისტრი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბორელს გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებაზე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. „შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს, საქართველოს მიერ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევით უზრუნველყოფილია რეკომენდაციების შესრულების ინკლუზიური და გამჭვირვალე პროცესი, რომლის შედეგადაც განხორციელდა როგორც ინსტიტუციური რეფორმები, ასევე ინიცირებულ იქნა 100-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა როგორც ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების, ისე ზოგადად ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განსაზღვრული რეფორმების პროცესის მიმართ ქართული მხარის ერთგულებას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირს რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში წლების განმავლობაში გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის. გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირის მხრიდან სათანადოდ დაფასდება საქართველოს ძალისხმევა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით გადაიდგმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. დადებითი შეფასება მიეცა ასოცირების შეთანხმების, ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით, შესრულების პროცესს, რაც ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირთან ინსტიტუციურ, საკანონმდებლო და სექტორულ დაახლოებას და მნიშვნელოვნად ამზადებს ქვეყანას ევროკავშირში წევრობისთვის. მხარეები მიესალმნენ ევროკავშირთან მაღალი დონის თანამშრომლობის არსებულ დინამიკას, მათ შორის, გადაწყვეტილებას საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მორიგი შეხვედრის მიმდინარე წლის 7 დეკემბერს გამართვის გადაწყვეტილებას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ როლზე ევროპასა და აზიას შორის ენერგოდერეფნებისა და სატრანზიტო შესაძლებლობების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ამ მხრივ დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს ჩართულობით მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, შავი ზღვის შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისებას. შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოს და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. ქართულმა მხარემ უმაღლეს წარმომადგენელს გაუზიარა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე, ასევე მაღალი შეფასება მიეცა ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელთან. განვიხილეთ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიღწევები და თორმეტივე პრიორიტეტის დაკმაყოფილების გზაზე ჩვენს მიერ მიღწეული წარმატება. ჩვენი მნიშვნელოვანი პროგრესის საპასუხოდ წელს ველით ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას. საქართველო ევროპაა!,“ - დაწერა თავის მხრივ, ღარიბაშვილმა Twitter-ზე.

რა განცხადებები გააკეთეს ბორელმა და ღარიბაშვილმა რუსეთთან ფრენების აღდგენისა და სანქციების გვერდის ავლის საკითხებზე

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიესალმება იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. ამავდროულად, აღნიშნა, წუხს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენები აღდგა. „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა. მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იქნეს რუსეთი. ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას და იყოს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში, იყოს თავისუფალი ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში,“ – განაცხადა ბორელმა. „სანქციებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია. აი, ამ პოლიტიკური ძალის, რომელსაც ეს ტელევიზია წარმოადგენს. მათი ლობისტების, მათი ინტერესჯგუფების მიერ დაფინანსებული კამპანიები მთელ მსოფლიოში, რომ თითქოს საქართველო სანქციებს არღვევს. რეალობა აღმოჩნდა შემდეგი, რომ როცა თქვენი წარმომადგენელი ჩამოვიდა საქართველოში, ასევე ამერიკის სანქციების მთავარი წარმომადგენელი და ასევე, ბრიტანეთის წარმომადგენელი, მათ ხმამაღლა და ღიად თქვეს, რომ საქართველო სრულად ასრულებს ამ ვალდებულებებს და სანქციების დარღვევის არც ერთი მაგალითი არ დაფიქსირებულა. აი, ეს არის მაგალითი სიცრუესა და სიმართლეს შორის. სიცრუეს, რა თქმა უნდა, აქვს თავისი მიზანი, ეს მიზანია ქვეყნის დისკრედიტაცია, მათი მიზანი არის ის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ დავაახლოოთ ევროკავშირს“, - აღნიშნა თვის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთთან ფენების აღდგენას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „საქართველოში არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ დაფრინავს“. მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაშიც „აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ მუშაობს“. „რაც შეეხება რუსეთთან ფრენების აღდგენას, ჩვენ ამის თაობაზე მკაფიოდ განვმარტეთ, რომ საქართველოში არც ერთი სანქცირებული ავიაკომპანია და არც ერთი სანქცირებული თვითმფრინავი არ იფრენს და არ დაფრინავს. ასე რომ, აქაც ჩვენ ვიცავთ ჩვენ დისციპლინას და აბსოლუტურად სუფთად და გამჭვირვალედ ვმუშაობთ. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო სამი წელი იზრდება ძალიან სწრაფად, ჩვენ ვართ დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში, ბოლო ორი წელი გვქონდა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ახლა ჩვენ გვაქვს 7%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია არის დარეგულირებული - 0,9-ზე არის ინფლაცია.უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე. ქვეყნის რეზერვები არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ქვეყანა ძლიერდება, ვითარდება, მდიდრდება. ეს არის ჩვენი პირდაპირი ვალდებულება და მოვალეობა, ჩემი როგორც მთავრობის მეთაურის, რომ ქვეყანა დავიცვათ და გავაძლიეროთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა: „ჩვენ არაღიარების პოლიტიკა განსაზღვრული გვაქვს, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, იმ რეზოლუციებს და განცხადებებს, რომელსაც ჩვენ არ ვუერთდებით, ამას სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ. იმიტომ, რომ ვითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას, საფრთხეებს და რისკებს ვზომავთ. დამერწმუნეთ, მხოლოდ ეს მოტივაცია გვაქვს.“

ღარიბაშვილი ბორელს: უსამართლობას არ ვეგუებით, მნიშვნელოვანია, ის გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ, სამართლიანი იყოს - ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება რუსეთისთვის პოზიტიური გზავნილი იქნება

ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა. ჩვენ უსამართლობას არ ვეგუებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, სამართლიანი იყოს- ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება რუსეთისთვის პოზიტიური გზავნილი იქნება, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეფ ბორელს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ გასულ წელს უკრაინამ და მოლდოვამ ბონუსად, ავანსად მიიღეს სტატუსი ისე, რომ მათ არცერთი რეკომენდაცია არ ჰქონდათ შესრულებული, „ჩვენ კი სამართლიან მოპყრობას ვითხოვთ“. „ჩვენ გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში მოვყევით. ჩვენი მთავარი არგუმენტი არის შემდეგი, ჩვენ სამართლიან მოპყრობას ვითხოვთ. გასულ წელს უკრაინამ და მოლდოვამ ბონუსად, ავანსად მიიღეს სტატუსი ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არცერთი რეკომენდაცია, ჩვენ არ მივიღეთ. ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა. ჩვენ უსამართლობას არ ვეგუებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ სამართლიანი იყოს. ბორელი თბილისში სამი ძირითადი გზავნილით ჩამოვიდა რაც შეეხება იმას, თუ რა გზავნილი იქნება, როდესაც არავინ იცის, როდის დასრულდება უკრაინაში ომი, როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ასეთ რთულ ვითარებაში, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნეგატიური გზავნილი, პოზიტიური გზავნილი იქნება რუსეთისთვის. ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი რთულია, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება, მაგრამ ამავდროულად კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. კიდევ ვიმეორებ, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეთ. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს, მაშინ ჩვენი პოზიციაა შემდეგი, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს,“- აღნიშნა პრემიერმა.  ბორელის ვიზიტის პრიორიტეტული მიმართულება: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს

ბორელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ევროკავშირში მომავლისთვის ერთად მუშაობენ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ერთად მუშაობენ. „კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ვისაუბრეთ საქართველოს გზაზე ევროკავშირისკენ და რეგიონული უსაფრთხოების ვითარებაზე. საქართველო ჩვენი ძლიერი პარტნიორია. ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ევროკავშირში მომავლისთვის პროგრესზე ერთად მუშაობენ,“ - წერს ბორელი.  ბორელმა თბილისში შეხვედრები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო  

ზურაბიშვილი ბორელთან შეხვედრის შემდეგ: ევროინტეგრაცია წინსვლის ერთადერთი გზაა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „ევროინტეგრაცია წინსვლის ერთადერთი გზაა.“ „კარგი შეხვედრა მქონდა ჯოზეფ ბორელთან, ამ გადამწყვეტ მომენტში მისი ვიზიტის დროს. თქვენი ვიზიტით კიდევ ერთხელ მოწმენი ვართ საქართველოს ევროპული გზის მიმართ გამოხატული შეუქცევადი მხარდაჭერის. ევროინტეგრაცია წინსვლის ერთადერთი გზაა!“ წერს ზურაბიშვილი. ბორელი ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც ევროკავშირში მომავლისთვის ერთად მუშაობენ    

რა მოცულობის ფინანსური დახმარება გაუწია ევროკავშირმა საქართველოს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ვიზიტის პირველ დღეს, 7 სექტემბერს, პირველი განცხადებისას ისაუბრა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ მხარდაჭერაზეც. ჯოზეფ ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსადმი ევროკავშირის ერთგულება ასევე გამოიხატება ფინანსურ დახმარებაში. „ორმხრივი დახმარების ყველაზე დიდი მიმწოდებელი ვართ, თითქმის 340 მილიონი ევროთი 2021-2024 წლების პერიოდში. ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით ინვესტიციების სახით ჩადებულია დაახლოებით, 1.3 მილიარდი ევრო,” - განაცხადა ბორელმა. ბორელმა უკვე დღეეს, 8 სექტემბერს განაცხადა, რომ დღევანდელი დღე დაიწყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ჯოზეფ ბორელი თბილისში შეხვედრებს მართავს. ჯოზეფ ბორელი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. ახლა ის პრემიერთან მართავს მოლაპარაკებას. ბორელი თბილისს პირველი ოფიციალური ვიზიტით 7 სექტემბერს ეწვია. ბორელი თბილისში სამი ძირითადი გზავნილით ჩამოვიდა  

ბორელი თბილისში სამი ძირითადი გზავნილით ჩამოვიდა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის სამი გზავნილი წარმოადგინა, რომლითაც მისი თქმით, საქართელოში ჩამოვიდა. ჩემი საქართველოში ვიზიტის პროცესში, თქვენთან, ქართველ ხალხთან სამი ძირითადი გზავნილი მაქვს. პირველი არის ის, რომ ნამდვილად, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არამხოლოდ რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში. უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში.“ მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა. მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იქნეს რუსეთი. ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას და იყოს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. 3.  მესამე გზავნილი ეხება ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. დღეს ყველაზე ძლიერია ჩვენი ურთიერთობები. უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას და ეს არ არის უბრალო სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით, გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და მონიტორინგის მისია, რომელიც უკვე 15 წელია მუშაობს". ჯოზეფ ბორელის თქმით, 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული. ბორელის ვიზიტის პრიორიტეტული მიმართულება: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს

ჯოზეფ ბორელი: 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია - ევროპის გზაზე შემდგომი ნაბიჯები დამსახურებაზე იქნება დამოკიდებული

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 12 პრიორიტეტიდან 9 შესასრულებელია. ბორელი თბილისში სამი ძირითადი გზავნილით ჩამოვიდა „ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე და მიღწეულ შედეგზე და შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ, ეს ჩვენს დასკვნაში, რომ ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ 3 მათგანი და დანარჩენი 9 შესასრულებელია. თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად. უპირველესად უნდა მოხდეს დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სფეროების, ასევე სასამართლო სისტემის რეფორმა, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის შესასრულებლად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი. ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად არა მარტო იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ, ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება ქვეყანამ აიღოს, მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს,“ - განაცხადა ბორელმა. ბორელის ვიზიტის პრიორიტეტული მიმართულება: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს  

ბორელის ვიზიტის პრიორიტეტული მიმართულება: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს

7 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ეწვია. მან დღეს დაიწყო ოფიციალური შეხვედრები და ხაზი სწორედ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობას გაუსვა. „დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ჩვენ სრულად ვართ ერთგული საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისადმი,“ – დაწერა ჯოზეფ ბორელმა Twitter გვერდზე მას შემდეგ, რაც დარჩიაშვილს შეხვდა. მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან საქართველოს მიერთების მაჩვენებელმა, 31%-მდე დაიწია. საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის საკითხი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ასევე ახსენა პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე. „ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ერთიანი მიდგომა გვქონდეს, როდესაც შეთანხმების მიღწევას ვცდილობთ. შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს, ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან მათი პოზიციები ჩვენი პოზიციების თანმხვედრი იყოს. როდესაც კანდიდატები წევრ სახელმწიფოდ გადაიზრდებიან, მათაც იმავეს კეთება შეძლონ, თავსებადი იყოს პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერთან აღნიშნულზე საუბარი, საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ვახსენეთ ეს თავაზიანად. ეს საკითხი, მაჩვენებელი უნდა გაუმჯობესდეს. ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იყოს ხაზგასმით განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან თავსებადობაში უნდა მოვიდეს, ეს ყველა ქვეყნის მოთხოვნაც არის,“ - განაცხადა ბორელმა. ბორელმა თბილისში შეხვედრები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო  

ბორელი ღარიბაშვილს: პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი რისკია, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ის სამი გზავნილი წარმოადგინა, რომლითაც მისი თქმით, საქართელოში ჩამოვიდა. „რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს, ერთად და ძლიერად უნდა უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს პოტენციალი წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ ძლიერი ადმინისტრაცია გაქვთ, ცოცხალი სამოქალაქო სექტორი გყავთ და გჭირდებათ წარმატებისთვის თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში,“ - აღნიშნა ბორელმა. საპასუხოდ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი თემაა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციას და ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს იცავს და იმპიჩმენტის პროცედურაც ამიტომ დაიწყო. „პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის წმინდად სამართლებრივი საკითხი. ჩვენ ვაშენებთ ძლიერ დემოკრატიას, ევროპული სტილის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც, უპირველესად, იცავენ და პატივს სცემენ კონსტიტუციას. ვინ თუ არა პრეზიდენტი, პრემიერი, ზოგადად ხელისუფლება უნდა იყოს მაგალითი კონსტიტუციის დაცვის და პატივისცემის. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი. ეს არის წმინდად სამართლებრივი თემა, რაზეც ფორმალური რეაგირება გავაკეთეთ. განვმარტეთ, რომ იმის მიუხედავად, რომ ვიცით, პარლამენტში ხმების საკმარისი რაოდენობა არ გვაქვს, რომ იმპიჩმენტი მოხდეს, ვცემთ რა პატივს და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას, ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი სახელმწიფოს იმიჯს, ჩვენ ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციის პროცესთან,“ - განაცხადა პრემიერმა. ამავე პრსკონფერენციაზე ბორელმა განაცხადა: „საქართველოში ვიზიტის პროცესში, თქვენთან, ქართველ ხალხთან სამი ძირითადი გზავნილი მაქვს. პირველი არის ის, რომ ნამდვილად, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არამხოლოდ რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში. უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში. ბატონო პრემიერო, თქვენ ნამდვილად ბრძანეთ და გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას და ასევე, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან. უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და უმცირესობას უნდა ჰქონდეს თანამშრომლური სულისკვეთება. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა. რაც შეეხება მთავრობასა და მმართველ პარტიას. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ შემცირდეს პოლიტიკური დაძაბულობა, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იყოს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან ევროპეიზაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე, შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ჩვენს დასკვნაში. ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დანარჩენი ცხრა პროცესშია, შესასრულებელია. თუმცა, დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად. პირველ ყოვლისა, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის მისაღწევად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი. ჩემი გამოცდილებით, მინდა, გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად არამხოლოდ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება, ქვეყანამ აიღოს. მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს. ყველაზე ძლიერი ტრანსფორმაციული ძალაა. მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში: ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭიროა. მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს. საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რათა იზოლირებული იქნეს რუსეთი. ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, მკაფიოდ ითქვას და იყოს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას. საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიიღო გარკვეული ვალდებულება და უნდა ევროკავშირში წევრობა. ამ ეტაპზე ნამდვილად ბევრი მიმართულება არის გასაუმჯობესებელი. ჩვენ გვჭირდება რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის აღკვეთა, საომარი პროპაგანდა და სხვა ინიციატივები. ზუსტად ამისთვის, ევროკავშირში აქცენტი კეთდება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე საქართველოში, მედეგობის გამყარებაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლაზე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ცოცხალი დემოკრატიული სისტემა არსებობდეს ქვეყანაში, იყოს თავისუფალი ინფორმაცია. ინფორმაციის მიწოდება არის მნიშვნელოვანი ამ პროცესში,“ – განაცხადა ბორელმა.   ბორელის მესამე გზავნილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას ეხებოდა.

ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის - ბორელი

„ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ჩვენ გვსურს, რომ მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე,“ - ეს არის პირველი განცხადება, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თბილისში ვიზიტისას გააკეთა. „საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს არის გადამწყვეტი დრო თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს ევროკავშირში საქართველოს წინსვლასთან დაკავშირებით და პირველად ისტორიაში, საქართველოზე ანგარიშს, როგორც გაფართოების პროცესში მონაწილე ქვეყნის შესახებ წარადგენს. და ასეთ მნიშვნელოვან მომენტში მინდა, ძალიან მკაფიო ვიყო - ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი ერთგულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე. კარი ღიაა და გვინდა, ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ. მაგრამ ასევე უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი ასევე სერიოზული ვალდებულებაა. კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაზეც ქვეყნებს უფლება შეიძლება, ავტომატურად ჰქონდეთ. მას დამსახურება სჭირდება სერიოზული რეფორმებითა და ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებით. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო,” - განაცხადა ბორელმა.  

ბორელი: ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიდგეთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, მეტი დახმარება გზაშია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოში ვიზიტზე საკუთარ ბლოგში საუბრობს. ბორელის თქმით, ევროკავშირს სურს, საქართველო ევროპულ გზაზე წარმატებული იხილოს და სწორედ იმიტომ ჩამოვიდა თბილისში, რომ მოქალაქეებისთვის ეცნობებინა: „საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის.“  „გასულ კვირას ამჟამინდელი პოზიციით პირველად ვესტუმრე საქართველოს, რომ მეთქვა საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის, რომ საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. თუმცა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველოს სჭირდება მნიშვნელოვანი პროგრესი პოლიტიკური დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის, მართლმსაჯულების რეფორმის, საარჩევნო რეფორმისა და მედიის პლურალიზმის მიმართულებით. „მსურდა, სამი ძირითადი მესიჯი გამეზიარებინა ქართველ ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის. პირველი: ევროკავშირისთვის ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში სტუმრობისას იგრძნობთ ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას. თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ევროპული დროშა ვნახე, ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში შემხვედრია. ქართველების 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი მაჩვენებელია და ჩვენ სრულად ვაფასებთ ერთგულებას. ჩემი იქ ყოფნის დროს ყველა ჩემმა თანამოსაუბრემ დააფიქსირა თავისი თხოვნა, რომ საქართველომ მალე მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.“ ეს არის მოწოდება, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში გამუდმებით მოვისმინეთ ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. ეს არის მოწოდება, რომელიც არ გვინდა, გაუგონარი დარჩეს. თუმცა, ამ გზაზე საქართველოს მიმართ არის მკაფიო მოთხოვნები, რომლებიც ასახულია ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტში და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული საქართველოსთვის ევროპულ გზაზე შემდეგი ნაბიჯები. გასული ივნისის მდგომარეობით, საქართველომ სამი მათგანი შეასრულა, მაგრამ დანარჩენ ცხრაზე, საკმაოდ ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი. ეს ძირითადად ეხება პოლიტიკურ დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პლურალიზმსა და ადამიანის უფლებებს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არის ეროვნული ძალისხმევა, რომელიც უნდა დადგეს პარტიულ პოლიტიკაზე მაღლა. ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი.“   ბორელის თქმით, საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლაც ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ კონსტრუქციულად უნდა ითანამშრომლოს.    მან ასევე გაიმეორა, რომ მთავრობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ უნდა იმუშაონ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ თანამშრომლობას. ბორელის შეფასებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია.  „ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს. არც საქართველოსთვის და არც სხვისთვის. გაფართოების პროცესს ყოველთვის მკაფიო კრიტერიუმები მოჰყვება. ეს, რა თქმა უნდა, ევროკავშირის ღირებულებებისადმი შრომისმოყვარეობას, პოლიტიკურ ნებას და მკაფიო ერთგულებას მოითხოვს, მაგრამ, როგორც ჩემს ქართველ კოლეგებს ვუთხარი, საკუთარი ესპანური გამოცდილებიდან ვიცი, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დიდი ტრანსფორმაციული ძალა აქვს და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. ეს შრომა ღირს არამხოლოდ ევროკავშირის წევრად გახდომისთვის, არამედ, რაც მთავარია, მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. საქართველოს აქვს ძლიერი ადმინისტრაცია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. მას აქვს მთელი პოტენციალი ამ ისტორიული ამოცანის მისაღწევად,“ - წერს ბორელი.   „ჩემი მეორე მესიჯი ეხებოდა რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ. ევროკავშირი მხარს უჭერს უკრაინას და ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება. ევროკავშირი მიესალმება საქართველოს მკაფიო პოზიციას საერთაშორისო ფორუმებზე ამ კუთხით. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ძალისხმევის კოორდინაციას ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან რუსეთის საერთაშორისო იზოლაციისთვის. ამიტომ, მივესალმები საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას სანქციების გვერდის ავლით პრევენციის საკითხში. ამ მხრივ საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა და მე გამოვხატე ჩვენი მკაფიო აღიარება ამ ძალისხმევისთვის. თუმცა, ისიც უნდა მეთქვა, რომ ვწუხვართ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო, რაც თბილისს რუსების ევროპაში შემოყვანის ცენტრად აქცევს. ასევე საჭიროა მეტი ჩართულობა რუსეთის ჰიბრიდულ აქტივობებთან დასაპირისპირებლად, დაწყებული რუსეთის პროპაგანდისა და დეზინფორმაციული ომით. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოში დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ხელი შეუწყოს ინფორმაციით მანიპულაციისადმი მდგრადობას. დამოუკიდებელი მედია და ინფორმაციის სამართლიანი ხელმისაწვდომობა დემოკრატიის საფუძველია,“ - განაგრძობს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ამავე ბლოგს ქვესათაურებად, უცვლელად გთავაზობთ: საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა ჩვენს საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობა არის ვალდებულება, რომლის შესრულებასაც ჩვენ ველით ყველა ქვეყნიდან, რომლებიც მიისწრაფვიან, გახდნენ ევროკავშირის წევრები. ეს ასევე არის ვალდებულება, რომელიც თავად საქართველომ უკვე 2014 წელს აიღო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. თუმცა, ამ კუთხით, ახლა გაუმჯობესებისთვის საკმაოდ დიდ სივრცეს ვხედავ. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა ჩემი მესამე მესიჯი ეხებოდა ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. 2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია. ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვადასტურებთ კონკრეტული ქმედებებით: გვყავს აქტიური ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი და ჩვენი თავდადებული სამოქალაქო მისია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM), რომელიც იმყოფება ქვეყანაში ბოლო 15 წლის განმავლობაში. მისია პატრულირებს „ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ,“ სეპარატისტულ რეგიონებთან „სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან. ის ყოველდღიურად მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,ა ადგილზე სიტუაციის დაკვირვებით, ინციდენტების შესახებ მოხსენებითა და, ზოგადად, ადგილზე ყოფნით. ევროკავშირის მისიასთან ერთად, „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტულ რეგიონთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე ტერიტორია მოვინახულე. მე, რა თქმა უნდა, უკვე განვიხილე საქართველოს ხელისუფლებასთან კონფლიქტის ირგვლივ არსებული ვითარება, მაგრამ ასევე მქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდი „ადმინისტრაციული საზღვრის“ მიმდებარედ მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას. მათ მიამბეს მათი ყოველდღიური გაჭირვების შესახებ - გაყოფილი ტერიტორიები, რომლებზეც წვდომა აღარ არის პენსიის მიღებამდე. ისინი ძვირს იხდიან ამ კონფლიქტში. ძლიერი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსთან ჩვენ ასევე დავამყარეთ მზარდი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ქვეყანამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს სამხედრო მისიებში მთელ მსოფლიოში. ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაში ეხმარება ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) მეშვეობით. დღეისათვის ჩვენ გამოვყავით 62 მილიონი ევრო არალეტალური აღჭურვილობისთვის, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიზისების დროს სწრაფი რეაგირებისთვის. პირველი პარტია უკვე ჩვიდა საქართველოში და მეტი დახმარება გზაშია. დასასრულს, ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის იყო ნათელი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვინდა ,ვიხილოთ საქართველო წარმატებული ევროპულ გზაზე და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა.

ბორელი დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი დაუანონსებელი ვიზიტით ოდესაში ჩავიდა. ბორელის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს რუსეთის ბარბაროსული თავდასხმების შედეგად დაზარალებული ადგილების აღდგენას. „ოდესა მშვენიერი ისტორიული ქალაქია. ის ახალი ამბების სათაურებში თავისი ნათელი კულტურისა და სულის წყალობით უნდა იყოს. ამის ნაცვლად ის ახალ ამბებში როგორც პუტინის ომის სამიზნე ხვდება. ევროკავშირი მხარს უჭერს ობიექტების სტაბილიზებას, რომლებიც რუსეთის ბარბაროსული განადგურების შედეგად დაშავდნენ. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიიდან. უკრაინას სრული უფლება აქვს თავი დაიცვას რუსული აგრესიისგან და საკუთარ ტერიტორიაზე სრული კონტროლი აღადგინოს,“ - განაცხადა ბორელმა. ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ფერიცვალების ტაძარი განადგურდა ბორელმა აღნიშნა, რომ „უკრაინას აქვს სრული უფლება, დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან და დაიბრუნოს სრული კონტროლი მის ტერიტორიაზე“. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც კიევს დასჭირდება.  

ბორელი: ევროკავშირმა 27 000-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოამზადა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ 27000-ზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ ევროკავშირში მომზადება გაიარა. ცნობისთვის, 2024 წლისთვის დაგეგმილია უკრაინის შეიარაღებული ძალების 40 ათასამდე მებრძოლის გადამზადება. შაბათს, 30 სექტემბერს, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ოდესაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ვიდეომიმართვა მან ოდესის ფერისცვალების ტაძრის ფონზე ჩაწერა. ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ფერიცვალების ტაძარი განადგურდა    

ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან, ხურვალეთის სიახლოვეს იმყოფებოდა. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ცნობით, დელეგაციას დამკვირვებლებმა მიაწოდეს ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შესახებ. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან მხარდაჭერას საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართ. 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიღწევების აღნიშვნასთან ერთად, მე ასევე ვიყურები მომავლისკენ. ევროკავშირის ერთგულება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში რჩება ურყევი,“ - განაცხადა ბორელმა. „ვესაუბრე მათ, ვისაც მოუწია საკუთარი სახლების დატოვება და მითხრეს, რომ ჩვენი მისია მათ აძლევს უსაფრთხოების შეგრძნებას. ჩვენ არ გვაქვს ჯადოსნური ჯოხი, სასწაულებს ვერ ვახდენთ, მაგრამ პატრულირების 100 ათასი საათი ძალიან შთამბეჭდვია. ემოციურია ამ ადამიანების ცხოვრების პირობების ხილვა. ძალიან ემოციურია ამ ადამიანების მოსმენა, რომლებიც გვებნებიან, შეხედეთ ეს არის ჩემი სახლი, ჩემი მიწა არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე და მისი დამუშავება არ შემიძლია. ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ, რითიც შეგვიძლია,“ – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ბორელი კიევში: უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კიევში ვიზიტის დროს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის დახმარების მთლიანმა მოცულობამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია. უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თანხა მოიცავს 25 მილიარდ ევროს სამხედრო დახმარებას და 60 მილიარდ ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას. ბორელმა აღნიშნა, რომ მან "კონსტრუქციული შეხვედრა" გამართა ახლახან დანიშნულ თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან, რომლის დროსაც განიხილეს ქვეყნის გადაუდებელი სამხედრო საჭიროებები, როგორიცაა საბრძოლო მასალა და უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება. ერთი დღით ადრე, 30 სექტემბერს, ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ბორელი ეწვია უკრაინის სამხრეთ ქალაქ ოდესას, რომელიც, მისი თქმით, „აქტუალური უნდა იყოს მისი ცოცხალი კულტურული სულისკვეთებით, მაგრამ ამის ნაცვლად ახალ ამბებშ ის როგორც (ვლადიმერ) პუტინის ომის ხშირი სამიზნე ხვდება.“ ბორელმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი გააფართოებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, მიუხედავად აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებისა, შეაჩეროს კიევისთვის დახმარება მომდევნო 45 დღის განმავლობაში, თავისი შუალედური ბიუჯეტიდან. მისივე თქმით, ევროკავშირი უკრაინის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან ვალდებულებებს ამზადებს. „ვნახავთ, რა მოხდება შეერთებულ შტატებში და ჩვენი მხრიდან ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას“, - თქვა ბორელმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ევროკავშირი დგას უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც უკრაინას დასჭირდება“, - ამბობს ბორელი ვიდეოში, რომელიც ოდესის ტაძარში ჩაწერა. ფერიცვალებს ტაძარი მძიმედ დაზიანდა რუსული სარაკეტო თავდასხმის დროს, რომელიც ივლისში მოხდა.  

კიევი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ისტორიულ შეხვედრას მასპინძლობს

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში იკრიბებიან. ეს პირველი ასეთი შეხვედრაა. ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული. „ჩვენ ვიწვევთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ისტორიულ შეხვედრაზე უკრაინაში, კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოში,“ - წერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ბორელთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ევროკავშირის ოფიციალურ პირებს მიესალმა. ისინი საგარეო საქმეთა საბჭოს სესიაზე შეიკრიბნენ. ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული. კულებამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან კიევში, უკრაინისადმი ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერის გზავნილია. ევროკავშირის მთავარი დიპლომატები ასევე შეისწავლიან პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას, მიმდინარე ომის დასასრულებლად. ბორელი კიევში: უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია  

ბორელი: უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებზე

ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი "სტრუქტურირებული და მუდმივია" და არ არის დამოკიდებული ბრძოლის ველზე განვითარებულ მოვლენებზე "მომდევნო დღეებში ან კვირებში", განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა უკრაინის მედია ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენი მხარდაჭერა არ არის დამოკიდებული ერთდღიან მიღწევებზე. ეს არის მუდმივი, სტრუქტურირებული მხარდაჭერა, რადგან ჩვენ ევროპისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე ვდგავართ," - აღნიშნა ბორელმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები კონტრშეტევის დროს ძლიერი რუსული თავდაცვის წინაშე დგანან, რაც ართულებს მათ პროგრესს. „უკრაინელი ჯარისკაცები დიდი გამბედაობით იბრძვიან რუსეთის შთამბეჭდავი თავდაცვის სიმაგრეების წინ,” - განაცხადა ბორელმა. სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს სიმაგრეები 25 კილომეტრის სიღრმეზეა. ბორელი კიევში: უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერამ 85 მილიარდ ევროს მიაღწია ჯო ბაიდენი: არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ უკრაინის მიმართ ამერიკის მხარდაჭერა შეწყდეს ცნობისთვის, 30 სექტემბერს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების წარმომადგენლებმა მთავრობის დაფინანსებისთვისა და მუშაობის შეჩერების (ე.წ. „შათდაუნის”) თავიდან ასაცილებლად შეთანხმებას მიაღწიეს. კანონპროექტი მთავრობას კიდევ 45 დღის განმავლობაში მუშაობის საშუალებას მისცემს. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა (D-NY), უმცირესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა (R-KY) და ასიგნებების კომიტეტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ სენატი იმუშავებს უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად. 2021 წლის იანვრიდან შეერთებულმა შტატებმა 44,5 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო უკრაინის უსაფრთხოების დახმარებისთვის. ეს მოიცავს 43,9 მილიარდ დოლარზე მეტს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.  

კულება: ევროკავშირმა უკრაინის გაწევრიანებაზე კონსენსუსს მიაღწია

„ევროკავშირმა მიაღწია კონსენსუსს უკრაინის ბლოკში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რაც „მხოლოდ დროის საკითხია,“ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ 2 ოქტომბერს განაცხადა. „ყველას გადაწყვეტილი აქვს წინსვლა მაქსიმალური სისწრაფით, ყველა იმ რეფორმის გათვალისწინებით, რომელიც უკრაინამ გაატარა, ახორციელებს და განახორციელებს,“ - განმარტა კულებამ პრესკონფერენციაზე კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. „ჩვენი მთავარი სიგნალი ასეთი იყო: ჩვენ შევასრულებთ ევროკომისიის შვიდივე ძირითად რეკომენდაციას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. მოველით, რომ ეს შეფასდება პატიოსნად, გამჭვირვალედ, დამატებითი პირობების გარეშე. ატმოსფერო (შეხვედრის) აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს კონსენსუსი ამ საკითხზე," - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ევროკავშირის წევრი 27-ვე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები 2 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქში ჩავიდნენ. ევროკავშირის ფაგრლებს გარეთ ეს მათი პირველი შეხვედრა იყო.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც აშშ უკრაინას უწევს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება როგორც ევროკავშირის, ასევე, აშშ-ის მხარდაჭერა. მან ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უწევს. „ჩემი და უკრაინელების იმედი და მჯერა, რომ ყველას იმედი, ვისაც ამ ომში პუტინის გამარჯვება არ სურს, შეეხება გზების პოვნას, რომ ამ საკითხს შეერთებულ შტატებში დაუბრუნდებიან და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ,“ - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. კითხვას, შეუძლია თუ არა ევროკავშირს, შეავსოს ხარვეზი შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარების ჩასანაცვლებლად? - ბორელმა უპასუხა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის დახმარების გაზრდას გეგმავს, თუმცა შეერთებულ შტატებს ვერ ჩაანაცვლებს. „რა თქმა უნდა, ევროპა ვერ ჩაანაცვლებს შეერთებულ შტატებს. ევროპა ზრდის მის მხარდაჭერას, რომელიც წინადადების პროექტში სამოქალაქო და ეკონომიკური საჭიროებებისთვის 50 მილიარდ ევროს ითვალისწინებს, 20 მილიარდს კი სამხედრო საჭიროებისთვის,“ - აღნიშნა ბორელმა. შეგახსენებთ, რესპუბლიკელი კევინ მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს. მანამდე კონგრესმა ამოიღო დებულებები უკრაინის შემდგომი დახმარების შესახებ შეთანხმებიდან, რამაც თავიდან აიცილა მთავრობის ნაწილობრივი დახურვა. ბაიდენმა მიანიშნა, რომ ეძებს ალტერნატიულ გზებს უკრაინის დახმარების შესანარჩუნებლად. „ჩვენ შეგვიძლია, მხარი დავუჭიროთ უკრაინას შემდეგი ტრანშით, რომელიც გვჭირდება,” - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა. „არის სხვა საშუალებები, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია, ვიპოვოთ დაფინანსება,“ - განმარტა ბაიდენმა დეტალების დაზუსტების გარეშე. პენტაგონი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ თუ კონგრესი არ იმოქმედებს, დაფინანსება უახლოეს თვეებში ამოიწურება.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კონგრესის მიერ უკრაინისთვის საჭირო დახმარების უარყოფის გამო იმედგაცრუებულია. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მინდა, გავიზიარო პრეზიდენტის იმედგაცრუება, რომ მიუხედავად კონგრესის მიერ უკრაინის ხანგრძლივი და ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერისა, რეზოლუცია, რომელიც შაბათს კონგრესმა მიიღო, არ შეიცავს მნიშვნელოვან დახმარებას უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა მილერმა. მისივე განმარტებით, „მიუხედავად იმისა, რომ აქვთ, შესაძლებლობა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა უახლოეს მომავალში, უკვე ამოწურეს უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დახმარების დაფინანსების უმეტესი ნაწილი." „აუცილებელია, რომ კონგრესმა მიიღოს ზომები. კონგრესის ორივე პალატის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, რადგან ეს მხოლოდ უკრაინას არ ეხება. საუბარია იმ სამყაროზე, რომელშიც გვინდა, რომ ვიცხოვროთ. თუკი პრეზიდენტ პუტინის მსგავს ავტორიტარებს მივცეთ უფლებას, გააკეთონ ის, რაც სურთ, მაშინ მთელი გაეროს წესდება დაიმსხვრევა და ჩვენ ვიცხოვრებთ სამყაროში, სადაც ასეთი აგრესია შეიძლება, ყველგან, ნებისმიერ დროს მოხდეს. ეს ბევრად უფრო ძვირი და საშიში იქნებოდა ამერიკელი ხალხისთვის. არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, დავუშვათ, შეწყდეს ამერიკის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ,“ - აღნიშნა მილერმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური უწყებების მუშაობის შეჩერების თავიდან ასაცილებლად დროებითი ბიუჯეტი დაამტკიცა. დოკუმენტში უკრაინისთვის დახმარება არ არის გათვალისწინებული. ბორელმა ამერიკელ კანონმდებლებს კიევიდან მოუწოდა, გადახედონ უკრაინის საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას. ჯო ბაიდენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი არ ითვალისწინებს ფინანსურ დახმარებას უკრაინისთვის, ის მოელის, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, კევინ მაკკარტი „შეინარჩუნებს თავის ვალდებულებას უკრაინელი ხალხის მიმართ და უზრუნველყოფს ამ კრიტიკულ მომენტში უკრაინის დასახმარებლად საჭირო მხარდაჭერის მიღებას.“ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კონგრესის სადავო გადაწყვეტილების ფონზე, მოკავშირეებს უდასტურებს, რომ აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.  

ჯოზეფ ბორელი: უკრაინა, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა, ხელს უწყობს დანარჩენ ქვეყნებს, ეს რიგი დაიწყებს მოძრაობას, მაგრამ ყველა მათგანს სჭირდება მორგებული მიდგომა

ესპანეთის ქალაქ გრანადაში შეკრებილი ევროპელი ლიდერები სტრატეგიულ საკითხებს განიხილავენ, ფოკუსშია ორი დიდი საკითხი – გაფართოება და მიგრაცია. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა, რომ არის 10 კანდიდატი ქვეყანა, ყველას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა. „გაფართოვებას რაც შეეხება, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მორგებული მიდგომით. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამ მიდგომით, ნათელი გონებით, რომელიც მათ ბიძგს მისცემს, რომ უფრო სწრაფად გაწევრიანდნენ, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა. უკრაინა, რომელიც კანდიდატი ქვეყანაა, ხელს უწყობს დანარჩენ ქვეყნებს, რომლებიც წინ იდგნენ, ეს რიგი დაიწყებს მოძრაობას, მაგრამ ყველა მათგანს სჭირდება მორგებული მიდგომა,“ – განაცხადა ბორელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.  

ევროკავშირი ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკირებას არ ემხრობა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ისრაელის მთავრობა საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დაადანაშაულა. საკითხი ეხება „ჰამასის“ თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის მიერ ღაზისთვის ტოტალური ბლოკადის დაწესებას.  ამასთან, ბორელის ცნობით, წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას, შემოწმდეს როგორ იხარჯება პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციისთვის გაწეული ფინანსური დახმარება, რათა დარწმუნდნენ, რომ ევროკავშირის მხარდაჭერას არანაირი კავშირი არ აქვს მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასის“ საქმიანობასთან. 10 ოქტომბერს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო სხდომის შემდეგ, ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ გმობენ ისრაელზე „ჰამასის" ტერორისტულ შეტევას და სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს - მოითხოვენ მძევლების გათავისუფლებას, მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვას და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემას, რაც ნიშნავს, რომ ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობას არ უნდა გადაუკეტონ წყლის, ელექტროენერგიის და სურსათის მიწოდება. ბორელის განცხადებით, ღაზის სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ჰუმანიტარული დერეფნებით ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობა. აშშ, ისრაელთან და ეგვიპტესთან ერთად, ღაზაში მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის იდეას განიხილავს ბორელის თქმით, ევროკავშირის სახელმწიფოთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რადგან დახმარების შეწყვეტა იქნება დიდი შეცდომა და საჩუქარი ამ ადმინისტრაციასთან დაპირისპირებული „ჰამასისთვის". მისივე თქმით, პალესტინელი, ტერორისტი არ არის და ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის გამო კოლექტიური დასჯა უსამართლო და კონტრპროდუქტიული იქნება. 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და რიგმა სხვა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. გაეროს მიერ 11 ოქტომბერს, დილით განახლებული ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები დატოვა 263 000-მა ადამიანმა. ბენიამინ ნეთანიაჰუ: ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც „ჰამასის“ სასტიკმა თავდასხმამ გვაიძულა როდის და რატომ შეიქმნა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ რატომ იწვევს „ჰამასის“ თავდასხმის დრო კითხვებს - BBC-ის ანალიზი როგორ იყენებს კრემლი „ჰამასის“ თავდასხმას, რომ უკრაინისგან დასავლეთის ყურადღება გადაიტანოს - ISW-ს ანალიზი ნეთანიაჰუ მთავრობის მხრიდან დიდი ზეწოლის ქვეშ იქნება, რათა გააკეთოს ის, რასაც ადრე სხვა ლიდერების მსგავსად, თავს არიდებდა - მედია რას უკავშირებს ვაშინგტონი ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი გლობალურ ეკონომიკას ახალი რისკების წინაშე აყენებს - Reuters

ბორელი: ვერ დავუშვებთ, პუტინმა მარიონეტული მთავრობა დააყენოს კიევში

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბრიუსელი მიუღებლად მიიჩნევს უკრაინის კაპიტულაციას ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინაშე. ბორელის თქმით, უკრიანელები დამოუკიდებლად ვერ დაიცავენ თავს და მათ სჭირდებათ ევროპული დახმარება. „ჩვენ არ შეგვიძლია, პუტინს უფლება მივცეთ, დააყენოს მარიონეტული მთავრობა კიევში და განათავსოს რუსული არმია პოლონეთის საზღვარზე,“ - განაცხადა ბორელმა. მანვე აღნიშნა, რომ პუტინი ალბათ ორჯერ დაფიქრდებოდა უკრაინაში შეჭრაზე, რომ სცოდნოდა, როგორ დაუჭერდნენ მხარს კიევს ევროკავშირი და სხვა ქვეყნები. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

ბორელი ორბანს: უნგრეთს ევროკავშირის წევრობას არავინ ავალდებულებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა ჯოზეფ ბორელმა უნგრეთის პრემიერს შეახსენა, რომ მის ქვეყანას არავინ ავალდებულებს, ევროკავშირის წევრი იყოს. ამ სიტყვებით ბორელმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს უპასუხა, რომელმაც უნგრეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბჭოთა ოკუპაციის ორმოც წელს შეადარა. „უნგრეთმა საბჭოთა ოკუპაციის შესახებ ბევრი რამ იცის. მახსოვს 1956 წლის ბუდაპეშტი რუსული ტანკებით ქუჩებში, 9 წლის ვიყავი... მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ მსგავსებას საბჭოთა ოკუპაციასა და ბერლეიმონტში მომხდარს შორის (ევროკომისიის შტაბბინა - რედ. ). მე იქ არცერთი ტანკი და არცერთი იარაღი არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, არავინ ავალდებულებს უნგრეთს, იყოს ევროკავშირის წევრი. ეს თავისუფალი არჩევანია,“ - განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა. ცნობისთვის, 18 ოქტომბერს ორბანი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს შეხვდა და გახდა ევროკავშირის პირველი ლიდერი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს მას შემდეგ შეხვდა, რაც მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გამოსცა. როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უკრაინას: სანქციებიდან სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებამდე  

ევროკავშირი პუტინს პოლონეთის საზღვარზე ჯარის განლაგების უფლებას ვერ მისცემს - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეპ ფორელმა განაცხადა, რომ ბრიუსელში დაუშვებლად მიიჩნევენ უკრაინის კაპიტულაციას ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინაშე. „ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ პუტინმა კიევში მარიონეტული მთავრობა შექმნას და პოლონეთის საზღვარზე რუსული არმია განათავსოს," - განაცხადა ბორელმა. მანვე აღნიშნა, რომ პუტინი ალბათ ორჯერ დაფიქრდებოდა უკრაინაში შეჭრაზე, რომ სცოდნოდა, როგორ დაუჭერდნენ მხარს კიევს ევროკავშირი და სხვა ქვეყნები. ბორელის თქმით, უკრიანელები დამოუკიდებლად ვერ დაიცავენ თავს და მათ სჭირდებათ ევროპული დახმარება.  

ჯოზეფ ბორელი: მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს - სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს

„მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს“ შესაბამისი პოსტს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი X-ე ავრცელებს. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაუნდობლობის ახალ მწვერვალს მიაღწია იმის ფონზე, რომ 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბომბა. მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს. ჩვენი დახმარება გრძელდება, იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა,” - წერს ჯოზეფ ბორელი.  

ბორელი: რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონოა

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი “კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას.“ „ევროკავშირი კატეგორიულად გმობს კირბალში რუსი მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობასა და კიდევ ერთი პირის დაკავებას. მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ. რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, უკანონოა," - წერს ბორელი. ცნობისთვის, კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ერთი მოქალაქე გაიტაცეს. შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ “სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.“ განცხადებები გაავრცელებს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა. შსს-მ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. ერგნეთში ქართული მხარის მოთხოვნით, შეხვედრა ჩაინიშნა. ევროკავშირის მონიტორინგის მისია, სოფელ კირბალთან სროლის ფაქტს ადასტურებს და „უკიდურეს შეშფოთებას“ გამოთქვამს. მისია აცხადებს, რომ „რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.“ ასევე გაეცანით: ირაკლი ანთაძე: ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე სუს-ი: სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

ბორელი ახლო აღმოსავლეთში ტურნეს აანონსებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ისრაელს და კიდევ 5 ქვეყანას ეწვევა. „ამ კვირაში გავემგზავრები ისრაელში, პალესტინაში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, კატარსა და იორდანიაში, რათა განვიხილო ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობისა და დახმარების საკითხები, ასევე, პოლიტიკური საკითხები რეგიონის ლიდერებთან. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური ჰორიზონტი ორი სახელმწიფოს გადაწყვეტისკენ. ამის მიღწევა მხოლოდ დიალოგით არის შესაძლებელი,“ - წერს ბორელი X-ზე.  

დეკემბერში ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის, რომელიც უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ წინადადებებს წარადგენს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ დეკემბერში ევროკავშირი კიევში მისიას გაგზავნის, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ ევროკავშირის წინადადებებს წარადგენს.  „თქვენ იცით, რომ ევროპელმა ლიდერებმა ბოლო ევროპულ საბჭოზე დავალებად მომცეს, რომ შემექმნა ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებები უკრაინის მიმართ. ამაზე წევრ ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ. მომდევნო თვის დასაწყისში, უკრაინაში, ჩვენი წინადადებების განსახილველად, მისიას გავგზავნი," - განაცხადა ბორელმა.  

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, სომხეთში მისიის გაფართოებასა და ვიზალიბერალიზაციაზე დისკუსიის გააქტიურებას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა, სომხეთში მისია გაზარდოს. ბორელის ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარი დაუჭირეს სომხეთში სამოქალაქო მისიის გაზრდის წინადადებას, რომელიც „აზერბაიჯანთან საზღვრის რთულ მონაკვეთებზე“ მეტი პატრულირების განხორციელების შესაძლებლობას შექმნის. „ჩვენ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს სომხეთის დესტაბილიზაციის მცდელობის მიმართ, როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ჩემი გზავნილი აზერბაიჯანისთვის ნათელი იყო, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერი მცდელობა მიუღებელი იქნება და ამას ჩვენი ურთიერთობების ხარისხზე მძიმე შედეგები ექნება,“ - განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპის მშვიდობის ფონდიდან სომხეთის შესაძლო მხარდაჭერა და სომხეთის მოქალაქეებისთვის „ვიზა ლიბერალიზაციის ვარიანტი.“ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ეს გადაწყვეტილება ევროკომისიას შესაბამის დროში წარედგინება, რის შემდეგაც კომისიამ უნდა შეიმუშაოს წინადადებები გადაწყვეტილების განსახორციელებლად. ამ წინადადებებით გაირკვევა, რამდენად და რა ფორმით გაფართოვდება სომხეთში განთავსებული ევროკავშირის მისია (EUMA), და რა ტიპის დახმარებას მიიღებს ერევანი ბრიუსელისგან. ევროპული კომისიის გადაწყვეტილებას, თავის მხრივ, ბლოკის 27-ვე წევრმა უნდა გაუკეთოს რატიფიცირება.  

ბორელი: ეუთოს მინისტერიალზე ლავროვი კვლავ მოისმენს, რატომ არის მოსკოვი იზოლირებული

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომას კარგ შესაძლებლობად განიხილავს, რათა რუსეთს კიდევ ერთხელ მოასმენინონ, რატომ აღმოჩნდა იზოლაციაში. ბორელი სკოპიეშია, რომელიც 30 ნოემბერსა და პირველ დეკემბერს ეუთოს მინისტერიალს მასპინძლობს. სხდომაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მონაწილეობის გამო მინისტერიალს უკრაინის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ბორელმა განმარტა, რომ ესმის "ზოგიერთი მონაწილე სახელმწიფოს უხერხულობა" ჩრდილოეთ მაკედონიის არჩევანის გამო, დაუშვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვი მინისტერიალზე. „თუმცა ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ჩვენს საერთო მიზნებს, რომ შევინარჩუნოთ მულტილატერალიზმი,“ განმარტა ბორელმა. გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა „კიდევ ერთხელ უნდა მოისმინოს“ დანარჩენი მონაწილეებისგან, თუ რატომ არის მოსკოვი იზოლირებული უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. „და შემდეგ ის შეძლებს, დაბრუნდეს კრემლში და მოახსენოს კრემლის ოსტატს, რომ ევროკავშირი და ეუთო ერთიანი რჩებიან. ეს (შეხვედრა) მაინც სასარგებლო იქნება ამ თვალსაზრისით. “ - აღნიშნა ბორელმა. კარპენტერი ეუთოს მინისტერიალზე: ჩვენ ვგეგმავთ, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთის აგრესიაზე და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სხვა დელეგაცია შეუერთდება ამ საშინელი აქტის დაგმობას  

ბორელი: საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე განვიხილავთ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე განიხილავენ უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას. შესაბამისი კომენტარი ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა გააკეთა. „რუსეთმა ბოლო 2 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. საჭიროა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერება, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები. ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის უსაფრთხოების ვალდებულებებს, არსებულ წინადადებებს, რათა გავზარდოთ ჩვენი წვლილი უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებში," - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.  

ჯოზეფ ბორელი: კარგი ახალი ამბავია, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მოვუწოდებ, გააგრძელოს ამ გზით სიარული

ბრიუსელში ევროკავშირის წევრი საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა მედიას განუცხადა, რომ განსახილველ საკითხებს შორისაა უკრაინა და ღაზის სექტორი. მას ქართველმა ჟურნალისტებმა ჰკითხეს საქართველოსთან დაკავშირებით. ბორელის თქმით, კარგი ახალი ამბავია, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ. მან მოუწოდა ქვეყანას, გააგრძელოს ამ გზით სიარული. ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა ეს კვირა წარმატებული საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით, ბორელმა უპასუხა: „საქართველო კარგად მუშაობს. ყველა ანალიზი და წინადადებები ევროკომისიისგან იყო ძალიან პოზიტიური. მე მოვუწოდებ საქართველოს, გააგრძელოს ამ გზით სიარული.“ „ძალიან ბევრი რამ მოხდა მსოფლიოს ამ ნაწილში. ბელორუსის ადგილი იქნება ცარიელი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვახდინოთ ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაცია და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ ძალებს. მთელი აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი არის რთულ სიტუაციაში. მათ შორის ბელორუსი, უკრაინა, ასევე კავკასიაში. კარგი ახალი ამბავი არის, რომ საქართველო წინ მიიწევს ევროკავშირის წევრობისკენ, მაგრამ სიტუაცია სომხეთში მოითხოვს ჩვენგან ძლიერ მხარდაჭერას და ვნახოთ, როგორ შეიძლება, ეს მხარდაჭერა გავზარდოთ და როგორ უნდა დავტოვოთ აღმოსავლეთ პარტნიორობა დღის წესრიგში, რადგანაც ეს ჩვენი აღმოსავლეთ საზღვარია. ჩვენი აღმოსავლეთის საზღვარი არის ადგილი, სადაც ცხელი წერტილები იზრდება,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  

ბორელი: დაპირებები უნდა შევასრულოთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი გაფართოებას ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკად მიიჩნევს. „ჩემთვის, როგორც საგარეო პოლიტიკაში მომუშავე ადამიანისთვის, ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ჩვენ გვაქვს ვალდებულებები ბევრი ადამიანის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენ უნდა ავჩქარდეთ და შევასრულოთ საქმე. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციური საქმიანობის ადაპტირება, რათა ვიმუშაოთ უკეთესად 27-ზე მეტი წევრის პირობებში. ეს ჩვენი პრობლემაა. ჩვენ უნდა შევასრულოთ დაპირებები, თავიდან ავირიდოთ იმედგაცრუება და შევასრულოთ შექმნილი მოლოდინები,“ – განაცხადა ბორელმა. ამასთანავე, ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია და უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით. „საქართველო კარგად მუშაობს, საქართველომ წარმატებას მიაღწია. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით,“ განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.  

ჯოზეფ ბორელი: თუ პუტინს მივცემთ საშუალებას, უკრაინაში ომი მოიგოს, ევროკავშირს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, ევროკავშირის პროექტი მნიშვნელოვნად დაზიანდება. ბორელის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი საფრთხეს უქმნის არამხოლოდ კიევს, არამედ, ევროპულ დემოკრატიას. „თუ ჩვენ არ შევცვლით კურსს უახლოეს მომავალში და არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, თუ პუტინს მივცემთ საშუალებას, მოიგოს ომი უკრაინაში და ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას ღაზაში, ჩვენს პროექტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში საკითხავი ის კი არ არის, შეუძლია თუ არა რუსეთს უკრაინის ფრონტის ხაზზე დამარცხება, არამედ ის, თუ რას აკეთებს ევროპა იმისთვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს.  

ბორელი: დემოკრატიას საფრთხე ემუქრება, საჭიროა მთლიანი შესაძლებლობების მობილიზება, კურსის სწრაფად შეცვლა

„რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „არ დაკმაყოფილდება შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით“ და მას ომის გაგრძელება საბოლოო გამარჯვებამდე სურს,“ განაცხადა ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა Guardian-თან ინტერვიუში. ბორელის შეფასებით, პუტინი უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. „მნიშვნელოვანია, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს. რისთვის ვართ მზად? ნამდვილად მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა? ეს არის კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ. პუტინი არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს უკრაინის ნაწილით და დანარჩენ უკრაინას ნება დართოს, ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ის არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით. ის უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. ასე რომ, ჩვენ დიდი ხნით უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის. პუტინმა გადაწყვიტა, ომი გააგრძელოს საბოლოო გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის თქმით, რუსეთი აგრძელებს მეზობლებისთვის საფრთხის შექმნას, რადგან ის ყოველთვის იყო იმპერია და „ვერასდროს ვერ გახდა ერი.“ „ის კვლავ მზადაა, იბრძოლოს, დაუშვას თავისი ხალხის სიკვდილი, დაიღუპოს თავისი ხალხი. რუსეთს არასოდეს შეეძლო, ერი გამხდარიყო. ის ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად. ეს უცვლელია რუსეთის და მისი პოლიტიკური იდენტობისთვის და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის,“ - აღნიშნა ბორელმა. მანვე აღნიშნა, რომ პუტინი შეცდა თავისი არმიის შესაძლებლობების შეფასებაში, შეცდა უკრაინის წინააღმდეგობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ევროკავშირის ნებასთან დაკავშირებით, ტრანსატლანტიკური ალიანსის სიძლიერესთან დაკავშირებით. მაგრამ ის ისევ ისე ფიქრობს. ის მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტის ივნისში დაგეგმილი არჩევნები შეიძლება, ისეთივე საბედისწერო იყოს, როგორც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები. ბორელის თქმით, რაღაც უცნობის მიმართ ამომრჩევლის შიშმა, შესაძლოა, მემარჯვენე პოპულისტური პარტიების მიმართ მათი მხარდაჭერა განაპირობოს. „მეშინია შიშის, მეშინია, რომ ევროპელები ხმას აძლევენ, რადგან ეშინიათ. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ შიში უცნობისა და გაურკვევლობის მიმართ წარმოქმნის ჰორმონს, რომელიც უსაფრთხოების რეაგირებას ითხოვს. ეს ფაქტია,“ - განუცხადა მან Guardian-ს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ არსებობს შეშფოთების რეალური და აღქმული მიზეზები, მაგრამ მოუწოდებს ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ, წარმოადგინონ სიტუაციის ნათელი ანალიზი. „თუ ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ვფიქრობ, ევროპული არჩევნები ისეთივე საშიში იქნება, როგორც აშშ-ის არჩევნები,“ - აღნიშნავს ბორელი. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაში ევროკავშირის არსებობა საფრთხეშია. „შესაძლოა, ეს ის მომენტია, როდესაც ჩვენ უნდა შევხედოთ საფრთხეს, რომელიც მოდის დიდი ძალისგან, რომელიც ემუქრება ჩვენს დემოკრატიას, რომელიც ემუქრება არამხოლოდ უკრაინას, არამედ, თავად ევროპას და ჩვენ თუ სწრაფად არ შევცვლით კურსს, თუ არ მოვახდენთ მთელი ჩვენი შესაძლებლობების მობილიზებას, ეს პუტინს უკრაინის ომში მოგების საშუალებას მისცემს. ანალოგიურად, თუ ჩვენ ვერ შევაჩერებთ ტრაგედიას, რომელიც ხდება ღაზაში, ვფიქრობ, ჩვენი პროექტი ძალიან დაზიანდება,“ - აღნიშნა ბორელმა.   

ჯოზეფ ბორელი: რუსეთი ყოველთვის იყო იმპერია, ეს უცვლელია და საფრთხეა მისი მეზობლებისთვის

ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს მეზობლებისთვის საფრთხის შექმნას, რადგან ის ყოველთვის იყო იმპერია და „ვერასდროს ვერ გახდა ერი.“ „ის კვლავ მზადაა, იბრძოლოს, დაუშვას თავისი ხალხის სიკვდილი, დაიღუპოს თავისი ხალხი. რუსეთს არასოდეს შეეძლო, ერი გამხდარიყო. ის ყოველთვის იყო იმპერია მეფესთან, საბჭოთა კავშირთან და ახლა პუტინთან ერთად. ეს უცვლელია რუსეთის და მისი პოლიტიკური იდენტობისთვის და აქედან გამომდინარე, საფრთხე მისი მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის,“ - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

ბორელი: ჩვენ დიდი ხნით უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის, პუტინმა ომის გაგრძელება გადაწყვიტა

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის ჯოზეფ ბორელის შეფასებით, პუტინი უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. „მნიშვნელოვანია, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ იმისათვის, რომ რუსეთმა ომი არ მოიგოს. რისთვის ვართ მზად? ნამდვილად მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც საჭიროა? ეს არის კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ. პუტინი არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს უკრაინის ნაწილით და დანარჩენ უკრაინას ნება დართოს, ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ის არ შეიძლება, დაკმაყოფილდეს შეზღუდული ტერიტორიული გამარჯვებით. ის უარს არ იტყვის ომზე, მით უმეტეს, ამერიკის არჩევნებამდე, რამაც შესაძლოა, მას ბევრად უფრო ხელსაყრელი სცენარი წარუდგინოს. ასე რომ, ჩვენ დიდი ხნით უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის. პუტინმა გადაწყვიტა, ომი გააგრძელოს საბოლოო გამარჯვებამდე,“ - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.  

რუსეთი პასუხს აგებს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის - ბორელი

რუსეთი, რომელიც უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მასიურად ბომბვას, პასუხს აგებს ამ ომის დანაშაულებისთვის. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სოციალურ პლატფორმ X-ზე დაწერა. „რუსეთმა ახალი წელი დაიწყო ასზე მეტი რაკეტისა და უპილოტო თვითმფრინავის გასროლით კიევში, ხარკოვსა და სხვა ქალაქებში, მიზანში იღებს მშვიდობიანი მოსახლეობას, ანადგურებს საცხოვრებელ უბნებს და სასიცოცხლო ინფრასტრუქტურას. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ,“ - წერს ბორელი. 2 იანვარს რუსეთმა უკრაინაზე მასიური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის 99 სამიზნედან 72, მათ შორის 10 Kh-47M2 Kh-47M2 Kinzhal ბალისტიკური რაკეტა. რუსული თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, დაშავდა 130, დაზიანდა 250-ზე მეტი სამოქალაქო ობიექტი.  

ბორელი და პოლონელი მინისტრი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის დახმარების საკითხი განიხილეს. როგორც ბორელი სოციალუ პლატფორმა X-ზე წერს, საუბრის დროს მათ „გაიზიარეს შეშფოთება უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების გაზრდის შესახებ.“ მხარეებმა ასევე განიხილეს სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ზომების გაძლიერების გზები. „შევთანხმდით უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით და საზენიტო რაკეტებით. ჩვენ ასევე განვიხილეთ სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების გაძლიერების გზები, ვინაიდან მესამე ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ევროპული ექსპორტით შეიძლება, რუსეთში რეექსპორტი განხორციელდეს,“ - წერს ბორელი.  

ჯოზეფ ბორელი ლიბანში: ღაზის სექტორი უნდა იყოს მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი

ვროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც ლიბანში იმყოფება, განაცხადა, რომ ღაზის სექტორის მომავალი პალესტინის სახელმწიფოს უკავშირდება. ბეირუთში, ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, აბდალა ბუ ჰაბიბი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს შეხვდა. ბუ ჰაბიბმა თავის მხრივ, დაადასტურა, რომ „ლიბანის მთავრობა ცდილობს შეამციროს ესკალაცია და გამოიჩინოს თავშეკავება. „ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა ერთხმად არის შეთანხმებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ღაზის სექტორი მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი უნდა იყოს. ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა რეალობად იქცეს,“ - განაცხადა ბორელმა. Reuters-ის ცნობით, ბორელმა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება და გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.“ „აბსოლუტურად მნიშვნელოვანია ლიბანის რეგიონულ კონფლიქტში ჩათრევის თავიდან აცილება,“ - განაცხადა ბორელმა. დასავლეთი ცდილობს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელება თავიდან აიცილოს. ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერის ჯოზეფ ბორელის ვიზიტის პარალელურად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთში ერთკვირიანი ტურნე თურქეტში ვიზიტით დაიწყო. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

მედია: ბორელი „ჰეზბოლას“ წარმომადგენელს შეხვდა

Euractiv ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ წარმომადგენელს შეხვდა. ბორელის შეხვედრა მცდელობის ნაწილია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში ლიბანის ჩაბმის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მედია წერს, რომ ევროკავშირის წყარომ აღნიშნული შეხვედრის გამართვა დაადასტურა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ისრაელის სამხედრო ბაზა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ დაბომბეს. წყაროს ცნობით, ევროკავშირი „აწარმოებს დიპლომატიურ დიალოგს ყველა შესაბამის პოლიტიკურ წარმომადგენელთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე არსებულ სიტუაციაზე ან დაინტერესებულნი არიან ამით.“ როგორც Reuters-ი 6 იანვარს წერდა, ბორელმა ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქატისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ „აუცილებელია ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილება და გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონულ კონფლიქტს გამარჯვებული არ ეყოლება.“ ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. დაპირისპირებაში უკვე ჩართულია მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო, "ჰეზბოლას" ძალები ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე და წითელ ზღვაში - სატრანსპორტო მარშრუტების ნაწილი. ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე კანადის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.  

ბლინკენისა და ბორელის ახლო აღმოსავლური მისიის მოლოდინები და მიზნები

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა 5 იანვარს ახლო აღმოსავლეთში ვიზიტები დაიწყეს. აშშ-ისა და ევროკავშირის გაცხადებული მიზანია, შეაკაონ ღაზის სექტორში მიმდინარე კონფლიქტის გავრცელება დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანსა და წითელი ზღვის სანაოსნო გზებზე. ვიზიტები იმართება ზუსტად სამი თვის შემდეგ, რაც ისრაელს აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასი“ დაესხა თავს, რასაც ისრაელის მიერ საომარი მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა. ისრაელმა პირობა დადო, რომ ომი გაგრძელდება, ვიდრე „ჰამასი“ საბოლოოდ არ განადგურდება. ბოლოს ამის შესახებ „მტრებსაც და მეგობრებსაც“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შეახსენა. ისრაელის შეიარაღებული ძალები ღაზის სექტორზე იერიშებს კვლავ აგრძელებენ და აძლიერებენ. ომი ნაწილობრივ ლიბანზეც გავრცელდა. 2 იანვარს, დედაქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ლიდერის მოადგილე სალეჰ ალ-არური თავდასხმის შედეგად მოკლეს. "ჰეზბოლამ", რომელიც ისრაელისა და მისი მოკავშირის, აშშ-ის, ასევე კანადის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, განაცხადა, რომ 6 იანვარს, დილით, საპასუხოდ, ისრაელის სადამკვირვებლო პუნქტს 62 სარაკეტო დარტყმა მიაყენა. ისრაელს ოფიციალურად არ უღიარებია, რომ „ჰამასის“ ლიდერის მოადგილე მათი თავდასხმის მსხვერპლია. ბორელის ვიზიტი ლიბანში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ლიბანში ვიზიტისას გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ლიბანი შეიძლება, რეგიონულ კონფლიქტში აღმოჩნდეს ჩათრეული. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ახლო აღმოსავლეთში თავიდან აიცილონ კონფლიქტის გაფართოება. მან გააფრთხილა ისრაელი, რომ „რეგიონული კონფლიქტით ვერავინ მოიგებს.“ ლიბანში ბორელის ვიზიტის ოფიციალური და გაცხადებული მიზანია ლიბან-ისრაელის საზღვარზე ვითარების და კონფლიქტის რეგიონული ესკალაციის თავიდან აცილების განხილვა. ბორელმა ლივანში ვიზიტისას ასევე ხაზი გაუსვა, რომ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ორი სახელმწიფოს შექმნის მოგვარება რეალობად უნდა იქცეს. მანვე აღნიშნა, რომ ღაზის სექტორი „პალესტინის უფრო ფართო საკითხის ნაწილია“ და ის „მომავალი პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი უნდა გახდეს.“ ლიბანის შემდეგ ბორელი საუდის არაბეთში გაემგზავრა. მანამდე Euractiv ლიბანურ მედიაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ჯოზეფ ბორელი ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ წარმომადგენელს შეხვდა. ბორელის შეხვედრა მცდელობის ნაწილია, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომში ლიბანის ჩაბმის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად. მედია წერს, რომ ევროკავშირის წყარომ აღნიშნული შეხვედრის გამართვა დაადასტურა მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ მებრძოლებმა ისრაელის სამხედრო ბაზა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობის საპასუხოდ დაბომბეს. წყაროს ცნობით, ევროკავშირი „აწარმოებს დიპლომატიურ დიალოგს ყველა შესაბამის პოლიტიკურ წარმომადგენელთან, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილზე არსებულ სიტუაციაზე ან დაინტერესებულნი არიან ამით.“  ენტონი ბლინკენის ტურნე სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სტამბულში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენმა ერდოღანთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების, მძევლების გათავისუფლების, ჰუმანიტარული დახმარების გაფართოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შემცირების აუცილებლობას. „მდივანმა ბლინკენმა და პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე „განიხილეს ევროპის უსაფრთხოების პრიორიტეტები, მათ შორის, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი, შვედეთის NATO-ში გაწევრიანების პროცესის დასრულება და ვაჭრობისა და ინვესტიციების გაძლიერება შეერთებულ შტატებსა და თურქეთს შორის.“ მანამდე ბლინკენი თურქ კოლეგას შეხვდა. „ენტონი ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ფიდანმა  განაგრძეს დისკუსია ღაზის სექტორში კონფლიქტის შესახებ. მდივანმა ხაზი გაუსვა კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების აუცილებლობას, პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მნიშვნელობას და ყველა მხარის პასუხისმგებლობას, გრძელვადიანი უსაფრთხოების მისაღწევად როგორც ისრაელებისთვის, ასევე, პალესტინელებისთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის,“ - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თურქეთში გამართულ შეხვედრებზე ასევე განიხილეს NATO-ს მოკავშირეების საერთო პრიორიტეტები. მდივანმა ხაზი გაუსვა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების რატიფიცირებისთვის საბოლოო ნაბიჯების დასრულების მნიშვნელობას, სანქციებიას და ექსპორტის კონტროლის თავიდან აცილების საკითხებს. „ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი არ გავრცელდეს. ერთ-ერთი რეალური შეშფოთების სფეროა საზღვარი ისრაელსა და ლიბანს შორის და ჩვენ გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ იქ ესკალაცია არ მოხდეს. ჩვენ ვეძებთ დიპლომატიურ გზებს, რათა შვეცადოთ, განვმუხტოთ ეს დაძაბულობა, რათა ადამიანებმა თავიანთ სახლებში იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ, და ეს არის ის, რაზეც ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ეს იქნება იმ დისკუსიების ნაწილი, რომელიც ჩვენ გვექნება უახლოეს დღეებში არამხოლოდ ისრაელში, არამედ, ზოგიერთ სხვა დაინტერესებულ ქვეყანაში,“ - აღნიშნა ბლინკენმა. მედიის შეკითხვას, ისაუბრეს თუ არა 6 იანვარს მომხდარ თავდასხმაზე, ბლინკენმა უპასუხა: „დეტალურად - არა, მაგრამ ჩვენ ორიენტირებულნი ვიყავით გამოწვევების მთელ სერიაზე, რომლებიც უკავშირდება სტაბილურობას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას და კიდევ, იმ როლზე, რომელიც თურქეთს შეუძლია, შეასრულოს კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილების თვალსაზრისით,“ - აღნიშნა ბლინკენმა უკვე საბერძნეთში ვიზიტისას. ერდოღანმა ბლინკენს სტამბოლის საპრეზიდენტო კომპლექსში უმასპინძლა აღსანიშნავია, რომ ერდოღანი ისრაელს მწვავედ აკრიტიკებს და მას ომის დანაშაულში სდებს ბრალს. თურქეთი აქტიურად ითხოვს ცეცხლი შეწყვეტას. შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ანკარა „ჰამასს“ ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიიჩნევს. Reuters-ის წყაროს ცნობით, ბლინკენი ასევე იმედოვნებს პროგრესს მოლაპარაკებებში იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება, ღაზის სეტორის მართვა და ასევე სურს, მეტი გაიგოს, მიაღწევს თუ არა ისრაელი თავის მიზანს „ჰამასთან“ ბრძოლაში. „ვაშინგტონს სურს, რომ რეგიონულმა ქვეყნებმა, განსაკუთრებით, თურქეთმა, თავისი როლი შეასრულონ ღაზის სექტორის აღდგენაში, მართვაში და, შესაძლოა, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში,“ განაცხადა ოფიციალურმა პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით. CNN-ის ცნობით, ენტონი ბლინკენი ისრაელის ოფიციალურ პირებთან გააგრძელებს დისკუსიებს ღაზის სექტორში ომის შემდეგი ეტაპის შესახებ, რომელიც აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდოდ, მალე დაიწყება. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ერთად მოგზაურობს, Reuters-ს ასევე განუცხადა, რომ ვაშინგტონი იმედგაცრუებულია ხანგრძლივი პროცესით, თუმცა დარწმუნებულია, რომ ანკარა მალე დაამტკიცებს შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას. ენტონი ბლინკენი ახლა კატარში იმყოფება. ის უკვე ეწვია თურქეთს, საბერნეთსა და იორდანიას. კატარის შემდეგ ბლინკენი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, ისრაელსა და ეგვიპტეში ჩავა. „იორდანიაში სტუმრობისას, მეფემ, აბდულამ, ბლინკენს მოუწოდა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ისრაელზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ნათქვამია სასახლის განცხადებაში, რომელიც მას ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის "კატასტროფული შედეგების" შესახებ აფრთხილებს. კატარის პრემიერ-მინისტრ შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა განაცხადა, რომ გაეროს შეუძლია, გავლენა იქონიოს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა დევნილმა პალესტინელებმა შინ დაბრუნება შეძლონ. პრესკონფერენციაზე კატარის პრემიერმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში ისრაელის მიერ ჰამასის ლიდერის მკვლელობამ ბეირუთში, ზეგავლენა იქონია კატარის შესაძლებლობაზე, შუამავლობა გასწიოს „ჰამასსა“ და ისრაელს შორის. თუმცა, მისი თქმით, დოჰა გააგრძელებს თავის მცდელობებს. ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელში ვიზიტისას ის ისრაელის ოფიციალურ პირებს ეტყვის, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. დოჰაში, კატარში, სადაც 7 იანვარს ჩავიდა, ბლინკენმა განაცხადა, რომ პალესტინის მშვიდობიან მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ნება, დაბრუნდნენ შინ და ისინი არ უნდა გახდნენ იძულებულნი, დატოვონ ღაზის სექტორი. „ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ თავიდან ავიცილოთ ამ კონფლიქტის გავრცელება,“ - განაცხადა ბლინკენმა 7 იანვარს იორდანიაში იყო. რეგიონში ეს მისი მეოთხე ვიზიტია მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელში კი, ბლინკენი უკვე მეხუთედ ჩავა.

უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ - ევროპის მხარდაჭერა გრძელდება - ჯოზეფ ბორელი

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, რომელზედაც ახლო აღმოსავლეთის კრიზისს, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას და სხვა საკითხებს განიხილავენ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მედიას განუცხადა, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება. „ის ფაქტი, რომ ჩართული ვართ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გადაწყვეტის გზების ძიებაში არ ნიშნავს, რომ არ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. მინისტრებთან განვიხილავ ჩვენს უწყვეტ მხარდაჭერას უკრაინის მიმართ. ნუ ღელავთ, უკრაინელებმა არ უნდა ინერვიულონ. ევროპის მხარდაჭერა გრძელდება ისევე მტკიცედ, როგორც ყოველთვის და გაგრძელდება,“ - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში. ბორელის თქმით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება არ უნდა გაუარესდეს. „მე არ ვისაუბრებ სამშვიდობო პროცესზე, მაგრამ მსურს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის პროცესი,” - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებას და ევროკავშირისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

Guardian: ევროკავშირი ისრაელს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ უბიძგებს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ისრაელთან დაკავშირებით მედიის შეკითხვებს უპასუხა. The Guardian-ი წერს, რომ ევროკავშირი ისრაელს ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ უბიძგებს მისი შეფასებით, ისრაელის მთავრობის წინააღმდეგობა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტასთან დაკავშირებით მიუღებელია. „მიუღებელია [ისრაელის] განცხადება, რომ არ მსურს ასეთი გადაწყვეტა,“ განუცხადა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში, სადაც ევროკავშირისა და ახლო აღმოსავლეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. მან განმარტა, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ორი სახელმწიფოს პრინციპს ემხრობა. „რა სხვა გადაწყვეტა აქვთ მათ მხედველობაში? რომ ყველა პალესტინელი წავიდეს? მათი ამოხოცვა?” - განაცხადა ბორელმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის 27 წევრის საბოლოო მიზანი კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტაა. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ „ჰამასი“ პრობლემის ნაწილია, მაგრამ ის, თუ როგორ ცდილობს ისრაელი მებრძოლი ჯგუფის განადგურებას, არასწორია და თესავს სიძულვილს, რომელიც თაობებს გადაეცემა. დღევანდელ შეხვედრას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი და პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრი, რიად ალ-მალიკიც ესწრებიან. ნეთანიაჰუ ბაიდენს: პალესტინის სუვერენიტეტის მოთხოვნა ისრაელის უსაფრთხოებას ეწინააღმდეგება  

ბორელი უკრაინას ეწვევა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შედეგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში უკრაინას ეწვევა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბორელი უკრაინაში ჩადის, რომ დაადასტუროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, კერძოდ, განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილების განხორციელების შესახებ უკრაინას 5 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან. ბორელის თქმით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეასუსტონ. „პირიქით, დროა, მეტი გავაკეთოთ და უფრო სწრაფად: ფინანსური რესურსებით, სამხედრო აღჭურვილობით, ჯარისკაცების წვრთნებით და ყველაფრით, რაც უკრაინას თავის დასაცავად სჭირდება,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენების შესახებ პოლიტიკური შეთანხმება არსებობს. ასევე, მიმდინარეობს დისკუსიები უკრაინის იარაღით მხარდაჭერის ფონდის შესახებ. „იმედი მაქვს, ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი 5 მილიარდი ევროთი შევავსოთ, რათა უკრაინის დახმარების ფონდი შეიქმნას,“ - აღნიშნა ბორელმა.  

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გაყინული რუსული აქტივების უკრაინისთვის გამოყენების გეგმაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას, რომ გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინისთვის შემოსავლების გადაცემის შესახებ სამუშაო მალე დასრულდეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. „მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე დასრულდება… დისკუსიები გაგრძელდება ელჩების დონეზე, მაგრამ ვხედავ, რომ შეთანხმებასთან ახლოს ვართ,“ - განუცხადა ბორელმა ჟურნალისტებს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. მან განმარტა, რომ ევროკავშირი მიზნად ისახავს, ოფიციალურად მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს მომდევნო შეხვედრამდე, რომელიც 19 თებერვალს არის დაგეგმილი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბორელი უკრაინაში ჩადის, რომ დაადასტუროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, კერძოდ, განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილების განხორციელების შესახებ უკრაინას 5 მლრდ ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდიდან. ბორელის თქმით, მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ახლა არ არის ის დრო, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შეასუსტონ. ბორელი უკრაინას ეწვევა  

ბორელი: ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობაში მეტი ინვესტირება „აბრეშუმის გზას“ ახალ სიცოცხლეს შესძენს, დაგვაკავშირებს პარტნიორებთან სამხრეთ კავკასიასა და თურქეთში

ბრიუსელში ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის დაკავშირებადობაში მეტი ინვესტიციების განხორციელებაზე ისაუბრა. ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპამ და ცენტრალურმა აზიამ უნდა განამტკიცონ თავიანთი მედეგობა და მოახდინონ პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება. ბორელმა აღნიშნა, რომ ეს ფორუმი ამ მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. „ინვესტიციები საჭიროა, რათა შევძლოთ ძველი დამოკიდებულებების შეცვლა, დივერსიფიცირება და ახალი ალტერნატივების პოვნა ტრანსპორტისთვის, ენერგეტიკისა და მიწოდების ჯაჭვებისთვის. ეს ახალ სიცოცხლეს შესძენს უძველეს „აბრეშუმის გზას,“ დაგვაკავშირებს ჩვენს პარტნიორებთან თურქეთსა და სამხრეთ კავკასიაში. ეს არის ჩვენი გამოწვევა. სწორედ ამიტომ ვართ აქ, რათა მოვძებნოთ ფინანსური რესურსები, რომ ეს რეალობად ვაქციოთ,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. მიმდინარე წელს ევროკავშირისა და ცენტრალური აზიის სამიტი უზბეკეთში გაიმართება. „დღეს ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ საზღვრებზე. საზღვრები ირღვევა. საზღვრები დაპირისპირების წინა ხაზებია. თუმცა საზღვრები ასევეა დედამიწის კანზე ისტორიის მიერ დატოვებული იარები. ისტორია იწერებოდა საზღვრებით დედამიწის ზედაპირზე, ზოგჯერ ცეცხლითა და ბრძოლით. ჩვენ უნდა გადავლახოთ საზღვრები. ჩვენ უნდა გავცდეთ საზღვრებს, რათა კონტაქტი გვქონდეს მეორე მხარეს მყოფ ადამიანებთან. ჩვენ უნდა გავხადოთ საზღვრები გამჭვირვალე. ისინი იარსებებს, თუმცა ჩვენ მათ ვერ დავინახავთ. მთელ მსოფლიოს შეუძლია – გახადოს საზღვრები გამჭვირვალე, რომ ადამიანებმა, ტვირთებმა, მომსახურებამ ერთი ქვეყნიდან მეორეში რაც შეიძლება მარტივად შეძლონ გადანაცვლება,“ - აღნიშნა ბორელმა. ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისთვის ათი მილიარდი ევრო გამოიყოფა  

ბორელი: შევთანხმდით, რომ კიდევ 20 000 უკრაინელი ჯარისკაცი მოვამზადოთ

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინის არმიისთვის დამატებით 20 ათასი ჯარისკაცს მოამზადებენ. „ჩვენ თითქმის დავასრულეთ უკრაინის არმიისთვის თითქმის 40 ათასი ჯარისკაცის მომზადების მისია. დღეს შევთანხმდით, რომ კიდევ 20 000 ჯარისკაცი მოვამზადოთ. ზაფხულის ბოლოს, ეს მაჩვენებელი 60 000 მიაღწევს და თქვენ იცით, რომ კარგი წვრთნა, ბრძოლის ველზე, სიცოცხლის გადარჩენას ნიშნავს," - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. გერმანია წელს კიდევ 10000 უკრაინელ ჯარისკაცს მოამზადებს  

ჯოზეფ ბორელი: ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას ფეთქებადსაშიში უწოდა. მას შემდეგ, რაც აშშ-მ სირიასა და ერაყში ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებს დაარტყა, ბორელმა ყველა მხარეს მოუწოდა, თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში. „ყველა უნდა ეცადოს, რომ ვითარება ფეთქებადი არ გახდეს. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ესკალაციის თავიდან აცილება სცადოს,“ - განაცხადა ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ბორელს აშშ-ის დარტყმები პირდაპირ არ უხსენებია, მაგრამ გაიმეორა გაფრთხილება, რომ ახლო აღმოსავლეთი "არის „ქვაბი“, რომელიც შეიძლება, აფეთქდეს." მან მიუთითა ღაზის სექტორში ომზე, ძალადობაზე ლიბანის საზღვრის გასწვრივ, დაბომბვებზე ერაყსა და სირიაში და თავდასხმებზე წითელ ზღვაში. ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა  

კიევში საჰაერო განგაშის გამო, ბორელი თავშესაფარში გადაიყვანეს

კიევში საჰაერო განგაშის გამო ჯოზეფ ბორელმა დილა თავშესაფარში გაატარა. „დილას თავშესაფარში ვიწყებ, როცა კიევში საჰაერო განგაშის სიგნალები ისმის. ეს მამაცი უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობაა, მას შემდეგ რაც რუსეთმა თავისი უკანონო აგრესია დაიწყო,“ - წერს ჯოზეფ ბორელი X-ზე. უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევას, რომლის გამოც საჰაერო განგაში ოთხ საათზე მეტხანს გაგრძელდა, მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.

ბორელი კიევში: რუსეთის იზოლაციას გავაგრძელებთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინაში წარმოებული ომის გამო რუსეთმა პასუხი უნდა აგოს. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას უნდა მიეწოდოს დახმარება არამხოლოდ იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც დასჭირდება, არამედ - რაც კიევს სჭირდება. „ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის იზოლაციას და სანქციებს: ჯერჯერობით მივიღეთ 12 პაკეტი. მე-13 პაკეტზე მუშაობა გრძელდება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე. რუსეთმა უკრაინაში გამოწვეული ზარალისთვის პასუხი უნდა აგოს,“ აღნიშნა ბორელმა. ევროკავშირი უკრაინას მილიონ-ნახევარ საარტილერიო ჭურვს გადასცემს  

ბორელი: მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ ეტაპზე

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას ულოცავს. ბორელი სოციალურ ქსელში წერს რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ელის. „ვულოცავ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მის გუნდს. მოუთმენლად ველით საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობების ამ ისტორიულ, ევროკავშირის გზაზე წინსვლის ეტაპზე,“ - წერს ბორელი სოციალურ ქსელ X-ზე. პარლამენტმა დაამტკიცა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც პრემიერი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი პრემიერის რანგში 20-21 თებერვალს ბრიუსელში შედგება.  

ბორელი: ჩვენ არ შეგვიძლია სანქციების დაწესება მესამე ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთს ეხმარებიან

Bloomberg-ის თანახმად, რუსეთის ნავთობის ექსპორტის 45%-ზე მეტს მართავდა ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტი“, რომელიც ევროპული და ამერიკული სანქციების გვერდის ავლისთვის შეიქმნა. რუსეთმა ასევე შეცვალა თავისი სავაჭრო გზები და მიჰყიდა ნახშირწყალბადები ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, რომლებსაც სანქციები არ ეკისრებათ. ამასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა უპასუხა. „ევროპული სანქციები არ არის ექსტრატერიტორიული, ჩვენ შეგვიძლია, სანქციები დავაწესოთ ჩვენს სუბიექტებზე, რადგან ისინი ექვემდებარებიან ჩვენს კანონს, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია სანქციების დაწესება მესამე ქვეყნებზე,“ - აღნიშნა ბორელმა. როგორც უკრაინული მედია წერს, ყირგიზეთი - მოსკოვის ხელმძღვანელობით ეკონომიკური გაერთიანების წევრი, ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომლის მეშვეობითაც, სამხედრო და არასამხედრო ტექნოლოგიები ახლა შედის რუსეთში, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლით.  

ბორელი აშშ-ს სთავაზობს, ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხს გადახედოს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აშშ-ს სთავაზობს, რომ ისრაელის სამხედრო დახმარების საკითხს გადახედოს. ჯოზეფ ბორელმა ჯო ბაიდენის სიტყვები გაიხსენა, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის პასუხი „ზედმეტად მკაცრი“ იყო. „თუ ფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, თქვენ შეგიძლიათ, ნაკლები იარაღი მიაწოდოთ, რათა უამრავი ადამიანის სიკვდილი თავიდან აიცილოთ. თუ საერთაშორისო საზოგადოება თვლის, რომ ეს ხოცვა-ჟლეტაა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება, შეიძლება, ჩვენ იარაღის მიწოდების საკითხზე დავფიქრდეთ,“ - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. 10 თებერვალს ისრაელმა ინტენსიური საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის ქალაქ რაფაჰზე, რომელსაც თავს აფარებს მოსახლეობის დიდი ნაწილი. მანამდე, პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავის სამხედროებს უბრძანა, "მოემზადონ ოპერაციისთვის" ამ სამხრეთით მდებარე, სასაზღვრო ქალაქში, რომელიც პალესტინელებისთვის უკანასკნელ თავშესაფრადაა ქცეული. გავრცელებული ინფორმაციით, რაფაჰს თავს აფარებს 1,3 მილიონი ადამიანი. ნეთანიაჰუს მხრიდან ჩაფიქრებულ შეტევას მწვავე კრიტიკა მოჰყვა უფლებადამცველი ორგანიზიების და ვაშინგტონის მხრიდან. პალესტინელები ამბობენ, რომ გასაქცევი აღარსად რჩებათ. გასული წლის 7 სექტემბერს დასავლეთის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებული „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. ისრაელმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა და „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო.  

სომხეთი და ევროკავშირი ახალ ამბიციური პარტნიორობის დღის წესრიგზე მუშაობას იწყებენ - ბორელი

სომხეთმა და ევროკავშირმა გადაწყვიტეს, დაიწყონ მუშაობა ამბიციური ახალი პარტნიორობის დღის წესრიგზე, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან არარატ მირზოიანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ბრიუსელში. ბორელი მიესალმა სომხეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში და მოუწოდა სომხეთს, კიდევ უფრო გაუმკლავდეს გამოწვევებს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. „ჩვენი გადაწყვეტილება გვიგზავნის ორმხრივი ინტერესის ძლიერ სიგნალს ჩვენი ურთიერთობების ახალ სტრატეგიულ ფაზაში გადაყვანაზე და უზრუნველყოფს მკაფიო საგზაო რუკას და ხედვას წინსვლისთვის,” - აღნიშნა ბორელმა დასძინა, რომ ”მომავალი დღეს იწყება.” მან ასევე მიულოცა სომხეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება და მას "ძალიან მნიშვნელოვანი და გაბედული გადაწყვეტილება" უწოდა.  „ჩვენ ასევე განვიხილეთ ვარიანტები ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დასაწყებად,“ - აღნიშნა ბორელმა და მოუწოდა სომხეთს, გააძლიეროს რეფორმები ამ საკითხში პროგრესისთვის. მან გაიმეორა ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს სომხეთის მონაწილეობას შავი ზღვის ელექტრო კაბელის პროექტში და სხვა რეგიონალური კავშირის პროექტებში. „დღეს მე უნდა გავიმეორო ევროკავშირის სრული ვალდებულება, მხარი დაუჭიროს მდგრად და გრძელვადიან მშვიდობას, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ევროკავშირის მისია სომხეთში ახლახან გაძლიერდა და გააგრძელებს წვლილს ნორმალიზების მცდელობებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფაში,“ - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატმა. უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს მთიანი ყარაბაღიდან დევნილი სომხების მხარდაჭერას და დასძინა, რომ კომისიამ გამოაცხადა დამატებითი 5,5 მილიონი ევროს უზრუნველყოფა, ჰუმანიტარული დახმარების სახით.  

ევროკომისარი ვარჰეი: შევთანხმდით საქართველოსთან, დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ ევროკავშირის-საქართველოს საბჭოს მერვე სხდომაზე განიხილება ევროპული საბჭოს 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შემდგომი ეტაპი. „დღეს ევროკავშირის-საქართველოს საბჭოს მერვე სხდომაზე ჩვენ განვიხილავთ ევროპული საბჭოს 2023 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების შემდგომ ეტაპს. საჭიროა, შესრულდეს გაფართოების შესახებ 2023 წლის ანგარიშის რეკომენდაციებში წარმოდგენილი ცხრა ნაბიჯი. ჩვენ ვაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოს მხარდაჭერას,“ – აცხადებს ოლივერ ვარჰეი. მისი თქმით, დისკუსიის დროს საქართველოსთან შეთანხმდნენ, რომ დაჩქარდება ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება. „დისკუსიის დროს ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთან, დავაჩქაროთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის შესრულება. ჩვენს დაკავშირებადობის დღის წესრიგს აქვს შავი ზღვის ორივე მხარეს მცხოვრები მრავალი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესების უზარმაზარი პოტენციალი,“ – აცხადებს ოლივერ ვარჰეი.  

ირაკლი კობახიძე ჯოზეფ ბორელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს − ჯოზეფ ბორელს შეხვდა. მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრეს. „ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების შედეგია. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობას განაგრძობს იმისთვის, რომ გაიხსნას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. პრემიერ-მინისტრმა ამ მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ღირებული ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი კობახიძემ გასულ წელს საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მისი შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მთავრობის ხელმძღვანელმა ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტს თანადგომისთვის, ევროკავშირსა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა,“ აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი ხელმძღვანელობს. სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ირაკლი კობახიძე ბრიუსელში 19 თებერვალს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და NATO-ში. ამასთან, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ასევე მონაწილეობას მიიღებს NATO-საქართველოს კომისიის სხდომაში. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი; ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი; საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.  

ბორელი: ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას და საქართველოს საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდეთ - რაც შეეხება მეორე ფრონტს, სერიოზულად არავინ განიხილავს ამას

„ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას და საქართველოს ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობა - რაც შეეხება მეორე ფრონტს, სერიოზულად არავინ განიხილავს ამას,“ - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ბორელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი სხვაგვარი ურთიერთობით, რომელიც იქნება საქართველოსა და უკრაინას შორის, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს. „ჩვენ გვსურს, რომ უკრაინას და საქართველოს ჰქონდეს საუკეთესო ურთიერთობა. ნებისმიერი სხვაგვარი საკითხით, რომელიც მათ შორის იქნება, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი ისარგებლებს. ცხადია, რომ მე გავაკეთებ მაქსიმალურს, რათა მივაწოდო ეს გზავნილი უკრაინას და საქართველოს, რომ მათ ჰქონდეთ საუკეთესო ურთიერთობა. რაც შეეხება მეორე ფრონტს, ეს გრძელი ისტორიაა. სერიოზულად არავინ განიხილავს ამას და მე ვერ ვხედავ, რომ ეს მოსალოდნელია უკრაინის მხრიდან და ზოგადად ვინმეს მხრიდან,“ - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გააორმაგოს ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში - სამი გზავნილი ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „უკრაინის მთავრობის წევრებისგან“ იყო მოწოდებები საქართველოს მიერ „მეორე ფრონტის გახსნაზე“, რასაც სამწუხარო უწოდა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას. „სამწუხაროდ, არაერთი განცხადება გაკეთდა მეორე ფრონტის შესახებ, რომელიც უკრაინის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებისგან მოდიოდა, - ეს იყო უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი... რაც ძალიან სამწუხარო იყო“, - განაცხადა კობახიძემ კითხვაზე, რას გულისხმობდა იგი, როდესაც უკრაინიდან საქართველოს „ომში ჩაბმის“ მცდელობაზე საუბრობდა.  „თუმცა უნდა ვთქვა, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ძალიან მტკიცე პოზიცია გვაქვს. ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს უკრაინას პოლიტიკურად, ვაწვდით ძლიერ ჰუმანიტარულ დახმარებას, განსაკუთრებულად მეგობრული ურთიერთობები გვაქვს უკრაინელ ხალხთან. ეს არის ქართველი ხალხის დამოკიდებულება უკრაინელებისადმი“, - განაცხადა კობახიძემ. ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა კითხვას, შეუერთდება თუ არა საქართველო რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებულ სანქციებს: „ამ მიმართულებით ძალიან მკაფიო პოზიცია გვაქვს: ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს, - და საამისოდ ძალიან ძლიერი არგუმენტები გვაქვს. ამავდროულად, არ გამოიყენება საქართველო სანქციების გვერდის ასავლელად. ეს ძლიერი პოლიტიკაა, რომელსაც მივსდევთ და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას.“  

ბორელი: ნუ ელოდებით რაღაც სასწაულს, ევროკავშირის კაი ღიაა, შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით

ევროკავშირი უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია. ბორელის თქმით, საქართველომ იცის, რა უნდა გააკეთოს. „როგორც ევროკომისარმა ბრძანა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კარი ღიაა, თქვენ უნდა შეხვიდეთ კარში და ღია კარში შესვლას რა ჰქვია, ყველამ იცის. ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი. რეფორმები უნდა განხორციელდეს და მეტი რა უნდა ვთქვათ. ნუ ელოდებით რაღაც სასწაულს. კატას ნუ ვეძებთ სადღაც ბნელ ოთახში. ღიაა კარი. შესასვლელად რა უნდა გაკეთდეს, იცით,“ – განაცხადა ბორელმა.  

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელსა და ოლივერ ვარჰეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე საქართველოს რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს. „შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მისი პირველი ვიზიტი ბრიუსელში საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა. მთავრობის მეთაურმა შარლ მიშელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად ჩართულობასა და მხარდაჭერას აფასებს. თავის მხრივ, შარლ მიშელმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპრეცედენტო იმპულსი შექმნა და საქართველოს ხელისუფლება შემდგომი პროგრესის მისაღწევად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის ინსტიტუტების შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევი იქნება. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების პროცესის წინსვლისთვის აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ საქართველომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე გაუგზავნა მოწვევა OSCE-ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას და ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის საჭიროება აღნიშნა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. ირაკლი კობახიძემ და შარლ მიშელმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.“ დღესვე, პრემიერი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის შეხვდა. ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე იმსჯელეს.   „ყურადღება გამახვილდა გაფართოების ანგარიშში მოყვანილ რეკომენდაციებზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობას ევროკომისიის  ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად. პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ  გაწეული ძალისხმევის შესახებ ისაუბრა და  ევროკომისარს მიმდინარე ღონისძიებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ირაკლი კობახიძის თქმით, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ,  საქართველომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ირაკლი კობახიხემ ოლივერ ვარჰეის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში მისი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა,“ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გააორმაგოს ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში - სამი გზავნილი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს მოუწოდებს, გააორმაგოს ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციებთან და საგარეო ჩარევასთან ბრძოლაში. მან ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა და საქართველოს მიმართ სამ გზავნილზე გაამახვილა ყურადღება. „ეს თქვენი პირველი ვიზიტია ამ რანგში. თქვენ ბრიუსელში ჩამობრძანდით და იმაზე მეტყველებს, რომ თქვენ ძალიან სერიოზულად უდგებით საქართველოს გზას ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი პირველი ასოცირების საბჭო საქართველოსთან, როგორც კანდიდატ ქვეყანასთან, ჩვენ გადავედით ახალ სტრატეგიულ ეტაპზე ჩვენს ურთიერთობებში. ეს დისკუსია, რაც ჩვენ გვქონდა ასოცირების საბჭოს ფარგლებში, ხაზს უსვამს ჩვენს ორმხრივ ვალდებულებას, მივაღწიოთ შეუქცევად პროგრესს საქართველოს გაწევრიანების გზაზე. მაგრამ შრომა იწყება ახლა. კანდიდატი ქვეყანა მოითხოვს ახალ ძალისხმევას და ის ასევე ზრდის ხელისუფლების, ოპოზიციის, ყველას პასუხისმგებლობებს. სამოქალაქო საზოგადოება, ყველა მხარე, ყველა ქართველი უნდა იყოს ჩართული რეფორმის პროგრესში. ნება მომეცით სამი გზავნილი გადმოგცეთ. პირველი: თქვენ უნდა დააჩქაროთ რეფორმების განხორციელება, მათ შორის ასოცირების შეთანხმების ჩათვლით, საიმისოდ, რომ ცხრა ნაბიჯი შესრულდეს, რაც ჩვენი რეკომენდაციაა. ამისათვის თქვენ გყავთ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში. ეს მოითხოვს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად. მეორე გზავნილი: ჩვენი კავშირი არის საერთო ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული კავშირი. ეს საფუძვლები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ და სახიფათო გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ჩვენ მივესალმებით თქვენს სტრატეგიულ არჩევანს ევროკავშირის წევრობის მიმართ. ჩვენ აღვნიშნავთ მცირე ზრდას, მაგრამ საბოლოოდ მაინც ზრდას ჩვენს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის კუთხით. მომავალ წლებში ამ თანხვედრაში მნიშვნელოვან ზრდას ველით. ჩვენ ასევე შეშფოთებულნი ვართ ანტიდასავლური დეზინფორმაციისა და რიტორიკის გავრცელებით [საქართველოში] და მოგიწოდებთ, გააორმაგოთ ძალისხმევა საინფორმაციო მანიპულაციისა და საგარეო ჩარევის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამას (მცდელობებს,რედ.)უფრო მეტად ვიხილავთ ევროკავშირის მომავალ არჩევნებში და შესაძლოა, თქვენს არჩევნებშიც. მესამე: ეს წელი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. წინა წინადადებას ვუკავშირებ თქვენი საარჩევნო პროცესის შესახებ. ჩვენ მივესალმებით აქამდე განხორციელებულ საარჩევნო რეფორმებს და მოგიწოდებთ, დაასრულოთ ისინი მომავალი არჩევნების წინ, ვენეციის კომისიისა და ODIHR-ის რეკომენდაციების დაცვით, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისთვის,” - განაცხადა ბორელმა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობას და დააფიქსირა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. „და ბოლოს, თუმცა ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა, გამძლეობა იმისთვის, რომ ჩვენ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელობას რაც ეკისრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ჩვენ გვყავს ევროკომისარი საქართველოში, გვყავს მონიტორინგის მისია და ძალიან დიდი ძალისხმევა კეთდება ამ მიმართულებით. ჩვენ ასევე მასობრივად გავაძლიერეთ თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში საქართველოსთან. ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით, ინჟინერიის, ლოგისტიკისა და კიბერთავდაცვის [შესაძლებლობების] მხარდაჭერით, რაც დღეისათვის [თითქმის] 63 მილიონ ევროს შეადგენს. წელს ეს მხარდაჭერა გაიზრდება,“ აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა. როგორც მან აღნიშნა, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ევროკავშირის კარი გაიღო და ამ კარში გავლა, დამსახურებაზეა დაფუძნებული. ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება  

ბორელი: უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანურ გამოცემა El País-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს, დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გააძლიეროს. ბორელის თქმით, თუ ევროპელებს სურთ უკრაინის გამარჯვება, ქვეყანას უფრო მეტი დახმარება უნდა გაუწიონ და უფრო სწრაფად. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნები უშუალოდ არ არიან ჩართულნი უკრაინის ომში და ამიტომ „სრულად არ ესმით“ იმის მნიშვნელობა, რაც ხდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დროა, ევროპა "გამოფხიზლდეს" და გააცნობიეროს, თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს. მან ასევე მოუწოდა ევროპელებს, აიღონ პასუხისმგებლობა და გააუმჯობესონ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა მომზადდნენ „ნებისმიერი შემთხვევისთვის.“  

ევროკავშირმა უკრაინისთვის დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის შესაძლოა, ფონდი შექმნას

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინისთვის დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის შესაძლოა, ფონდი შექმნას. „მე ვაპირებ, წევრ ქვეყნებს შევთავაზო, რომ უკრაინას დახმარება კონცენტრირებული იყოს ამ ომის ახალ ინსტრუმენტებზე: თვითმფრინავებზე და ხელოვნურ ინტელექტზე,“ - განმარტა მან. ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი მეტწილად კომუნიკაციისა და დამიზნების სისტემებზეა დაყრდნობილი. ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა დასძინა, რომ თვითმფრინავები ფრონტზე ახლა ყველაფერს ხილულს ხდის. მან ასევე ხაზი გაუსვა სხვადასხვა ტიპის ომზე დაფუძნებული ტექნოლოგიების განვითარების აუცილებლობას.  

ბორელი: 2024 წელს არჩევნები მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციისა და საგარეო ჩარევის მთავარი სამიზნე გახდება

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ეს წელი კრიტიკულია უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და გარე ჩარევის წინააღმდეგ (FIMI) ბრძოლისთვის, რადგან 204 წელს ბევრი არჩევნები გვაქვს. ბორელის შეფასებით, დრო და ფრთხილი დაგეგმვა არსებითია ასეთი უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის დასაძლევად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ FIMI-ის აქტორები აქტიურად ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ დემოკრატიას, სთავაზობენ ალტერნატიულ მოდელს, აიძულებენ ხალხს, რომ ყველაფრის მიმართ უნდობლობა ჰქონდეთ - მათ შორის, ინსტიტუტების მიმართ. მათ სურთ, ტოქსიკურად შეაღწიონ ჩვენს საზოგადოებებში, მოწამლონ ისინი,“ აღნიშნა ბორელმა. მან ისაუბრა ამ ყველაფრის შემაკავებელ ფაქტორებზეც, მათ შორის, პროპაგანდაში ჩართული პირების სანქცირებაზე, ასევე, ევროპაში დეზინფორმაციული არხების აკრძალვაზე. „დეზინფორმაცია ასუსტებს სოციალურ ქსოვილს, წამლავს დემოკრატიებს, რადგან მხოლოდ ინფორმაცია იძლევა დემოკრატიას. დემოკრატია არის სისტემა, რომელიც მუშაობს ინფორმაციის, კარგი ინფორმაციის საფუძველზე. ამიტომ, დიქტატურები, პირველი, რასაც აკეთებენ, არის გაზეთების დახურვა, ცენზურის დაწესება და ინფორმაციის დაბლოკვა. ლიბერალურ დემოკრატიებს არ შეუძლიათ, იცხოვრონ ინფორმაციის გარეშე, სანდო ინფორმაციის გარეშე და დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობის გარეშე, როგორიცაა, არჩევნები. და თუ გვსურს, დავიცვათ დემოკრატია, თუ გვინდა, დავიცვათ თავი მანიპულაციისგან, უნდა ჩავერთოთ ამ ბრძოლაში ისეთივე სიმძლავრით, როგორც ჩვენ თავს გვესხმიან. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ წარმოვადგინეთ სტრატეგიული კომპასი, რომელიც გეგმავდა ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გაძლიერებას, ჩვენ მივიღეთ გადამწყვეტი ზომები საინფორმაციო მანიპულაციის წინააღმდეგ,“ - აღნიშნა ევროკავშირის უმღლესმა დიპლომატმა. გარდა ამისა, ბორელის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ახდენს ნამდვილ რევოლუციას იმის შესახებ, თუ როგორ შეგიძლიათ, კონტენტით მანიპულირება. „დღეს გაცილებით იაფი ჯდება და [უფრო] რთულია, ამოიცნო სრულიად მცდარი ინფორმაცია, რაც კიდევ უფრო სახიფათოს ხდის ასიმეტრიულ საფრთხეებს ჩვენი დემოკრატიებისთვის. და რატომ წელს? იმიტომ, რომ 2024 წელი კრიტიკული წელია FIMI-სთან საბრძოლველად, რადგან ბევრი არჩევნები გვაქვს. მსოფლიოში 60 არჩევნები გაიმართება. ორ მილიარდ ადამიანს - მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 50%-ს - მოეთხოვება ხმის მიცემა. ევროპარლამენტში, შეერთებულ შტატებში, ინდოეთსა და მსოფლიოში ბევრგან, არჩევნები გახდება ბოროტმოქმედი უცხოელი აქტორების მთავარი სამიზნე, როგორც ეს შარშან ესპანეთის არჩევნებში ვნახეთ. „2024 წელი კრიტიკული წელია უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და გარე ჩარევის (FIMI) წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ახლა ჩვენ ბევრად უფრო დაუცველები ვართ ამ საფრთხის მიმართ, რადგან ინფორმაცია ბრუნავს სინათლის სიჩქარით, ხოლო მანიპულირება და ჩარევა ინდუსტრიულ საქმიანობად იქცა. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. ახლა ყველას აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. მაგრამ პრობლემა ის არ არის, რომ წაიკითხო და იცოდე, პრობლემა ის არის, რომ გამოავლინო დეზინფორმაცია, ინფორმაცია, რომელიც მცდარია და რომელმაც შეიძლება, მთლიანად გააფუჭოს შენ მიერ რეალობის აღქმა,“აღნიშნა ბორელმა.  აშშ და ევროკავშირი უცხოური საინფორმაციო მანიპულაციისა და ჩარევის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ - ექსკლუზივი შეგახსენებთ, 24 ოქტომბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა Europetime-ს დაუდასტურეს, რომ აშშ-მ 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დემოკრატიებისადმი რუსეთის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოაშკარავების მიზნით, მრავალმხრივი კამპანია დააანონსა. 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. კომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრულ ახალ 9 ნაბიჯში, წინა რეკომენდაციებისგან განსხვავებული, ორი ახალი ჩანაწერია. მათ შორის პირველი არის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლა. მეორე - საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ამასთანავე, რეკომენდაციებშია სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა „განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.“ ამასთან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში არჩევნების თემაზე ვრცლად ისაუბრა.

ბორელის თქმით, დღეს ისტორიული მომენტია ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობებისთვის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებში ისტორიული ეტაპია. „2023 წლის ოქტომბერში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ძალიან მკაფიო გზავნილი გასცა - სომხეთი მზად არის, დაუახლოვდეს ევროკავშირს. საპასუხოდ, ევროპულმა საბჭომ უმაღლეს წარმომადგენელს და კომისიას დაავალა, გამოიკვლიონ ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობების გაძლიერების გზები „ყველა განზომილებაში“. ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ამაზე ვმუშაობდით. წინ მიმავალი გზა ზოგჯერ რთულია. სომხეთის წარსული გადაწყვეტილებები, რომლებსაც შედეგად მოჰყვა პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულება, აგრეთვე, დამოკიდებულება უსაფრთხოების საკითხებში, ერთ ღამეში ვერ გადაილახება. მაგრამ ორივე მხარის მკაფიო პოლიტიკური ნება საშუალებას მოგვცემს, წინ წავიწიოთ ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებასა და გაფართოებაში,“ - განაცხადა ბორელმა. „ევროკავშირი აგრძელებს ყარაბაღელი სომხების მხარდაჭერას. ჩვენ გამოვყავით 12,2 მილიონი ევრო გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და გამოვყოფთ დამატებით 5,5 მილიონ ევროს“, – განაცხადა ბორელმა. ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ ურყევი ვალდებულება სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის უცვლელი რჩება და მზად არიან, მხარი დაუჭირონ მდგრად და გრძელვადიან მშვიდობას. „ჩვენ უარვყოფთ ძალის ნებისმიერ გამოყენებას და მუქარას. ვაგრძელებთ კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მხარდაჭერას,“ – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა. მანვე აღნიშნა, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით დიალოგის დაწყების ვარიანტებიც განიხილება. „სომხეთმა ამასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი გამოხატა და ჩვენ მოვუწოდეთ მის ხელმძღვანელობას, გააძლიეროს ძალისხმევა შესაბამისი რეფორმების განსახორციელებლად. ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიგნალს გაუგზავნის სომხეთის მოქალაქეებს და გახდება შემდგომი რეფორმების ბერკეტი,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. „ჩვენ ვაფართოვებთ დიალოგს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე და ასევე ვიკვლევთ სომხეთის მონაწილეობას ევროკავშირის ხელმძღვანელობით მისიებსა და ოპერაციებში“, - აღნიშნა ბორელმა. სომხეთი მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდეს - პარლამენტის თავმჯდომარე  

ევროკავშირის ელჩები უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების უზრუნველყოფაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა TWitter-ზე წერს. „ჩვენ შევძელით: მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი [Coreper] უკრაინის დახმარების ფონდზე შეთანხმდა. ფონდი საშუალებას მოგვცემს უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება კიდევ 5 მილიარდი ევროთი გავზარდოთ. მესიჯი ნათელია: უკრაინას დავეხმარებით, ყველაფრით, რაც საჭიროა, რათა გავიმარჯვოთ,” - წერს ბორელი. დამატებით 5 მილიარდი ევროს ოფიციალურად ორშაბათს, 18 მარტს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაამტკიცებენ.  

უკრაინის გამარჯვება ტრანსატლანტიკური კავშირის სიძლიერეზეა დამოკიდებული - ბორელი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ უკრაინის გამარჯვება რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დამოკიდებულია ტრანსატლანტიკური კავშირების სიძლიერესა და საიმედოობაზე. ბორელმა ეს განცხადება ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს გააკეთა, იტყობინება Ukrinform, EEAS-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით. „უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა ხაზი გაუსვა უკრაინისთვის მეტი, უფრო სწრაფი და მდგრადი სამხედრო დახმარების აუცილებლობას. მან შეაქო აშშ-ის ბოლო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვება ჩვენი ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული," - ნათქვამია პრესრელიზში.  

ბორელი რუსეთის თავდასხმებზე: ევროკავშირის გადაწყვეტილება, დაიცვას უკრაინა, მხოლოდ გაძლიერდება

უკრაინის დაცვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილება მხოლოდ გაძლიერდება, რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების ფონზე. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა სოციალურ პლატფორმა X-ზე განთავსებულ პოსტში განაცხადა. „ბუჩის გათავისუფლებიდან ორი წლის შემდეგ, რუსეთი იმეორებს მასიურ თავდასხმებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, რათა შეარყიოს ეკონომიკა და უკრაინელი ხალხის გამძლეობა. ევროკავშირის გადაწყვეტილება, დაიცვას უკრაინა, მხოლოდ გაძლიერდება,“ - განაცხადა ევროპელმა პოლიტიკოსმა. როგორც ცნობილია, 29 მარტის ღამეს რუსეთის ძალებმა უკრაინაში ენერგეტიკულ ობიექტებზე კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი შეტევა განახორციელეს. კერძოდ, დაზიანდა DTEK Group-ის კუთვნილი სამი თბოელექტროსადგური. წინა მასიური შეტევა კი, 22 მარტს მოხდა, დაზარალდა თბოელექტროსადგურები, დნეპროს ჰიდროელექტროსადგურები და მაღალი ძაბვის ქვესადგურები.  

ბორელი: ევროპას სჭირდება თავდაცვის დაფინანსების გაძლიერება, რადგან კონვენციური ომი ფანტაზია აღარ არის

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპაში სრულმასშტაბიანი კონფლიქტი "აღარ არის ფანტაზია" და ევროპელებმა უნდა იპოვონ ახალი გზები კონტინენტზე პოტენციურად უფრო ფართო ომისთვის ფინანსურად მოსამზადებლად. ბორელმა აღნიშნა, რომ რუსეთი ემუქრება ევროპას უკრაინაში ომითა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე ჰიბრიდული თავდასხმებით. „ომი დანამდვილებით ჩვენ ირგვლივაა, მაღალი ინტენსივობის კონვენციური ომი ევროპაში ფანტაზია აღარაა,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. მან ხაზი გაუსვა, რომ რეალობის უარყოფა შეუძლებელია. „ის ხვალ არ დაიწყება, მაგრამ რეალობას ვერ უარვყოფთ. ჩვენ გვჭირდება სამთავრობოთაშორისო დაფინანსების ახალი მექანიზმი, რომელიც შეიძლება, შევადაროთ იმას, რაც ფინანსური კრიზისის დროს შევქმენით – ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა შექმნეს ევროპული თავდაცვის სააგენტო, თუმცა არ დააფინანსეს ის,“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ბორელის თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ევროპის თავდაცვის სააგენტო შექმნეს, მაგრამ საკმარისად არ დააფინანსეს. უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა სასწრაფოდ უნდა იპოვონ თავდაცვაში ინვესტიციების დაჩქარებისა და გაზრდის გზები.  

ბორელი: მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ გააჩერებს, მეტი სამხედრო დახმარება უნდა გავცეთ - გაბედულ გადაწყვეტილებებს ველი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან უკრაინის დასახმარებლად “გაბედულ გადაწყვეტილებებს” ელის. „გუშინ რუსეთმა კიდევ ერთი დარტყმა მიიტანა უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმებით მისი ხალხისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. მხოლოდ სიტყვები პუტინს ვერ გააჩერებს. მეტი სამხედრო დახმარება უნდა გავცეთ. დღეს, 22 აპრილის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს მივწერე. უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება უნდა დავაჩქაროთ და გავაფართოოთ. უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა მივაწოდოთ, რათა რუსული რაკეტები ჩამოაგდონ, ქალაქები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაიცვან. უკრაინას “ხმელეთი-ჰაერი” სარაკეტო კომპლექსები სჭირდება. მიწოდებები ცვლილებას შეიტანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის… გაბედულ გადაწყვეტილებებს ველი 22 აპრილის ევროკავშირის საგარეო და თავდაცვის მინისტრების დმიტრო კულებასთან და რუსტემ უმეროვთან საერთო შეხვედრაზე. ევროკავშირი უკრაინას ყველაფერს მიაწვდის, რაც საჭირო იქნება,” - წერს ბორელი.  

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიუღებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ, ეს არის უპრეცედენტო ესკალაცია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ეხმაურება. „ევროკავშირი მკაცრად გმობს ირანის მიუღებელ თავდასხმას ისრაელის წინააღმდეგ. ეს არის უპრეცედენტო ესკალაცია და სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონული უსაფრთხოებას,“ – წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ირანის მიერ ისრაელზე თავდასხმას გმობენ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟურნემ მკაცრად დაგმო ისრაელზე ირანის თავდასხმა და აღნიშნა საფრანგეთის სოლიდარობა და “ერთგულება ისრაელის თავდაცვისადმი.”  

ჯოზეფ ბორელი: ახლო აღმოსავლეთი კლდის პირასაა, ფეხი მუხრუჭს უნდა დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა და მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს. „ციცაბო კლდის პირას ვდგავართ და უნდა მოვშორდეთ მას, ფეხი მუხრუჭს დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ,“ - აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, მოელის, რომ ისრაელი ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმას უპასუხებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს არ გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისრაელის მემარჯვენე სამთავრობო კოალიციაში არის „ღრმა განხეთქილება“ ხისტი ხაზის მხარდამჭერებს შორის, რომლებსაც სასტიკი შურისძიება სურთ და უფრო ზომიერ და საღად მოაზროვნე ფრაქციას შორის. „ეს ფრაქცია საპასუხო ქმედების მომხრეა, მაგრამ ისე, რომ თავიდან აიცილონ პასუხის პასუხი,“ - აღნიშნა ბორელმა. შეგახსენებთ, ისრაელის მიერ პირველ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.  

ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - ევროკავშირი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. „დღეს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მიუხედავად ევროკავშირის არაერთი მოწოდებისა, უარი ეთქვა მსგავს კანონმდებლობაზე და მიუხედავად მასობრივი პროტესტისა. მოვლენათა ამგვარი განვითარება ძალზე შემაშფოთებელია და ამ კანონის საბოლოო მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს წინსვლაზე ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ეს კანონი ევროკავშირის ძირითად ნორმებთან და ღირებულებებთან შეუთავსებელია. საქართველოს ჰყავს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის წარმატებულ წინსვლას ევროკავშის წევრობისკენ. შემოთავაზებულმა კანონმდებლობამ შესაძლოა, შეზღუდოს როგორც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციების თავისუფლი მუშაობის შესაძლებლობა, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებისთვის სარგებლის მომტანი ორგანიზაციების უსამართლოდ სტიგმატიზირება. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკაოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დაათმობინოს - ის გზა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს,“ წერენ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. აქცია დღესაც იგეგმება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ცნობისთვის, კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.  

ჯოზეფ ბორელი: ახლო აღმოსავლეთში რეგიონული ომის ზღვარზე ვართ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ომის ზღვარზეა. ჯოზეფ ბორელის თქმით, ირანის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების რეჟიმი გაძლიერდება და გაფართოვდება, რათა დასაჯოს თეირანი ისრაელზე განხორციელებული თავდასხმისთვის და აღკვეთოს მომავალი ასეთი თავდასხმები. ამავე დროს, მისი თქმით, ისრაელმა თავშეკავება უნდა გამოიჩინოს. „არ მინდა გაზვიადება, მაგრამ ჩვენ ომის ზღვარზე ვართ, რეგიონული ომის ზღვარზე ახლო აღმოსავლეთში, რომელიც შოკისმომგვრელ ტალღებს გაუგზავნის დანარჩენ მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპას. ასე რომ, შევაჩეროთ ის,“ - აღნიშნა ბორელმა. როგორც ცნობილია, ევროკავშირის ლიდერებმა გუშინ, 17 აპრილს, ბრიუსელში შეხვედრისას პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ირანის წინააღმდეგ სანქციებს და სანქციების სამიზნე ღაზის სექტორში, იემენსა და ლიბანში მისი მარიონეტებისთვის დრონებისა და რაკეტების მიწოდება იქნება.  

ბორელი: მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გამო

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „საგარეო საქმეთა მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება საქართველოში „საგარეო გავლენის გამჭვირვალობის კანონის გამო.“ მისი თქმით, ეს კანონი „არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს.“ „განვიხილეთ საქართველოს ვითარება. ეს კანონი იყო წარდგენილი პარლამენტში და მთავრობის მხრიდან იყო აღებული ვალდებულება, გაეწვია ეს კანონპროექტი, არ წარედგინა ის კვლავ. ეს არ შესრულდა. მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება  გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ვიმეორებ, ეს შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარუდგინეს პარლამენტს," - განაცხადა ბორელმა. რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი იუწყება, რომ საბჭოზე გაისმა მოწოდება, გაგზავნონ მინისტრები საქართველოში ვიზიტით, ან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიიწვიონ ევროკავშირის მომდევნო საგარეო ურთიერთობათა საბჭოზე. მომდევნო საბჭო შვიდ მაისსაა დანიშნული. თუმცა ამ საკითხზე ბორელს კომენტარი არ გაუკეთებია. შეიძლება თუ არა გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის გამო - მიშელის პასუხი შეგახსენებთ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ხელახალ შემობრუნებას ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები, მათ შორის, ახალგაზრდები, რომლებიც პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან, ხელისუფლებას კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდები პარლამენტთან ყოველდღე იკრიბებიან და შემდეგ მსვლელობებს აწყობენ. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებით, ხსენებული კანონპროექტი მიღების შემთხვევაში საქართველოს ევროპულ გზას დააშორებს. ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა, რომელიც მაისისთვის იგეგმება. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით  

ევროპა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ უკრაინას გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს - ბორელი

ევროპა მზად უნდა იყოს, დაეხმაროს უკრაინას ამ გამანადგურებელ ომში, თუნდაც დიდი ხნით. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა სამშაბათს სტრასბურგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „პუტინი გააგრძელებს ომს, რომ დაიპყროს უკრაინა - რაც შეიძლება მეტი ტერიტორია. ასე რომ, ის სწრაფად არ დასრულდება. პუტინი შეეცდება,, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის თავისუფლება და, ალბათ, უფრო შორს წავიდეს. ყოველ შემთხვევაში, ამას მუდმივად ამბობენ რუსი პროპაგანდისტები და ამას ამბობს ზოგიერთი რუსი ლიდერიც,“ - განაცხადა ბორელმა. მან აღნიშნა, რომ მომავალი კვირები რთული და ალბათ უფრო საშიში იქნება არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ, ევროპისთვის. ბორელის თქმით, ევროპელებმა მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ევროპისთვის ეს სტრატეგიული პასუხისმგებლობის საკითხია. „ჩვენ უნდა ვიფიქროთ უფრო ღრმად, მოვემზადოთ ომისთვის, რომელიც მოითხოვს ჩვენს ძალისხმევას, ჩვენს ვალდებულებებს, ჩვენს ქმედებებს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას, მაგრამ არამხოლოდ სიტყვებით, და არა მხოლოდ ხვალ და ალბათ არამხოლოდ მომავალ წელს. ჩვენი ვალდებულებაა უკრაინის მხარდაჭერა, რომელიც იბრძვის ჩვენი ღირებულებებისა და უსაფრთხოებისთვის, ეს მოითხოვს ჩვენგან უპრეცედენტო ქმედებების განხორციელებას,“ აღნიშნა ბორელმა.